"ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა" - ვაჟა
ესტატე, ათი წლის ბიჭი, თავის ხუთივე დედმამიშვილზე უფროსი, წიგნებსა და ფერად ღრუბლებზე უსაზღვროდ შეყვარებული, მშვიდი სახის, ნათელი გონებისა და სათნო გულის მქონე მოზარდი, სოფლის განაპირას ცხვრებსა და თხებს მწყემსავდა. შორიახლოს, ტყისპირას სოფლის მამაკაცები თიბავდნენ.
რაც ნიშნავს შორიახლო? ამ შემთხვევაში ალბათ სირბილით რომ ოთხი-წუთი უნდა, სიარულით კი რვა-ათი. (საოცარი სიტყვებია: ოთხი-ხუთი, რვა-ათიც, სულ არ ნიშნავს ოთხმოცს).
ოჯახში სულ იმას ეუბნებოდნენ "შენ დიდი ბიჭი ხარო". და იჯდა ათი წლის დიდი ბიჭი ესტატე მზიან ველზე მზერით ზეცისკენ და ღრუბლებს ატრიალებდა. ჰმ, ღრუბელს როგორ დაატრიალებდა, მასზე მიჩერებული სახეს ატრიალებდა, რათა საოცნებო საგნებისა და არსებებისათვის მიემსგავსებინა იგინი. ერთადერთი, რაც მის გარშემო მოძრაობდა და მისი სადმე წაყვანა შეეძლო ღრუბელი იყო. წასვლა კი განა ზუსტად იცოდა სად სურდა, უბრალოდ სადაც ბევრი წიგნები და ცოდნა იყო. ის სამი წიგნიც, რაც მის საკუთრებასა და ბიბლიოთეკას შეადგენდა სოფლის მღვდელმა აჩუქა, მანვე ასწავლა კითხვა და სამყაროზე წარმოსახვა. რუსეთში მღვდლები გვჭირდებაო და წაიყვანეს მამაო იქ, სადაც თურმე უმეტესად ზამთარია. სწუხდა ეტატე და სწუხდა მოძღვარიც, არადა როგორ სჭირდებოდათ ერთურთი. შემოდგომას, რთველისას ჩამობრძანდით ხოლმეო განშორების დღეს უთხრა ესტატემ კრძალვით. პასუხად მამაომ ამოიოხრა, ცას ახედა და საოცარი რამ უპასუხა. ხან ჩრდილოეთსა და ხამ აღმოსავლეთის მიმართულებით ალბათ ასი დღე გადაბმულად უნდა ვიმგზავრო, რომ იქ ჩავიდე სადაც მაგზავნიანო, იქ ხის მორებით აშენებული ეკლესიებიაო, ბუნება დაუნდობელი და სახიფათოაო. იქაურმა მოსახლეობამ ქრისტიანობა არა სულიწმიდის მადლით, არამდე ცეცხლისა და მახვილის შიშით მიიღოო, ხატები განჯის კარს უკან ან კი ფარდაჩამოფარებული აქვთო. ადამიანთა დამოძღვრა სწორედ ჩემი საქმეა, მაგრამ სამშობლოსთან და შენნაირ შვილებთან განშორება სიკვდილივით მიმძიმსო...
ბევრი, ბეევრი ფიქრისა და სწორედ ასდღიანი განშორების მერე მოაფიქრდა მამაოსადმი კითხვა ესტატეს, თუ რა უმძიმდა მას სიკვდილზე მეტად ისეთი, მაინც რომ გადააწყვეტინა უდაბურ რუსეთში წასვლა.
ახლაც, ზეცისკენ მზირალი ღრუბლებში ისეთს არჩევდა, რომელსაც გრძნობებსა და სითბოს გაატანდა შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. იქ, მამაოსთან კი სიყვარული წვიმის წვეთთან ან ფიფქთან ერთად მივიდოდა. სულიწმინდისგან ნაამბორალი მამაო კი, რისი სულიწმინდისგან ნაამბორალი მამაო იქნებოდა ის თბილი წვეთი ან შაქრის ფიფქი რომ ვერ გამოერჩია დანარჩენი ათასებიდან და თუნდაც მილიონთაგან.
