გული, ესე იგი, ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასქმებდეს, მართლა რომ აღარ არის. ან არის და დამუნჯებულია, დაყრუებულია, თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს, თუ მთლად არა, ერთი ნახევარი მაინც. ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრით-ღა ვცხოვრობთ ღა ვკითხულობთ ერთმანეთს. აქ ცდომა უეჭველია, იმიტომ რომ სწორედ ის თვალია დახუჭვილი, ის ყურია დახშული, რომელიც სჭრის სხვის ხედვად, სხვის სმენად. გული რა არის? მარტო ერთად-ერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ, გულიც არ იქნებოდა. გული მადლია, და მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს. ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოჰხდეს, იმიტომ, რომ მადლი ერთისაგან გაწირვაა და მეორისაგან შეწირვა ერთსა და იმავე დროს. თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის, მაშასადამე, გულიცა. თუ ორნი არ არიან, გულმა რისთვის ამოციქულოს ან ენა, ან თვალი, ან ყური. თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის, მოციქული სხვასთან უნდა. უსხვისოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის აღებ-მიმცემი აგებულებისათვის. სად არის ის სხვა? წყალგაღმაა, შორს... შორს... მაშ რაღად გვიკვირს, რომ იქიდამ ვეღარ გვხვედვენ, ჩვენი აღარა სჯერათ-რა... კეთილიც კი. მაგ ჯერვამ თვალი რას მოაბას, ფეხი სად მოიკიდოს? მკვდარს გულში? შეუძლებელია.
ოთარაანთ ქვრივი
ილია ჭავჭავაძე
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, ლიტერატურა, ჭავჭავაძე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•