შტეფან გვაიგი - ნიჩბის საბედისწერო დანაკრავი
1848 წელი, იანვარი, მოულოდნელად ზუტერთან ცხადდება ჯერ მარშალი, მისივე დურგალი. მღელვარებისაგან ჭკუიდან გამოსული სახლში ფეთიანივით იჭრება, - რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მაქვსო შესატყობინებელი. ზუტერი გაოცებულია; მხოლოდ გუშინ გაგზავნა თავის ფერმაში, კოლომაში, სადაც ახალი სახერხი შენდება, და ის კი აგერ უკან დაბრუნებულა უნებართვოდ, დგას ბატონის წინაშე, ცახცახებს, თავს ვერ იკავებს, ხელის კვრით ოთახში შეჰყავს, კარს კეტავს და ჯიბიდან იღებს მთელ მუჭა ქვიშას - ამ ქვიშაში ციმციმებენ ყვითელი მარცვლები. გუშინ, მიწას რომ თხრიდა, ლითონის ეს უცნაური ნატეხები იპოვნა და გადასწყვიტა, რომ ეს ოქროა, მაგრამ ყველა დანარჩენებმა სასაცილოდ აიგდეს. ზუტერი მაშინვე ყურებს ცქვეტს, იღებს ქვიშას და რეცხავს. დიახ, ეს ოქროა, და ის ხვალვე გაემგზავრება მარშალთან ერთად ფერმაში. მსხვერპლი კი, - პირევლი მსხვერპლი ციებ-ცხელებისა, რაც მალე მოედება მთელ ქვეყნიერებას, - დილას არც კი დაელოდა, ღამითვე, თავსხმა წვიმაში გაეშურა უკან.
მეორე დღეს პოლკოვნიკი ზუტერი უკვე კოლომაშია. არხი დააგუბეს, დაიწყეს ქვიშის გამოკვლევა. საკმარისია აავსონ ცხრილი, მსუბუქად შეარხიონ, და მოციმციმე ქვიშის მარცვლები შავ ბადეში რჩებიან. ზუტერი უხმობს მასთან დარჩენილ რამდენიმე ევროპელს, სიტყვას ართმევს, რომ ენას კბილს დააჭერენ, ვიდრე არ ააშენებენ სახერხს. მის გონებაში გრანდიოზული გეგმები იბადებიან. არასოდეს არ მოუპოვებიათ ასე იოლად ოქრო, არასოდეს არ ყოფილა ოქრო ასე ღია ცის ქვეშ დაყრილი, თითქმის მიწის ზედაპირზე, - და ეს მისი მიწაა, ზუტერის მიწა. ასე ეჩვენა, ათეულმა წელმა გადაიქროლა ამ ერთ ღამეშიო - და აი, ზუტერი უმდიდრესი ადამიანია დედამიწის ზურგზე.
ოქროს ციებ-ცხელება
უმდიდრესი? არა, უღატაკესი, ყველაზე უფრო უიღბლო ღატაკი დედამიწის ზურგზე. ერთ კვირაში საიდუმლოებას ფარდა აეხადა. ერთმა ქალმა - ყოველთვის ქალმა! - საიდუმლო გაანდო რომელიღაც გამვლელს და რამდენიმე ოქროს მარცვალიც აჩუქა. აქ მოხდა რაღაც გაუგონარი - ზუტერის ადამიანებმა სამუშაო მიატოვეს: მჭედლები მოსცილდნენ გრდემლებს, მწყემსები წავიდნენ ჯოგიდან, მევენახეებმა ზურგი აქციეს ვაზებს, ჯარისკაცებმა დაყარეს იარაღი. ყველამ მოჩხიბულივით დაიტაცა ცხავები, ტაშტები, სახერხს მიაწყდნენ და ოქროს მოპოვებას შეუდგნენ. ერთ ღამეში მხარე გაუკაცრიელდა. ძროხებს არავინ წველის, და კვდებიან, ხარები ბაკებს არღვევენ და თელავენ ადრევე გაოხრებულ ნათესებს, წყდება ყველის ამოყვანა, ინგრევიან ბეღლები. ჩაკვდა უზარმაზარი მეურნეობის მთელი რთული მექანიზმი. ტელეგრაფის მავთულებმა ზღვებსა და ოკეანეებზე გადაატარეს მაცდური ცნობა ოქროზე. და უკევ ჩამოდიან ადამიანები ქალაქებიდან და ნავსადგურებიდან, მეზღვაურები ხომალდებს ტოვებენ, მოხელეები სამსახურს. უსასრულო კოლონიებად მიემართებიან ოქროსმაძიებელნი დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ფეხით, ცხენითა და ფორნებით - ადამიანთა კალიის ნაყარი, შეპყრობილი ოქროს ციებ-ცხელებით. აღვირახსნილი ტლანქი ურდო, რომელიც არა ცნობს სხვა უფლებას, გარდა ძლიერთა უფლებისა, სხვა ძალაუფლებას, გარდა რევოლვერის ძალაუფლებისა, თავს გადაევლო აყვავებულ კოლონიას. ყველაფერი მათი საკუთრება გახდა, ვერავინ ბედავდა ამ ყაჩაღებთან შედავებას. ავაზაკები კლავდნენ ზუტერის ძროხებს, ამტვრევდნენ მის ბეღლებს და იგებდნენ თავისთვის სახლებს, თელავდნენ მის ხნულებს, იპარავდნენ მის მანქანებს. ერთ ღამეში ზუტერი იქცა ღატაკად. ისიც, როგორც მიდასი, საკუთარმა ოქრომ დაახრჩო.