ქუნქულა ღრუბლებიდან ესტატე ოცამდე თხაცხვარის ერთდროულმა და უცაბედმა აყრა-ბღავილმა მიწაზე წამში ჩამოიყვანა. ფარა დაიბნა დაიქსაქსა, ერთმანეთს ეტაკებოდნენ და განწირული ხმით კიკინებდენენ. წამოხტა, თვითონაც დაიბნა და თავბრუ დაეხვა, გარშემო თავის ტრიალისგან წატორტმანდა კიდეც. ფარას დასჭყივლა, შეახსენა პატრონი აქა გყავართო და შემოეხვია კიდეც დამფრთხალი საქონელი. საოცარი დასანახი იყო თვითონ თხაზე ოდნავ მაღალ ბიჭს თუ როგორ მსმენელივით შეჰყურებდნენ და აწყდებოდნენ ცხვრები და თხები. ესტატემაც სწორედ ამის დასანახად მიმოიხედა და ზურგს უკან რუხი და ვეება ცხოველი დალანდა... "მგელიიიი" - ცას მისწვდა ისეთი ღრიალი, რომ მამაკაცებს ცელები ხელიდან გაუვარდათ.
მამაკაცები და მათ შორის ესტატეს მამა ადამიანის შესაძლებლობის ზედა ზღვარზე გარბოდნენ და მათი ქოშინ-ყიჟინა ერთ მგელს კი არა გავეშებულ ნადირთა ხროვას დააფრთხობდა. პატარა ესტატე გაბრწინებული სახითა და კრავის თვალებით,ცხვარ-კრავნი კი პატარა ბავშვის მზერით შეჰყურებდნენ მხსნელთ. კაცებს შიშველი ფეხებიდან სისხლი სდიოდათ, საფეთქლებიდან ოფლი, ამოსუნთქვიდან ხვატი, თვალთაგან ბრაზი, სულიდან ბოღმა... იმის მიუხედავად, რომ თვალი გადაავლეს რა პატარა ფარას, საკუთარი ოჯახის კუთვნილი თხები და ცხვარი უვნებელად დაინახეს. ერთმა თქვა მოელანდაო, მეორემ მოგვატყუაო, მესამემ ჩაიბურდღუნა, მეოთხემ ცემა უნდაო... ჯანდაბამდეც გზა გქონიათო ფიქრობდა ესტატე, მთავარია რას იტყვისო მამა. და ჰოი საოცრებავ, მამა დათრგუნული იდგა, კისერი დამოკლებოდა, მხრები ყურებთან მიეტანა თითქოს კეფაში დარტყმას ელისო, მზერა და სმენა უკან გვერდზე მყოფთათვის მიეპყრო, სახეზე ალეწილიყო და სცხვენოდა.. სცხვენოდა არამცთუ მშიშარა, უარესიც, მატყუარა შვილის მამობა. ყველა და თითოეული ცხვრის გადარჩენა სიხარული და ბედნიერება ოყო, მაგრამ ამასთანავე ეჭვის საბაბიც არსებობდა, იყო თუ არა მგელი. და თანაც იმხელა საბაბი რომ თვით ესტატეს გონებაშიც კი გაჩნდა. სწორედ ეს და უფროსებისადმი უდიდესი რიდი ბოჭავდა ბიჭუნას , თორემ ყველა ორგანო ევედრებოდა პირ-ხახას იღრიალეო: "იყო, იყო რაღაც ნადირი, დიდი და რუხი, საქონელი დაფანტა და ააბღავილაო, იყო თორემ როგორ მოვიტყუებოდიო..."
ნუგზარ ვანიშვილი
ტეგები: Aramgeli, Estate, Nugzar_Vanishvili, Qwelly, ლიტერატურა, ნუგზარ_ვანიშვილი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•