• ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
  • ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.
  • არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.
  • არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
  • არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.
  • ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.
  • ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
    კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!
  • ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
  • გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
  • განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
  • გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
  • დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
  • ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
  • ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
  • ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
  • თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
  • თქმულა: "სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"
  • თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
  • თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.
  • იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
  • კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!
  • კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
  • კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

ტეგები: Qwelly, აფორიზმები, ლიტერატურა, რუსთაველი

ნახვა: 3685

გამოხმაურებები!

მაგარია!

შოთას რომ დავუჯეროთ, ლახვრით დასაჭრელია ნახევარი საქართველო :D 

ყოველთვის იყვნენ, სამწუხაროდ.. მაგრამ - "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!" ♥

Kakha_მ თქვა:

დრო შეიცვალა :D ადრე არ იყოს ასე, მაგრამ თუ არ იყო, აბა საიდან მოვიდა აზრი რომ არსებობენ მოღალატეები? :D

ლაშა_მ თქვა:

შოთას რომ დავუჯეროთ, ლახვრით დასაჭრელია ნახევარი საქართველო :D 

ეგ ამბავიც ძალიან ჭიანურდება :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters