Ryūnosuke, akutagawa, japan, literature, qwelly, აკუტაგავა, იაპონელი, იაპონია, ლიტერატურა, მოთხრობა, ნოველა, რიუნოსკე, ქალები, ქართული, ცნობილი_ავტორი, ryunosuke akutagawa, რიუნოსკე აკუტაგავა

      ხელთა მაქვს ძალიან საინტერესო წიგნი. მას ჰქვია "ჯაპან" და 1852 წელსაა დაბეჭდილი. მის ავტორს, ჩარლზ მაკფერეინს, თუმც კი იაპონიაში ყოფნის შესაძლებლობა არ მისცემია, მისდამი უდიდეს ინტერესს იჩენდა, ან მას, სულ ცოტა, ასეთი ინტერესით გამსჭვალულ პიროვნებად იცნობდნენ. "ჯაპანი" წარმოადგენს ლათინურ, პორტუგალიურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, ინგლისურ და სხვა ენებზე დაწერილ, ბევრ წიგნზე დაყრდნობით გადმოცემულ მონათხრობთა უამრავი მონათხრობის კრებულს. ეს წიგნები 1560-1850 წლებში ქვეყნდებოდა. ავტორს ასეთი თემა ანუ იაპონიისადმი ინტერესი საინ ტენდანტო სამსახურის მთავარი ინსპექტორის ჯეიმს, დრამანდის წყალობით გაუჩნდა. ეს სწორედ ის ინგლისელი დრამანდია, რომელიც ახალგაზრდობაში კომერსანტობისას ჰოლანდიელის სახელით წლების მანძილზე იაპონიაში ცხოვრობდა. წიგნის ავტორი მაკფერეინი ბრაიტონში შეხვდა დრამანდს, რომელმაც მას იაპონიის შესახებ შექმნილი წიგნების კოლექცია უჩვენა. მან მაკფერეინს არა მარტო ეს წიგნები მისცა, არამედ ბევრი რამ აუწყა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა იაპონია. ავტორმა ისარგებლა ამ წიგნებით და საუბრებით და დაწერა წიგნი "ჯაპან". ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დრამანდი დაქორწინებული იყო ცნობილი მწერლის სმოლეტის ძმისწულის ქალი შვილზე, რომელსაც წიგნები ძალიან უყვარდა. მაკფერეინის ეს წიგნი ყველა ამ გარემოების დამთხვევის შედეგად შეიქმნა, და ამიტომ ის იაპონიის მიწაზე სამოგზაუროდ ნამყოფი პიროვნების ჩანაწერებივით უტყუარი და სანდო არ არის. მართლაც, ოფორტები, რომლებიც წიგნის ილუსტრაცი ების ფუნქციას ასრულებენ, კორეულ ჩვეუ ლებებს იაპონურ ჩვეულებებად წარმო სახავენ. და მაინც, ეს წიგნები ჩვენ, დღევან დელებს, გარკვეულ ინტერესს აღგვიძრავს. მაგალითად, მასში სავსებით სერიოზულადაა მოთხრობილი იმაზე, რომ იმპერატორს უამრავი მოსაწევი ჩიბუხი აქვს და ყოველდღე იცვლის მათ, რაც უზარმაზარ ხიბლს უქმნის. ამ წიგნში არის თავი, რომელშიც ავტორი იაპონელ ქალებს გვაცნობს და მათზე მსჯელობს, მინდა მოკლედ გაგაცნოთ ეს თავი. მაკფერეინის თანახმად, ის მდგომარეობა, ქალებს საზოგადოებაში რომ უკავიათ, ცივილიზაციის ნამდვილი დონის მაჩვენებელია, სოციალური თვალსაზრისით კი იაპონელი ქალები შორეული აღმოსავლეთის ნებისმიერი ქვეყნის ქალებზე გაცილებით მაღლა დგანან. იაპონელი ქალები, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ქალთაგან განსხვავებით, არ აწყდებიან ისეთ ვაებას, როგორიც ციხეში სასჯელის მოხდაა. ისინი არა მხოლოდ უზრუნველყოფილნი არიან საზოგადოების ლოიალური დამოკიდებულებით, არამედ შეუძლიათ მამებისა და ქმრების ზრუნვის იმედიც იქონიონ. ცოლის ერთგულება და ქალიშვილის უმანკოება სრულად შედის მათ ღირსებათა ცნებაში და, შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში არ არსებობს ქალი, რომელიც გათხოვებამდე უმანკო არ იყო. რამდენადაც, როგორც ცნობილია, უმანკოების დამკარგველი ქალწული დაუყოვნებლივ სიკვდილით ისჯებოდა, ქალები ამ მხრივ თავს ძალიან მკაცრად უვლიდნენ ეს ფაქტია. იაპონიაში, ყველა იმათით დაწყებული, ვისაც ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა უჭირავს, და მათით დამთავ რებული, რომლებიც საზოგადოებრივი კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან, აუცილებლად იღებენ სასკოლო განათლებას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იაპონიაში გაცილებით მეტი სკოლაა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მეტიც, გლეხებსაც და ღატაკებსაც კი ძალუძთ კითხვა. ამგვარად, იაპონიაში ქალები აბსოლუტურად ისეთსავე განათლებას იღებენ, როგორც მამაკაცები. მაგალითად, აქ ყველაზე ცნობილ პოეტთა, ისტორიკოსთა და ლიტერატურის სფეროებში მოღვაწეთა შორის ძალიან ბევრი ქალია. მდიდარი და არისტოკრატი მამაკაცები ისე წმინდად არ იცავენ უმანკოებას, უმწიკვ ლოებას, როგორც მდიდარი და არისტოკრატი ქალები. იაპონელ ქალებს ყველაზე მეტად სახელის გატეხა ერცხვინებათ. ვინ იცის, რამდენმა შერცხვენილმა ქალმა მოიკლა თავი. ვფიქრობ, ამას ჩინებულად ადასტურებს ის, რასაც ახლა მოგიყვებით. ერთი დიდგვაროვანი მამაკაცი სამოგ ზაუროდ გაემართა. როცა ის შორს იყო, სხვა არისტოკრატმა სცადა შეეცდინა მისი ცოლი, რომელიც არა მარტო ცთუნებას არ აჰყვა, არამედ ამ კაცს შეურაცხყოფაც კი მიაყენა. მაგრამ ამ არისტოკრატმა, ნებით იყო ეს თუ ეშმაკობით, მაინც ნამუსი ახადა ქალს და აი, ქმარი ბრუნდება. ცოლი მას, ჩვეულებრივ, ალერსიანად შეხვდა. მაგრამ მის საქციელში ჩანდა რაღაც ისეთი შებოჭილობა, თითქოს ის ქმრის ძალადობას უწევს წინააღმდეგობასო. ცოლის საქციელი ქმარს ეუცნაურა, და მას რაღაც ჰკითხა იმის გამოსარკვევად, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ცოლმა, გაუგებარია რატომ, ასე უპასუხა: ხვალამდე ნურაფერს მკითხავ. ხვალ ჩემებს და ჩვენი ქალაქის საპატივცემულო ადამიანებს მოვიწვევთ, და მათი თანდასწრებით მოვყვები ყველაფერს, რაც მოხდა. მეორე დღეს მათ სახლში სტუმრებმა თავი მოიყარეს. მათ შორის ამ ქალის ნამუსის ამხდელი არისტოკრატიც იყო. მოწვეულთ სახლის ბრტყელ სახურავზე მასპინძლობდნენ. როცა ყველა დაპურდა, დიასახლისი წამოდგა და ხალხს აუწყა, თუ როგორ მოეჭრა თავი, მეტიც, ქმარს გულმხურვალედ განუც ხადა: მე თქვენი ცოლობის უფლება დავკარგე. გთხოვთ მომკლათ. ქმარი და იქ მყოფი სტუმრები ამშვიდებდნენ ქალს, ეუბნებოდნენ, რომ მისი ბრალი არაფერია, რომ ის უბრალოდ იმ არისტო კრატის მსხვერპლი გახდა. ქალმა ყველას დიდი მადლობა მოახსენა, რის შემდეგაც ქმრის მხარზე თავჩამოდებული გულის გამგმირავად აქვითინდა. მაგრამ უცებ აკოცა ქმარს და მაშინვე ჯერ ხელი დაუქნია მას, მერე კი სახურავის კიდესთან მიირბინა და გადახტა. ამ ქალის ხელყოფის ფაქტი ყველა იქ მყოფმა გაიგო, მაგრამ მისი ხელმყოფელის ვინაობა არ იცოდნენ. ვიდრე მისი ქმარი და სტუმრები ფორიაქობდნენ, ქალის ხელმყოფელი არის ტოკრატი ტერასიდან ჩუმად დაეშვა კიბეზე. ამის შემდეგ მან თვითმკვლელი ქალის სხეუ ლის გვერდით, სამურაების წესისამებრ, ღირ სების გრძნობით ხარაკირი გაიკეთა (ხარა კირი თვითმკვლელობის ნაციონალური ხერხია იაპონიაში, რაც მუცლის ჯვარედინად გაფატვრის შედეგად სიკვდილს გულისხმობს).

      "ჯაპანის" ავტორი მაკფერეინი ამტკი ცებს, რომ ეს ეპიზოდი ლანდორის მოგონებებ შია ჩართული. არ ვიცი, იაპონიაში ასეთი მოთხრობა ნამდვილად არსებობს თუ არა, მაგრამ მცირე დაფიქრების შემდეგ დავას კვენი, რომ ასეთი ეპიზოდი ტოკუგავას ეპოქის მოთხრობებსა და დრამებში არ შემხვედრია, თუმცა, შესაძლოა, ლანდორს ასეთი რამ კიუსიუს კუნძულის რომელიმე სოფელში მოესმინა და მაინც, სახლის სახურავზე სტუმრების მიღებისას კოცნა, რომლითაც ცოლმა იაპონელი სამურაი, თავისი ქმარი, დააჯილდოვა, თავშესაქცევი, საინტერესო, მაგრამ მეტისმეტად ევროპული ქმედებაა. იგულისხმება იმის თქმა, რომ ეს თავშესაქ ცევი ამბავია და გაცინება ძალიან იოლი რამ იქნებოდა, მაგრამ, იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ძველად დასავლეთის შესახებ იაპონელ თა მონათხრობებიც არცთუ იშვიათად მცდარი იყო, ჩვენ ამას უდარდელად არ უნდა მოვეკიდოთ, აქაოდა, სიცილს ევროპელებიც ვერ შეიკავებდნენო. ჩვენს მეზობელ ჩინეთზე მონათხრობებში შეცდომები წარამარა გვხვდება. საკმარისია წავიკითხოთ, მაგა ლითად, ტიკამაცუ მონძაემონის პიესა "კოკუსიგის ბრძოლები", რომელშიც მოქმედპირთა და პეიზაჟების აღწერილობები ფრიად უცნაურია, და ძნელია იმის გაგება, თუ სად ხდება მოქმედება, იაპონიაში თუ ჩინეთში. მაკფერეინი ჰყვება ერთ ამბავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი დიდი პიროვნებები იყვნენ იაპონელი ქალები. ბრწყინვალე სამურაიმ, ტიუიამ, თავის მეგობარ ძიოსიცუსთან ერთად იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა განიზრახა. ტიუიას ცოლი გონიერებითა და სილამაზით გამოირჩეოდა. ეს შეთქმულება ჩუმად მზადდებოდა ხუთიათი წლის მანძილზე, მაგრამ ტიუიამ წინდაუხედაობა გამოიჩინა, შეთქმულება გამოაშკარავდა და მთავრობამ ტიუიასა და ძიოსიცუს დაპა ტიმრების განკარგულება გასცა. ქვეყანაში შექმნილი ვითარება მთავრობას აიძულებდა ტიუია ცოცხლად შეეპყრო. ამისთვის აუ ცილებელი იყო მას მოულოდნელად დასცე მოდნენ თავს. პოლიციელები ტიუიას სახლის ალაყაფს მიადგნენ და აყვირდნენ: `ხანძარია! ხანძარი!~ ტიუიას ხანძარი საკუთარი თვა ლით რომ დაენახა, სახლიდან გამოიჭრა. პოლიციელები მას თავს დაესხნენ. ტიუია მამაცურად იბრძოდა და ორი პოლიციელი აკუწა, მაგრამ ერთმანეთს არათანაბარი ძალები ერკინებოდნენ და პოლიციელებმა ის, ბოლოს და ბოლოს, დააპატიმრეს. ტიუიას ცოლმა, როგორც კი შეტაკების ხმაური გაიგონა, მაშინვე გაითვალისწინა, რომ პოლიციელები სახლში შემოიჭრებოდნენ, და ქმრის მნიშვნელოვანი დოკუმენტები ცეცხლ ში შეყარა. მასში შეთქმულებაში მონაწილე არისტოკრატების გვარები და სახელები იყო ჩამოწერილი. ტიუიას ცოლის ასეთი გამჭრი ახობა ახლაც აღტაცებას იწვევს. როცა ქალის საზრიანობის, მიხვედრილობის შექება უნდათ, მას ეუბნებიან: "შენ ტიუიას ცოლის ასლი ხარ". ტიუია, რომელზეც ვლაპარაკობდით, რასაკვირველია, მარუმასი ტიუიაა1, ძიოსიცუ კი იუი ძიოსეცუ2. მაკფერეინის თქმით, ეს ლანდორის მოგონებებში მოქცეული ამბავია. იაპონელი ქალები, რომლებსაც მაკფერეინი თავის "ჯაპანში" ხატავს, უტოპიური ქალები არიან. შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ 1860იანი წლების იაპონელი ქალებიც კი ქალიშვილებიცა და ცოლებიც ასე სწირავდნენ თავს. უმწიკვლობის, უმანკოების შესანარჩუ ნებლად შეიძლება მხოლოდ გაგვაცინოს მაკფერეინის სისულელემდე მისულმა პატიოსნებამ, მაგრამ საზღვარგარეთელ ადამიანებსა და წესჩვეულებებებზე იაპო ნელთა მონათხრობებში ახლაც კი შეიძლება ბევრი კომიკური რაღაცის პოვნა და ამ ფაქტს ვერსად წაუხვალ. ამასწინათ, რომე ლიღაც გაზეთში, რომელიღაც ქალბატონმა ამერიკელი სტუდენტი გოგოების ცხოვრება ანგელოზურ ცხოვრებად შერაცხა, მაგრამ ამ სტატიას ნახევარი საუკუნის შემდგომ დროინდელი ამერიკელების თვალით თუ შევხედავთ, ეს, მაკფერეინის "ჯაპან" რომ იწვევს, ისეთივე სიცილს გამოიწვევს. სერ რუტერფორდ ოლქოქის "სამი წელი იაპონიაში" იაპონიის ნამდვილ სახეს გაცი ლებით უფრო სწორად წარმოსახავს, ვიდრე მაკფერეინის "ჯაპან". ეს ორტომეული ნიუიორკში 1863 წელს დაბეჭდა გამომცემლობა "ჰარვარდმა". მასში ბევრი ილუსტრაცია და ასევე კეისაის ჟან რული ნახატების ბევრი რეპროდუქციაა. ჯერ ერთი, სერ რუტერფორდ ოლქოქი იაპონიას საწერ მაგიდასთან მჯდარი თავისი წარმოსახვით არ ასახავდა, როგორც ამას მაკფერეინი აკეთებდა. მეორეც, სერ რუტერფორდ ოლქოქი მაკფერეინივით უვიცი არ იყო. მას სერიო ზული განათლება ჰქონდა მიღებული: იცნობ და მილის ფილოსოფიას, რომელიც იმ დროს ფრიად მოდური რამ იყო. ამის გამოისობით იაპონიაში ყველა იმ მოვლენაზე, რისი მოწმეც ის იყო, მას საკუთარი თვალსაზრისი უყალიბ დებოდა. ზოგჯერ მისი ესა თუ ის თვალსაზრისი ახლა ღიმილს იწვევს, ზოგი რამ ჩვენს ყურადღებას იქცევს. ესაა მისი წიგნის განსა კუთრებული თავისებურება, რასაც მაკფერე ინის წიგნზე ვერ ვიტყვით. სერ ოლქოქი იაპონიაში ტოკუგავას სიოგუნატის უკანასკნელ წლებში აკრედიტირებული ინგლისის განსაკუთრებული და სრულუფლე ბიანი ელჩი იყო, მისი აკრედიტაციის პერი ოდში იაპონიის უხუცესთა საბჭოს წევრი სა კურადამონის ალაყაფის კარებთან მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს. რონინებმა ასევე რამდენიმე ევროპელიც მოკლეს. ოლქოქი არ დაშავებულა, მაგრამ რონინები შეიჭრნენ ტოძენძის ტაძარში, რომელიც არის სინაგავას რაიონში, სადაც ის ცხოვრობდა იაპონიაში ტოკოგავას სიოგუნატის მმართვე ლობის ბოლო წლებში. თუმცა ის ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო მოვლენებში იყო ჩართული, ეოში ყოფნით მაინც არ იფარგლებოდა, ყველგან უხდებოდა ყოფნა, ამიტომაც სერ ოლქოქის "მგზავრის წერი ლები" დიდად საინტერესოა. რასაკვირველია, სერ ოლქოქის ეს წერილები მხატვრულად ლოტის ან კიპლინგის წერილებივით შთამბეჭდავი არაა. მაგალითად, ასაკუსას აღწერისას, მკითხველის წინაშე არ ჩნდება გაყვითლებულფოთლე ბიანი გინგკო ან წითელი ტაძარი, როგორც ლოტის "იაპონური გაზაფხულის" ასაკუსა შია. მაგრამ, მე როგორც უკვე ვთქვი, მისი თვალსაზრისი ამა თუ იმ მოვლენაზე, რომლის მოწმეც ის იყო, სერიოზულ ინტერესს იწვევს. მაგრამ სერ ოლქოქი, როცა ხედავს, გლეხის სახლის ღია გალერეაში ბებია ბავშვს მოწვით როგორ მკურნალობს, ასეთ დასკვნამდე მიდის: "ჩვენ, ადამიანებს, წარსულში თუ დღეს, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, გვიყვარდა და გვიყვარს ეფემერული ბედნი ერებისთვის ჩვენი სხეულის წამება".

      მთაზე გადასვლისას მან ლელიანის ბეღუ რას გალობა მოისმინა და გესლიანად თქვა: "ლელიანის ბეღურას გალობა ბულბულის რაკრაკს ჰგავს. იაპონურ თქმულებებში ნათქვამია, რომ ლელიანის ბეღურებს იაპონე ლებმა ასწავლეს გალობა. გასაოცარია, რომ ეს ნამდვილად ასეა. თვითონ იაპონელებს ხომ მუსიკის არაფერი გაეგებათ". ამგვარი აზრები მხოლოდ ღიმილს იწვევს, მაგრამ, ამავე დროს, მისი მსჯელობები საკურადამონის ალაყაფის კარებთან დაღუ პული მათი ნათესავებისა და მეგობრების გამო შურისძიების უფლებაზე, მსჯელობები უბრალო ხალხზე პიესა "ამბავი ერთგუ ლებისას" გავლენის თაობაზე, ძალიან საინტერესოა. ამ თემაზე საუბარი მეტისმეტად დიდ დროს წაგვართმევს, ამიტომ მას ოდნავ გვიან შევეხები. მაგრამ მანამდე, იმისთვის, რომ ძალზე ზოგადად მაინც გაგაცნოთ წიგნი "სამი წელი იაპონიაში", მოვიტან ერთ ნაწყვეტს ნაგა საკის პირველად მონახულებისას მიღებული შთაბეჭდილებებიდან: "ხომალდი პორტ ნაგასაკში ივნისის (1859 წლის) წვიმიან დღეს შევიდა. ეს პორტი უკვე აღწერეს იაპონიაში არაერთგზის ნამყოფმა მოგზაურებმა. მან მოღრუბლული ცის ქვეშაც ოდნავადაც კი არ დაკარგა თავისი სიმშვე ნიერე. ხომალდის პორტში შესვლის შესაბამი სად სულ ახალი და ახალი კუნძულები ჩნდე ბოდა. ამ კუნძულებზე, ისე როგორც სურათზე, ბევრი მშვენიერება იყო. როცა ხომალდი ყურეში შევიდა, გამოჩნდა ზღვის ნაპირს გაყოლებული ნაგასაკის ქუჩე ბი. ბევრი მათგანი პატარა გორაკების ძირში გადიოდა. შემდეგ ისინი ხშირი ტყით დაფარულ ამ გორაკებზე ადიოდა. მარჯვნივ კუნ ძული დეძიმი ჩანდა. კუნძული დეძიმი დაბლობს წარმოადგენს. მარაოს სახელური მატე რიკისკენაა მიქცეული, თვითონ მარაო კი ზღვისკენ. კუნძულს კვეთს ერთი ერთად ერთი გრძელი ფართო გზა, რომლის ორივე მხარეზე ორსართულიანი ევროპული ტიპის სახლები იდგა. ისინი მაინცდამაინც დიდებად არ გამოიყურებოდა... ყურე პირველი შთაბეჭდილებით ძალიან ჰგავს ნორვეგიულ ფიორდს. ის განსაკუთრებით, ნორვეგიის დედაქალაქ ქრისტიანიასთან ფიორდში შესა სვლელს მოგვაგონებს. თუმცა, ეს ფიორდი ნაგასაკის ყურეზე უფრო ლამაზია. როცა ნაგასაკის ყურეს უყურებ, ხედავ, რომ გორაკები აქაც ზედ წყლის ნაპირებზეა ამართული და მათზეც ხშირად ხარობს მელანქოლიური ფიჭვები, მაგრამ, როცა ნაპირზე ჩახვალ, რწმუნდები, რომ აქ მცენარეულობა, ნორვეგიულისგან განსხვა ვებით, ტროპიკულად გამოიყურება. აქ ბროწეულიცაა, ხურმაცაა, ქოქოსის პალმა ცაა, ბამბუკიცაა, მაგრამ ხშირად ხარობს გარდენიებიცა და კამელიებიც. კედელზე ველური ყურძენია დახვეული. ქუჩების გზისპირები სუმთლად ღიჭებითაა დაფარული. (ქრისტიანია ოსლოს ძველი სახელ წოდება.)

      მთელი წიგნი ამგვარი სტილითაა დაწე რილი. სერ ოლქოქის აზრით, იაპონელი ქალე ბის სოციალური მდგომარეობა და მამა კაცებთან მათი ურთიერთობის ხასიათიც ძველთაგანვე აღმაფრთოვანებელია. სინამ დვილეში დიდად საეჭვოა, იმსახურებენ თუ არა ისინი აღტაცებას. "მე (სერ ოლქოქი) არ ვაპირებ აქ შევეხო იმ საკითხს, იაპონელები, როგორც ხალხი, სხვა ხალხებზე უფრო ამორალურნი არიან თუ არა, მაგრამ იაპონიაში კანონი არ სჯის იმის გამო, რომ მამა ქალიშვილს მეძავად ყიდის ან მოახ ლედ აყენებს. მეტიც, ამის ნებას აძლევს. მას ამის გამო უახლოესი მეზობლებიც კი არ კილავენ. მე ასეთ ქვეყანაში ჯანსაღი მორალური პრინციპების არსებობა არ მჯერა. იაპონიაში მონობა ნამდვილად არ არსებობს. იქ ყმაგლეხებს საქონელსავით არ ყიდიან და არ ყიდულობენ. (თუმცა, როცა არს ვამბობ, ნახევარსიმართლით ვიფარგ ლები. საქმე ისაა, რომ კანონით დადგენილია, რომ, როცა ქალიშვილი გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მისი გაყიდვაც შეიძლება და ყიდვაც. (ეტყობა, შეიძლება მამაკაცებისა და მოზარდების გაყიდვაც და ყიდვაც), მაგრამ რაკი მოახლეობის ინსტიტუტი არ არსებობს, ოჯახის, კერის სიწმინდის დაუცველობას ბევრი თავისთავად ნაგულისხმევ რამედ მიიჩნევს.

      ჯერ არავის არ შეუძლია ამ ნაციონალური დანაშაულებრივი ბოროტების შემსუბუქების ხერხის პოვნა, მაგრამ ამ ბოროტების შემსუ ბუქების საშუალება არსებობს დედის ავტო რიტეტი ბავშვების თვალში ძალიან დიდი უნდა იყოს, როგორც ამას ჩინეთში ვხედავთ. იაპონელ ქალს პირუტყვსავით ექცევიან, მისი ნება და უფლებები იგნორირებულია. ქმარს, როცა კი მოეგუნებება, მაშინ შეუძლია მისი გაყიდვა. ვიდრე მისი ქმარი ცოცხალია, მას ექცევიან როგორც მხოლოდ პირუტყვს ან მონას. მაგრამ ბავშვებზე გადამეტებული, ჭარბი გავლენა იაპონელ ქალებს სოციალური კიბის, მამაკაცები რომ დგანან, იმაზე უფრო მაღალ საფეხურზე დააყენებს, რაც გამოიწვევს იმ ბოროტების რამდენადმე შერბილებას, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. ამის ერთ ერთი ნიშანი ის იქნება, რომ გამორიცხული არაა ქალი მიკადოს დონემდე ამაღლდეს. (მაკადოიაპონიის იმპერატორის ტიტული.) სინამდვილეში კი ყველა დროში იმის ბევრი შემთხვევა იყო, როცა ქალი მიკადო ხდებოდა. მართლაც, იმ მდგომარეობას, რომელიც უჭირავთ იაპონელ ქალებს, თუმცა მათ პირუტყვივით ან მონასავით ყიდიან და ყიდულობენ, ახლავს ისეთი თავისებურებები, რომელიც მას ამის მტკიცედ გაძლების, ატანის საშუალებას აძლევს. მაგრამ თუ შევეცდებით ამ თავისებურებების სხვადა სხვაგვარად გამოკვლევას, იმის განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენენ ისინი, შეუძლებელია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მშობლებსა და შვილებს შორის სიყვარული სუფევს. იაპონელების სხეულში უდაოდ ბავშვებისადმი სიყვარულის რაღაც ორგანო იწყებს გაჩენას". სერ ოლქოქი იაპონელ ქალებს მაკფერე ინზე გაცილებით უფრო ზუსტად წარმო სახავს. იაპონიაში სერ ოლქოქის ყოფნის პერიოდში, ანუ კაეის წლებში, იაპონელი ქალების მდგომარეობა განსაკუთრებით პროგრესირდებოდა. საქმე ისაა, რომ იაპონიაში სერ ოლქოქამდე ნამყოფი ევროპელები იაპონელ ქალებს გადა მეტებულად ასხამდნენ ხოტბას, როცა ია პონელ ქალებს თავიანთ ხასად ხდიდნენ, უზარმაზარი მადლიერების გრძნობით იმსჭვალებოდნენ მათი მიმართ იმის გამო, რომ ისინი მათი ასე ერთგული რჩებოდნენ. ის, რასაც ახლა მე მოვყვები, ტოკუგავას სიოგუნატის მმართველობის პირველ წლებში მოხდა: იმ დროს, როცა ინგლისელებმა პრო ვინცია ხიძენში პორტი ხირატო დატოვეს, ისინიც უნუგეშონი იყვნენ, როცა თავიანთ იაპონელ ცოლებს ეთხოვებოდნენ. სწორედ ამიტომ სერ ოლქოქს ხასა თუ ჰყავდა, მას არ შეეძლო აგდებულად მოკიდებოდა იაპონელ ქალებს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ, საბედ ნიეროდ, მომავალი თაობების მკითხველები მისი წიგნის წყალობით უფრო ობიექტური თვალსაზრისის გაცნობას შესძლებენ. რამდენიმე წლის წინათ, ჩინეთში მოგზა ურობისას, ხომალდით იანძის აღმა მივუყ ვებოდი. ერთ ნორვეგიელს შევხვდი. ის აღშფოთებული იყო იმით, რომ ქალებს ჩინეთში ძალიან დაბალი სოციალური მდგომარეობა უჭირავთ. მისი ნაამბობით თუ განვსჯით, ჩასილისა და უენანის მომცველი საშინელი შიმშილის დროს ჩინელებმა, სანამ პირუტყვის გაყიდვას შეუდგებოდნენ, თავიანთი ცოლები დაყიდეს. და მაინც, ეს ნორვეგიელი ქებადიდებას ასხამდა ჩინელ და იაპონელ ქალებს, როგორც ცოლებს. ამის თაობაზე ის გაცხარებით შეეკამათა კიდეც თავის ამერიკელ ცოლს. ეტყო ბა, ამ მამაკაცს, იმის მიუხედავად, თუ როგო რი იყო მისი რეზონები (რეზონირისიმე გონი ვრული საფუძველი, აზრი.) არ შეეძლო არ გამოეხატა ჩინელი და იაპონელი ქალებით, როგორც ცოლებით, მაგრამ სერ ოლქოქის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, როგორც პირუტყვებითა და მონებით, თავისი დაუოკებელი აღტაცება. სწორედ ამიტომ სჭირდება ქალთა მოძრაობას სწორედ თვითონ ქალების აქტიურობასხვაგვარად. ამ მოძრაობას წარმატების მიღწევის პერსპექტივა არა აქვს.

რიუნოსკე აკუტაგავა

ნახვა: 716

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters