დივანზე, რომელზეც ჟოლოსფერი ხავერდია გადაკრული, ნახევრად მიწოლილა მშვენიერი ქალბატონი. ძვირფას ფოჩებიან მარაოს ტკაცუნი გააქვს მის ნერვიულად მოკუმშულ ხელში, მშვენიერი ცხვირიდან წამდაუწუმ უვარდება pince-nez, გულსაბნევი მის მკერდზე ისე ადი-ჩადის და ღელავს, როგორც ნავი ტალღებზე. ქალბატონი აღელვებულია... მოპირდაპირე მხარეს, დივანზე ზის განსაკუთრებულ დავალებათა საგუბერნიო ჩინოვნიკი - დამწყები, ახალგაზრდა მწერალი, რომელიც გუბერნიის უწყებანში ბეჭდავს მცირე ზომის მოთხრობებს მაღალი საზოგადოების ცხოვრებიდან, ანუ „ნოველებს“ - როგორც თვითონ უწოდებს. მწერალი ქალს პირდაპირ სახეში შესცქერის, შესცქერის დაჟინებით, სწავლულის თვალით. აკვირდება, იკვლევს და სწვდება ქალის ექსცენტრიულ, იდუმალ ბუნებას. უკვე ესმის კიდეც მისი, უკვე უგებს... ქალის სული, მთელი მისი ფსიქოლოგია თითქოს ხელის გულივითაა მის წინაშე გადაშლილი.
- ო, მე თქვენ გგრძნობთ, - ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე და ხელზე კოცნის, სამაჯურთან ახლოს. - თქვენი ფაქიზი, მგრძნობიარე სული გამოსავალს ეძებს ლაბირინთიდან... დიაღ, ბრძოლა სასტიკია და საზარელი, მაგრამ... გული არ გაიტეხოთ! თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ! დიაღ, გაიმარჯვებთ!
- დამახასიათეთ, ვოლდემარ! - ამბობს ქალი და სევდიანად იღიმება, - ერთობ მჩქეფარე ცხოვრება მაქვს, მრავალგვარი და მრავალფეროვანი... თუმცა მთავარი ისაა, რომ მაინც უბედური ვარ! მე ნატანჯი ვარ, დოსტოევსკისებურად... აჩვენეთ სამყაროს ჩემი სული, ვოლდემარ, აჩვენეთ ეს უიღბლო სული! თქვენ ფსიქოლოგი ხართ. ერთი საათიც არ გასულა, რაც ამ კუპეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ, თქვენ კი უკვე ძირისძირობამდე ჩამწვდით.
- განაგრძეთ, გთხოვთ, ილაპარაკეთ!
- მაშ, მომისმინეთ! ღარიბი ჩინოვნიკის ოჯახში დავიბადე. მამა კეთილი, მორიდებული, ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ დროსა და გარემოს ვერ... vous comprenez, მე არ ვადანაშაულებ საწყალ მამაჩემს. ის სვამდა, კარტს თამაშობდა... ქრთამს იღებდა... დედა კი... რა უნდა ვთქვა მასზე! გაჭირვება, ლუკმა-პურისთვის ბრძოლა, არარაობის განცდა... აჰ, ნუ გამახსენებთ! მე იძულებული ვიყავი, თავად გამეკვლია გზა... მანკიერი საუნივერსიტეტო აღზრდა, სულელური რომანების კითხვა, ახალგაზრდული შეცდომები, პირველი მოკრძალებული სიყვარული... ცალკე, ბრძოლა გარემომცველ სამყაროსთან? საშინელება იყო! მერე, ეჭვები? ტანჯვა საკუთარი თავის უნდობლობისა და უიმედო მომავლის გამო? ოჰ, თქვენ მწერალი ხართ, გვიცნობთ ჩვენ - ქალებს, და გამიგებთ... საუბედუროდ, დაბადებიდან დამყვა ფართო გაქანების თვალსაწიერი... დიდ ბედნიერებას ველოდი, და მერე, როგორს! მე მწყუროდა სრულყოფილ ადამიანად ყოფნა! დიაღ! ადამიანად ყოფნა - ამაში ვხედავდი ჩემ ბედნიერებას!
- საოცრება ხართ! - ლუღლუღებს მწერალი და ხელზე კოცნის, სამაჯურთან ახლოს, - თქვენ კი არ გეამბორებით ახლა, ღვთაებრივო, არამედ ადამიანურ ტანჯვას! გახსოვთ რასკოლნიკოვი? მან ასეთი კოცნა იცოდა.
- ო, ვოლდემარ! მე მჭირდებოდა დიდება... ხმაური, ბრწყინვალება... დიაღ, - რა საჭიროა თავმდაბლობა, ვიტყვი! - ბევრნი არ არიან ასეთი ბუნებისანი. რაღაც მწყუროდა განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი... არც იმდენად ქალური! და, აი... მოხდა ისე, რომ... გზად გადამეყარა მდიდარი მოხუცი გენერალი... გამიგეთ, ვოლდემარ! ეს ხომ თავგანწირვა იყო ჩემგან, თვითუარყოფა! შეეცადეთ, გამიგოთ! მე არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა, ჩემი ოჯახი მდიდარ ოჯახად ვაქციე, დავიწყე მოგზაურობა, სიკეთის კეთება... მაგრამ როგორ ვიტანჯებოდი, რა აუტანელი, რა დამამცირებლად უხამსი იყო ჩემთვის გენერლის ალერსი, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, არ დავუკარგო მას ის ღვაწლი, რაც თავის დროზე გაუღია ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცით. ხანდახან მქონდა წუთები, როცა... საშინელი წუთები იყო! მაგრამ მამხნევებდა ის აზრი, რომ მოხუცი დღეს-ხვალ მოკვდებოდა და ვიცხოვრებდი ისე, როგორც მინდოდა, დავნებდებოდი საყვარელ ადამიანს და ვიქნებოდი ბედნიერი... ასეთი ადამიანი კი ნამდვილად მყავს, ვოლდემარ! ღმერთმა ხომ იცის, რომ მყავს!
ქალი გამალებით იქნევს მარაოს. სახეზე შეწუხებული გამომეტყველება აღებეჭდა.
- მაგრამ, აი, გარდაიცვალა მოხუცი... დამიტოვა გარკვეული ქონება და, რაც მთავარია, ჩიტივით თავისუფალი გავხდი. ახლა შემეძლო, ბედნიერად მეცხოვრა... განა, ასე არ შეიძლებოდა, ვოლდემარ? ბედნიერებამ სარკმელზე მომიკაკუნა, მხოლოდ უნდა შემომეშვა... მაგრამ, არა! ვოლდემარ, მომისმინეთ, ღვთის გულისათვის! ახლა კი დრო იყო, საყვარელ ადამიანს დავნებებოდი, გავმხდარიყავი მისი მეგობარი, დამხმარე, მისი იდეალების მოზიარე... მეგრძნო შვება... და, ბოლოსდაბოლოს, ვყოფილიყავი ბედნიერი... მაგრამ, ყველაფერი ხომ ასე უმსგავსოდ, საზიზღრად და სულელურად უნდა წარიმართოს ამ ქვეყანაზე! ეს საშინელებაა, ვოლდემარ! მე უბედური ვარ, ძლიან უბედური! ცხოვრებამ კვლავ დაბრკოლების წინაშე დამაყენა! კვლავ ვგრძნობ, რომ ბედნიერება ჩემგან ძალიან შორსაა, ძალიან შორს... ოჰ, რამდენი ტანჯვა გამოვიარე, რომ იცოდეთ, რა წამება გადავიტანე!
- კი მაგრამ, რა მოხდა? უმორჩილესად გთხოვთ, მითხარით, რა დაგემართათ, წინ რა გადაგეღობათ?
- სხვა მდიდარი მოხუცი...
გატეხილი მარაო ფარავს მშვენიერ სახეს. მწერალი ფიქრებით გატენილ თავს ხელზე ჩამოაყრდნობს, ოხრავს და ფსიქოლოგ-მოაზროვნის გამომეტყველებით ჩაფიქრდება. ლოკომოტივი დამცინავი სტვენითა და შიშინით აგრძელებს გზას, ჩამავალი მზისგან წითლად იფერება ფარდები კუპის ფანჯარაზე...
ანტონ ჩეხოვი
1883 წ.
იხილეთ ანტონ ჩეხოვის სხვა მოთხრობები: ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები
ტეგები:
აჩვენეთ სამყაროს ჩემი სული...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•