მერე და სულ უფრო ძნელი ხდება ამ უმაგალითო გატაცების დაოკება. ცნობამ უკვე მთელი მსოფლიო გადაიქროლა. მხოლოდ ნიუ იორკიდან ჩამოვიდა ასი გემი, გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან 1848-1851 წლებში მოზღვავდა თავგადასავალთა მაძიებლების ურიცხვი ურდო. ზოგიერთები ჰორნის კონცხის შემოვლით მოეშურებიან, მაგრამ მოუთმენელთ ეს გზა მეტისმეტად გრძელი ეჩვენებათ, და ირჩევენ უფრო საშიშ გზას - ხმელეთზე, პანამის ყელის გავლით. ერთ გამბედავ კომპანიას სასწრაფოდ გაჰყავს იქ რკინიგზა. ათასობით მუშა იღუპება ციებისაგან იმის გულისათვის, რომ ორი-სამი კვირით შეამოკლოს გზა ოქროსაკენ. კონტინენტზე გაჭიმულან ყველა ტომისა და ყველა კილოზე მეტყველი ადამიანების უზარმაზარი ნაკადები და ყველანი კი ზუტერის მიწაში იქექებიან, თითქოს ეს მათი იყოს. სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე, რაც სახელმწიფი ბეჭედდასმული აქტით ზუტერს ეკუთვნის, საზღაპრო სისწრაფით იზრდება ახალი ქალაქი. ჩამოსულები პატარა ნაკვეთებად ყიდიან ერთმანეთს შორის ზუტერის მიწას, ხოლო მისი სამეფოს სახელწოდება „ახალი ჰელვეცია“ მალე ადგილს უთმობს მაგიურ სახელს „ელდორადო“ - ოქროს ქვეყანა.
ზუტერი, ხელახლა გაკოტრებული კაცი, თითქოს გარინდული შესცქეროდა, როგორ იზრდებოდნენ მიწიდან დრაკონის კბილები. თავდაპირველად თავისი მსახურებისა და ამხანაგების დახმარებით თვითონაც შეეცადა ოქროს მოპოვებას, რათა ისევ გამდიდრებულიყო, მაგრამ მალე ყველამ მიატოვა. მაშინ გაერიდა ოქროს მხარეს, მთების სიახლოვეს წავიდა თავის განმარტოებულ ფერმაში - „ერმიტაჟში“, წყეული მდინარისა და საბედისწერო ქვიშისაგან მოშორებულ ადგილზე. იქვე იპოვნეს ცოლმა და სამმა უკვე მოზრდილმა შვილმა, მაგრამ ქალი მალე მოკვდა, მომქანცველი გზის სიძნელეებმა გატეხეს მისი ჯანი. მაინც ახლა გვერდით, რაც უნდა იყოს, სამი შვილი ჰყავს, და ორის ნაცვლად რვა ხელი იმუშავებს. ზუტერი ისევ ჰკიდებს ხელს საქმეს. ხელახლა, მაგრამ უკვე შვილებთან ერთად, თანდათანობით დაიწყო წინ წაწევა, ამასთან სარგებლობდა ამ მიწის საარაკო სიუხვით და გულში ატარებდა ახალ გრანდიოზულ ჩანაფიქრს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•