მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.

თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, – ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები.

თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები.

თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.

გზისპირად, დიდი ბაღის მესერთან, რომლის სიღრმეშიც თეთრი, მშვენიერი სასახლე ელავდა მზის შუქზე, იდგა პირმშვენიერი ბავშვი, ჭრელ, საზაფხულო სამოსში მორთული.

ფუფუნება, უზრუნველობა და სიმდიდრე ალამაზებენ თითქოს ამ ბავშვებს, თითქოს ისინი სხვა ცომისაგან არიანო მოზელილი, ვიდრე საშუალო წოდების ან ღატაკთა შვილები.

მის გვერდით, ბალახზე ეგდო სათამაშო, მისივე პატრონივით ლამაზი, გალაქული, მოოქროვილი, ჭრელსამოსიანი, ბრჭყვიალა ფერებით დამშვენებული. მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა თავის საყვარელ სათამაშოს და სულ სხვა რამეს შესცქეროდა.

მესრის მეორე მხარეს, ჭინჭარში და ძეძვიანში იდგა მეორე ბალღი, ჭუჭყიანი, გამხდარი, გამურული, ერთი იმ პაწია მდაბიოთაგანი, რომელშიც მიუკერძოებელი კაცის მზერა თავისებურ მშვენიერებასაც კი ჰპოვებს, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მცნობივით, გონების თვალით გადააცლის დიდებულ სურათს უხეშ ზედნადებს ლაქისას, უნიჭო ხელოსნის მიერ დადებულს და ჩამოაცლის მას სიღატაკის საზიზღარ დაღს.

ამ მესრიდან, სიმბოლურად რომ ჰყოფდა ამ ორ სამყაროს – დიდ შარაგზასა და სასახლეს, პაწია ღატაკი უჩვენებდა პაწია მდიდარს თავის საკუთარ სათამაშოს, რომელსაც მდიდარი ხარბად ათვალიერებდა, როგორც არნახულ, საუცხოო ნივთს. ეს სათამაშო, რომელსაც ჩამოგლეჯილი ბიჭუნა ატრიალებდა ხელში, ხანაც ზევით ისროდა და აქეთ-იქით აქანებდა პატარა გალიით, იყო ცოცხალი ვირთხა, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც ჩანს, მისი მშობლები, ეკონომიის მიზნით, თავად ცხოვრებას დაესესხნენ ამ სათამაშოს.

ორივე ბავშვი შესციცინებდა ერთმანეთს, ძმური ერთობით იცინოდნენ და აჩენდნენ თანასწორად თეთრ კბილებს.

ტეგები: Baudelaire, Charles, Charles Baudelaire, Literature, Qwelly, ბოდლერი, თამაში, თანასწორობა, ლიტერატურა, სათამაშო, მეტი...სიმდიდრე, სიღატაკე, ღარიბი, ღარიბის სათამაშო, შარლ ბოდლერი, შარლი

ნახვა: 392

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters