ჰმ! - ჩაიღიმა დოქტორმა ბ-მ. - გეტყობათ კიდეც. ჩენტოვიჩს ალმური მოეკიდა სახეზე. მაგით რა გინდათ თქვათ? - ჰკითხა მან გააფთრებით და უხეშად. დოქტორმა ბ-მ ძუნწად, მაგრამ გაბრაზებით ჩაიღიმა: - არაფერი, გარდა იმისა, რომ თქვენ უთუოდ ძალიან ღელავთ. ჩენტოვიჩი დადუმდა და კვლავ დახარა თავი. შვიდი წუთის მერე გააკეთა შემდეგი სვლა. შემდეგშიც თამაში იგივე მკვდრული ტემპით გაგრძელდა. სანამ სვლას გააკეთებდა, იცავდა დადგენილი დროის მაქსიმუმს. ჩვენი მეგობარი ყოველი სვლის შემდეგ სულ უცნაური ხდებოდა. ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს პარტია სულაც აღარ აინტერესებს, სულ სხვა რაიმეთია დაკავებულიო. მან შეწყვიტა მღელვარედ სეირნობა, იჯდა უძრავად, ამღვრეული, თითქმის გიჟის თვალებით გაჰყურებდა სივრცეს და რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბურტყუნებდა თავისთვის ფიქრებში გართული, ან რაღაც უსასრულო კომბინაციების გამოთვლაში იყო გართული, ან, ჩემი აზრით, სულ სხვა პარტიებზე ფიქრობდა. ასე იყო თუ ისე, როცა ჩენტოვიჩი ითამაშებდა, საჭირო ხდებოდა დოქტორ ბ-ს გამოფხიზლება. მაშინ ერთი ან ორი წამი სჭირდებოდა, რომ მდგომარეობაში გარკვეულიყო.
თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ დოქტორ ბ-ს დაეწყო ჩუმი შეშლილობის შეტევები, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა უფრო მწვავე ფორმებში გადასულიყო. თითქოს დავავიწყდით ჩვენც და ჩენტოვიჩიც. და მართლაც, მეცხრამეტე სვლაზე კრიზისი გამწვავდა, გააკეთა თუ არა ჩენტოვიჩმა სვლა, დოქტორმა ბ-მ ერთ წუთს გადახედა დაფას, უეცრად გადასწია თავისი ოფიცერი სამი უჯრით წინ და ხმამაღლა, ისე რომ ყველანი შევკრთით, დაიძახა: - ქიში, ქიში მეფეს!
რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში ყველას თვალები დაფას მიაშტერდა, მაგრამ გაიარა წუთმა და მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა, ჩენტოვიჩმა მოულოდნელად ასწია თავი, რაც აქამდე არ უქნია, მოგვათვალიერა ყველანი, ეტყობოდა, რაღაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ბაგეებზე ნელ-ნელა კმაყოფილი, დამცინავი ღიმილი გამოეხატა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დატკბა ჩვენთვის გაუგებარი სიხარულით, ნაძალადევი თავაზიანობით მოგვმართა: - მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ ქიშს, ბატონებო! - იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა მაჩვენოს, რა ემუქრება ჩემს მეფეს?
ჯერ დაფას გადავავლეთ თვალი, შემდეგ დაბნეულებმა დოქტორ ბ-ს, ჩენტოვიჩის მეფე დაცული იყო პაიკით. ამას ბავშვიც კი შეამჩნევდა, ასე რომ, არავითარ ქიშზეც ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა. შევწუხდით, იქნებ ჩვენმა მეგობარმა გადასწია ფიგურა კვადრატით უფრო შორს, ან უფრო ახლოს, ვინემ საჭირო იყო?
ჩვენმა დუმილმა დოქტორ ბ-ს ყურადღება მიიპყრო. მან დაკვირვებით დახედა დაფას და ენის ბორძიკით დაიწყო: - მაგრამ მეფე ხომ f 7-ზე უნდა იდგეს. ის სწორად არ დგას. არა დგას სწორად. თქვენ გააკეთეთ არა სწორი სვლა... არც ერთი ფიგურა არ დგას თავის ადგილზე. ეს პაიკი უნდა იდგეს d 5-ზე და არა d 4 ეს სულ სხვა პარტიაა... ეს...
ის უეცრად შეჩერდა. მე მაგრად ჩავავლე მკლავში ხელი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისე მაგრად ვუჩქმიტე, რომ საშინლად არეულმა იგრძნო, მომიტრიალდა და მთვარეულივით მკითხა: - რა... რა გნებავთ თქვან?
- Remember! - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ვუთხარი და თითით ნელა შევეხე ნაჭრილობევზე. მან ანგარიშმიუცემლად გააყოლა თვალი ჩემს მოძრაობას, თავისი შუშის თვალები მიაპყრო სისხლივით წითელ ზოლს. უცბათ მთელი სხეული აუცახცახდა, შუბლზე მსხვილმა ოფლის წვეთებმა დაასხა.
- ღვთის გულისათვის, მითხარით, - წაიჩურჩულა გათეთრებული ბაგეებით, - ნუთუ მე ვთქვი ან ჩავიდინე რაიმე სისულელე? ნუთუ ისევ?..
- არა, - წყნარად ჩავჩურჩულე მე, - მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ თამაში... გაიხსენეთ, რა გითხრათ ექიმმა.
დოქტორ ბ. უეცრად წამოხტა სკამიდან.
- გთხოვთ მაპატიოთ ჩემი სულელური შეცდომა, - თქვა მან თავაზიანად თავდახრილმა ჩენტოვიჩის წინაშე, - რა თქმა უნდა, სისულელე ვთქვი, თავისთავად იგულისხმება, რომ ეს პარტია თქვენ მოიგეთ.
შემდეგ შემობრუნდა ჩვენკენ: - თქვენც, ბატონებო, გთხოვთ მაპატიოთ. მაგრამ წინასწარ რომ გაგაფრთხილეთ, ჩემზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ-მეთქი. მაპატიეთ, რომ ასე სამარცხვინოდ დავამთავრე თამაში. ეს უკანასკნელია, რომ შევცდი და ვითამაშე ჭადრაკი.
დაგვემშვიდობა და გაგვშორდა მორიდებითა და იდუმალებით აღსავსე გამომეტყველებით, ისევე როგორც პირველად მოგვევლინა. მხოლოდ მე ვიცოდი, ეს კაცი რატომ არ გაეკარებოდა ჭადრაკს აღარასოდეს.
დანარჩენები დაბნეულები იდგნენ, ბუნდოვნად ხვდებოდნენ, რომ წკიპზე აცდნენ უსიამოვნო და სახიფათო ინციდენტს.
- Damned fool! - ჩაიბურტყუნა მაკ კონორმა.
სულ ბოლოს ჩენტოვიჩი წამოდგა. ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი დაუმთავრებელ პარტიას.
- ძალიან სამწუხაროა, - დიდსულოვნად წარმოთქვა მან. - იერიში არც თუ ისე ცუდად იყო ჩაფიქრებული. დილეტანტის კვალობაზე ეს კაცი განსაცვიფრებლად თამაშობს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•