ედგარ ალან პო - ამბავი ერთი ჰ-ებიანი საგაზეთო წებილისა


   „ბრძენი ხალხი“ აღმოსავლეთიდან მოვიდა, ეს ამბავი კარგადაა ცნობილი და რაკი ბ-ნი ხეძგერია გულმაგარაც აღმოსავლეთიდან გახლდათ, მაშინ, ცხადია, ბრძენი კაცი ყოფილა ბ-ნი ხეძგერია; კიდევ რამე თუ გნებავთ ამის საბუთად, ესეც ხელთა გვაქვს - ბ-ნი გ. გაზეთის რედაქტორობდა. გულფიცხობა იყო მისი ერთადერთი ნაკლი; ხოლო ქვეყნის საძაგებელ მის სიკერპეს უღონობის გარდა ყველაფერს შემარქმევდა კაცი. თავადაც ხომ ამ თვისებას სამართლიანად ეძახდა ძალას. ეს იყო მისი სიქველე, მისი ღირსება და თუგინდ ბრაუნსონის მთელი ლოგიკა, მოგეშველებინათ, მაინც ვერ დააჯერებდით, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო კიდევ ,რაღაც სხვა რამე“.
ბ-ნი ხეძგერიას სიბრძნის ამბავი უკვე გითხარით. მხოლოდ ერთხელ მოუვიდა შეცდომა და აღმოსავლეთში დატოვა ბრძენკაცთა მშობლიური კუთხე. გადმოსახლდა ქალაქ ალექსანდრე-დიდ-ო-ნოპოლისს, თუ დასავლეთის რომელიღაც ამგვარი დასახელების ქალაქში.
   ისე, კი არ იყო გასამტყუნი, საბოლოოდ რომ მოიფიქრა ამ ქალაქში დამკვიდრება- ვიღაცას ეთქვა მისთვის, ქვეყნის ამ მივარდნილ კუთხეში ვერ ნახავო გაზეთებს, და, რაღა თქმა უნდა, რედაქტორებსაც. ასე რომ, „ჩაიდნის“ დასაარსებლად შემართულს ამ საქმეში არავინ ეგულებოდა მეტოქე. ალექსანდრე-დიდ-ო-ნოპოლისში დასახლებაზე სიზმრადაც კი იტყოდა უარს, რომ სცოდნოდა: ალექსანდრე-დიდ-ო-ნოპოლისში ცხოვრობსო ერთი ჯენტლმენი, სახელად ჯონ სმითი(თუ არ ვცდები) ეს კაცი მრავალი წელი დოვლათით ივსებოდა-რედაქტორობდა და სცემდა „ალექსანდრე-დიდი-ო-ნოპოლისის გაზეთს“. შემცდარი იყო ბ-ნი ხეძგერია და სწორედ ამიტომ ამოჰყო თავი ალექსა.. მოდით, ამიერიდან ამ ქალაქს უბრალოდ ნოპოლისი დავუძახოთ; ჩამოვიდა და რაღა უნდა ექნა - კერპ..მტკიცე კაცი აბრუს ხომ არ გაიტეხდა, აქ დარჩენა გადაწყვიტა. დარჩა კიდევაც: უფრო მეტიც, დახსნა საბეჭდი დაზგა, შრიფტის ფუთები და ა. შ. და აშ. დაიჭირა შენობა სწორედ „გაზეთის“ რედაქციის პირდაპირ და თავისი ჩამოსვლის მესამე დილას გამოუშვა პირველი ნომერი „ალექსა...“ ანუ „ნოპოლისის ჩაიდანი“; რამდენადაც მახსოვს, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ახალი გაზეთის სახელწოდება.
   მოწინავე, გამოგიტყდებით, თუ არ ვიტყვი - კაცის მომდნობელიო, ბრწყინვალე გამოუვიდა. საერთოდ მოსდგომოდა ყველას და ყველაფერს, ხოლო კერძოდ „გაზეთის“ რედაქტორი მგლისა და ყორნის ლუკმა გაეხადა. ხეძგერიას ზოგი შენიშვნა ისეთი შხამნარევი იყო, რომ მას შემდეგ, როგორც კი დავინახავ დღემდე მორჭმით მცხოვრებ ამ კაცს, ჯონ სმითს, ყოველთვის სალამანდრის მსგავსი არსება წარმომიდგება თვალწინ. მთელი წერილის სიტყვასიტყვით გადმოცემა არ შემიძლია. მაგრამ აი, ერთი აბზაცთაგანი: „ო, დიახ! - ო, ჩვენ გვესმის! ო, უთუოდ! გენიოსია, ჩვენი მეზობელი რედაქტორი, - ო, თვალი ხომ არ მატყუებს! ო, ღმერთო! ო, სადღა მივდივართ? ო, ტემპორა, ო, მოსე!
   ნოპოლისის მშვიდობისმოყვარე მოქალაქეებს ასეთმა ღვარძლიანმა და ასეთმა კლასიკურმა ფილიპიკამ ცა დაუქუხა და დედამიწა შეუძრა. ჯგუფ-ჯგუფად თავი მოიყარა ქუჩების კუთხეებში გულამღვრეულმა ხალხმა. ყველა ალალი მოუთმენლობით აფორიაქებული ელოდებოდა პატივცემული სმითის ნაცვალგებას. მეორე დილით ასეთი იყო პასუხი: „მოგვყავს ადგილი „ჩაიდნის“ გუშინდელი წერილიდან: „ო, დიახ! ო, ჩვენ გვესმის! ო, უთუოდ! ო, თვალი ხომ არ მატყუებს! ო, ღმერთო! ო, ტემპორა! ო, მოსე!“ აგრე რას გადაკიდებია ამ ო-ს! ამ კაცს გონება ერთ ადგილას უტრიალებს და, ცხადია, ამასაც და ამის ნათქვამსაც თავი ბოლოს რად არ ებმის და ბოლო თავსა. რა თქმა უნდა, ეს მატრაბაზი ო-ს მოუშველებლად ერთ სიტყვასაც ვერ დაწერს. კია გასაოცარი, მაინც სად წაეჩვია ასეთ ო-ებას? ჰოი, რა ჩქარა დაუტოვებია ბნელი აღმოსავლეთი. ნეტავ იქაც აგრე დაეჩემებინა ეს ო? ო, შე საწყალო!“
ენა ადვილად ვერ იტყვის, თუ რა ბრაზი წაჰკიდა ამ უგვანმა ცილისწამებამ ბ-ნ ხეძგერიას. მაგრამ ამბობენ, შეჩვეული ჭირი ადვილი დასათმენიაო“. ზოგს რომ ეგონა, თავისი ღირსების შელახვას ისე არ გაუანჩხლებია ეს კაცი - სტილი რომ აუგდეს აბუჩად, ამან აანთო და დაანთო. რაო! ო-ს მოუშველებლად ერთ სიტყვასაც ვერ დავწერ მე - ხეძგერია! თავის შეცდომას მალე დაინახავს ეს ტეტია. დიახ! მე, ხეძგერია ბაყაყწუმპეუმიდან, გავაგებინე ბ-ნ ჯონ სმითს, მე, ხეძგერიას, შემიძლია შეთხზვა, თუკი მოვისურვებ, წინადადებისა და აბზაცის, მთელი წერილისა ისე, რომ ერთხელაც, ერთხელაც არ მოვიშველიებ ამ საზიზღარ ხმოვანს. აი ნახავთ, მაგრამ არა. ჯონ სმითის ქეიფზე არ გავივლი. მე, ხეძგერია, ვინც არ უნდა იყოს სმითი მთელ საქრისტიანოში, ვინც არ უნდა იყოს ეს ჯონ სმითი მთელ საქრისტიანოში, მისი ხუშტურის გულისთვის ჩემს სტილს ერთი ბეწოთი არ შევცვლი. ეს როგორ მომივიდა აზრად! გაუმარჯოს ო-ს! რამდენსაც მინდა, იმდენს ვი-ო-მებ“.
   დიდი ხეძგერია ვაჟკაცურად შეუდგა ამ სადავიდარაბო საქმეს და „ჩაიდნის“ შემდეგ ნომერში გამოაქვეყნა მოკლე და უბრალო, მაგრამ მაგარი წერილი.
„ჩაიდნის“ რედაქტორს პატივი აქვს შეატყობინოს „გაზეთის“ რედაქტორს, რომ ის („ჩაიდანი“) ისარგებლებს შემთხვევით და ხვალინდელი ნომრით დაარწმუნებს მას („გაზეთს“), რომ ის („ჩაიდანი“) არის და იქნება თავისი პატრონი და დამცველი თავისი სტილისა; მას („ჩაიდანს“) გადაუწყვეტია, რომ გამოუცხადოს მას („გაზეთს“) ნამეტნავი და მართლაცდა ენით უთქმელი სიძულვილი მის („ჩაიდნის“) საწინააღმდეგო მის („გაზეთის“) ოინებს და გამოაქვეყნებს მისი („გაზეთის“) საამურ (?) იმავე მოცულობის მოწინავეს, სადაც ნამდვილად იქნება ეს მშვენიერი, მარადიულობის სიმბოლო ხმოვანი, რომელმაც ასე შეურაცხყო მისი („გაზეთის“) ღირსება. მისი („გაზეთის“) მორჩილი, მონა-მოსამსახურე „ჩაიდანი“. ხოდა, აგრე მოვუვლით ბაკინგემს“.
მიკიბულ-მოკიბულად და უთავბოლოდ გამოთქმული ამ შესაზარელი მუქარის შესრულებას რომ შეუდგა, დიდმა ხეძგერიამ ყური აღარ ათხოვა „მასალის“ მომლოდინე თანამშრომლებს და პირდაპირ „ჯანდაბას“ გაისტუმრა თავისი უფროსი ოსტატი, როცა ის (უფროსი ოსტატი) იხვეწებოდა, სწორედ დროა იმის („ჩაიდნის“) მანქანაზე გადასატანადო; ყური აღარ ათხოვა- მეთქი, და დიდი ხეძგერია დილა-ბინდის დადგომამდე იჯდა მართლაცდა ჯერ არნახული ქვემორე მოყვანილი წერილის შესათხზავად.
„აბა, ოთლო-თოთლოვ ჩემო ჯონ! კონკორდიდან რომ მორბოდი, რას მორბოდი, სად მირბოდი? ოკრო-ბოკრო მოსასვლელებით რომ წამოუხველ შენს დედიკოს, ხომ ყვიროდა ცრემლმოდენილი - ოიმეო, ჩემო ჯონ! ობროდო კაცო, ჯონ! ჭოტო, ღორო, ჯორო! ოლოლო შენ! ოთხში ამოღება მოგიწევს, ორი შოლტი ტყავის გადაძრობა, შე ონავარო! ოოოხ მოვალ, შენს ოხტში! მოუსვი, მოუსვი შე საოჩოფეხოვ შენს კონკორდში! იქ შენ სადარდოს ღვინო შეაყოლე, მოიოხე, მოიოხე გული, ოგეჩო! ოგეჩო-მეთქი“
ღამე ასე თეთრად გაათენა და მთლად მისავათებულმა ხეძგერიამ, მტკიცედ და ყოვლისშემძლე კაცის სახით ხელნაწერი გაუწოდა მის ლოდინში თვალებგამოღამებულ ბიჭს, მერე გულარხეინად შინ წავიდა და თავისი თავის მეტად კმაყოფილი დასაძინებლად დაწვა.
   ხელნაწერი ჩაიბარა ბიჭმა და თვალის დახამხამებაში რომ აირბინა თავის „უჯრასთან“, აღარ დაუხამებია, იმწამსვე თავი მიაგდო საქმეზე.
პირველადვე, რაკი წერილი იწყებოდა სიტყვით „აბა“ საერთოდ კი - „ა“ -თი, რაღა თქმა უნდა, ბიჭმა უჯრიდან „ა“ ამოიღო დიდის ამბით. სიხარულით აღფრთოვანებული მერე წამის უმალესად მოუტრიალდა „ო“ ასოებიან განყოფილებას და, როცა იქ თითებმა ვერა უპოვეს რა, მომიბრუნდება კი ენა ამის სათქმელად, თუ რა დაემართა - როგორ გაოცდა და გაწიწმატდა, სულ ტყუილუბრალოდ ვპოტნიდიო ფრჩხილებით ცარიელი უჯრის ძირს. ერთი რა არის და ერთი „ო“ ასოც ვერსად ნახა. გულდაქანებული გაიქცა უფროს ოსტატთან ამ ამბის შესატყობინებლად.
- ბატონო, - მიაძახა სულმოუთქმელად, - ერთი „ო“-ც აღარსად არის და წებილი როგორ ავაწყო?
- რაო, რას ამბობ? - შეუბღვირა უფროსმა ოსტატმა, ჯავრით აღარ იყო, ასე დიდხანს რომ მოუხდა აქ გაჩერება. -რა და, ბევრი ვეძებე და ერთი „ო“-ც ვერ ვნახე წებილისათვის!
- აბა, სად ჯანდაბაში უნდა იყოს?
- არ ვიცი, ჩემო ბატონო, - მიუგო ბიჭმა, - ერთი „გაზეთელი“ ბიჭი კი დაეთრეოდა აქ მთელი ღამე და იქნებ, მან სუყველა აგვიწაპნა.
- ეგ შავი მიწის შესაჭმელი, ეგა! მეტი ვინ იქნებოდა, - უთხრა მთლად გაცეცხლებულმა უფროსმა ოსტატმა, - მაგრამ იცი, რა, ბობ, შენ ხომ მაგარი ბიჭი ხარ, მიდი და იმ ოჯახდაქცეულებს აუწაპნე ყველა „ი“.
- კი, ბატონო, - უპასუხა ბიჭმა და თვალი ჩაუპაჭუნა; - მე მაგათ ვუჩვენებ სეირს, ერთი მივიდე; მაგრამ ამ წებილს კი რაღა ეშველება? პატრონი მოვა და და ლანძღვით ამიკლებს...
- და კარგა მაგრა მოგვდგება, - შეაწყვეტინა უფროსმა ოსტატამა, სიტყვა „მაგრას“ ოხვრაც ამოაყოლა, - ეგ წერილი დიდია, ბობ?
- არც ისეთი დიდი წებილია, - თქვა ბობმა.
- ჰო, კარგი! აბა, ჩქარა, მანქანისაკენ, - უთხრა უფროსმა ოსტატმა, გასაკეთებელი ბევრი ჰქონდა და ათასად იჭრებოდა ეს კაცი;- მიდი და „ო“-ს მაგივრად სხვა ასოები ჩაყარე. მაინც არავინ იქნება მაგ აბდაუბდის წამკითხველი.
- კი ბატონო, - თქვა ბიჭმა და საამწყობო მაგიდისაკენ მალიად მიმავალმა ჩაიჩურჩულა, - ამხელა კაცმა რა მითხრა?! აგრეც ვიზამ! ჰო, ჰო, რა წებილები გამოვა!
   თუმცა სულ თორმეტი წლის იყო ბობი, და სიმაღლეც მხოლოდ ოთხი ფუტი ჰქონდა, ტოლს არავის დაუდებდა.
სტამბებში არცთუ ისე იშვიათად იყო აქ მოთხრობილის მსგავსი ამბები; ვერ გეტყვით რისთვის, მაგრამ ნამდვილად ასე ხდებოდა ხოლმე; დაკარგული საჭირო ასოს ნაცვლად თითქმის ყოველთვის „ჰ“-ს მოიშველიებდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ „ჰ“ ასო ბევრი იყო სათანადო უჯრაში ან, იქნებ, ასეთი ჩვეულება ჰქონდათ ასოთამწყობებს. ბობიც ამ წესს მისდევდა, როგორც ჩანს, და „ჰ“ -ს ნაცვლად სხვა ასოს ნამდვილად ვერ ჩაყრიდა.
- სულ ჰ-ებით გავავსებ ამ წებილს, - თქვა თავისთვის, საგაზეთო მასალას გაოცებული რომ კითხულობდა, - მაგრამ ამდენი ო-ებიანი წებილი ჯერ არ მინახავს. ხოდა, „ო“- ჰ“-თი გაბედულად შეცვალა და კიდევაც დაიბეჭდა ასეთი ჰ-ებიანი გაზეთი.
   მეორე დილით ყველა ნოპოლისელმა დაიტაცე „ჩაიდანის“ ეს ნომერი, რომელშიც ასეთი განსაცვიფრებელი მოწინავე იყო: „აბა, ჰთლჰ-თჰთლჰვ ჩემჰ ჯჰნ! კჰნკჰრდიდან რჰმ მჰრბჰდი, რას მჰრბჰდი, სად მჰრბჰდი? ჰკრჰ-ბჰკრჰ მჰსასვლელებით რჰმ წამჰუხველ შენ დედიკჰს, ხჰმ ყვირჰდა ცრემლმჰდენილი - ჰიმეჰ, ჩემჰ ჯჰნ! აბრჰდჰ! კაცჰ, ჯჰნ!“ ჭჰტჰ, ღჰრჰ, ჯჰრჰ! ჰლჰლჰ, შე ჰთხში ამჰღებ მჰგიწევს, ჰრი შჰლტი ტყავის გადაძრჰბა, შე ჰნავარჰ! ჰჰჰხ მჰვალ, მჰვალ შენს ჰხტში, მჰუსვი, მჰუსვი შე საჰჩჰფეხევ შენს კჰნკჰრდში! იქ შენ სადარდჰს ღვინჰ შეაყჰლე, მჰიჰხე, მჰიჰხე გული, ჰგეჩ! ჰგეჩჰ-მეთი!
ასეთი შეუცნობელი და გრძნებით შეკრული წერილის გამო ერთი ამბავი ატყდა. ხალხი ჯერ ფიქრობდა, ამ იეროგლიფებში რაღაც ეშმაკისეული მზაკვრობა უნდა იმალებოდესო; ყველა ხეძგერიას ბინას მიაწყდა, ქვეყანაზე იგავად უნდა დავაგდოთ. მაგრამ ვეღარსად იპოვეს ეს ჯენტლმენი. თითქოს მიწამ პირი უყოო. აღარც შემდეგ გაუგიათ მისი ასავალ-დასავალი.
შფოთისთავს რომ ვეღარსად მიაგნეს, ხალხის რისხვა ბოლოს ჩაცხრა, ხოლო დიდი მითქმა-მოთქმა კი დარჩა ამ სადავიდარაბო საქმის ლექად.
ერთმა ჯენტლმენმა თქვა, ამ კაცს რა ხუმარა თავი ჰბმიაო.
მეორემ თქვა, ჰაი-ჰაი, რა გონებაგახსნილი ყოფილაო ხეძგერია.
მესამემ ასე განაცხადა, ჰა დათვი და ჰა კვალიო.
მეოთხემ ესღა თქვა, ამ იანკის აქაური ხალხი ბრიყვი ხომ არ ჰგონიაო.
სამაგალითოდ უნდა ჰქონდესო ეს წერილი შთამომავლობას, წარმოთქვა მეხუთემ.
   ცხადი იყო, ხეძგერიას დიდი გასაჭირი დასდგომოდა; და რაკი ეს რედაქტორი ვერ იპოვეს, ასე თქვეს, ლინჩი ვუყოთო მეორეს.
ყველა ფიქრობდა, ამ საქმის გამორკვევა არ მოხერხდებაო ასე ჰაიჰარად. ქალაქის მწიგნობარსაც ასე უთქვამს, ჰეიჰეიო! ამ ბნელი ამბის ვერა გამიგია რაო. მართალია, ჰ-ს კი იცნობს სუყველა, მაგრამ ამ შემთხვევაში ( ჭეშმარიტად რომ შეუნიშნავს) დაუდგენელია „ჰ“-ს მნიშვნელობა.
ასოთამწყობ ბობის („საგაზეთო წებილის“ ჰ-ებით გავსების გამო კრინტიც არ დაუძრავს) აზრისათვის არ მიუქცევიათ ჯეროვანი ყურადღება. თუმცა მას უთქვამს პირდაპირ და უშიშოდ, ჩემთვის ყველაფერი ნათელიაო, რაკიღა ვიცი, ბ-ნი ხეძგერია ჩვეულებრივ არ იკლებს დასალევს, მაგრამ იმ ღამით ნამეტნავად დიდხანს გაუგრძელებია ყლურჭვა, მთლად მოიცვა ამ ჰჰჰ-ებმა და ნახე რა წებილი დაუწერიაო.

ნახვა: 1060

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters