ილიადა იწყება აქილევსისა და მეფე აგამემნონის დავით, ილიადაში მათი აპირისპირებას ცენტრალური ადგილი უჭირავს, აქილევსი ამხელს აგამემნონს რომ ის ხარბი და უსამარტლოა, რომ ბრძოლაში ის ყველაზე მეტს ითვისებს ხოლო სხვებს ყოველთვის ცოტას არგუნებს, ზევსი აქილევს წყალობს ამიტომ იგი ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ბრძოლებიდან, აგამემნონი ვერ უარყოფს ამას, რადგან 10 წლიანმა ალყამ ტროაზე ვერ დაასუსტა ტროა და მეფე პრიამოსი. აპოლონის განრისხების მიზეზად მიჩნეულია აპოლონის ტაძრის მსახურის ქალიშვილის მოტაცება, აგამემნონი უკან უარით გაისტუმრებს, რაც აპოლონის განრისხვება გამოიწვია, აქაველები დამარცხებას განიცდიან, და მათ რიგებში იჩინა დაავადებებმა. პელაზგი გმირის რისხვის თემაზე პირველი ბერძნული ნაწარმოების შექმნა გვაფიქრებინებს, რომ ბერძნული ეპოსის შექმნაში წინაბერძნულ მოსახლეობას გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი. ”ილიადაში” შეინიშნება თქმულებათა ორი ფენა. ერთი ბერძნულ სამყაროს უკავშირდება, მეორე კი წინაბერძნული მოსახლეობის წიაღიდან უნდა მომდინარეობდეს.
ჰომეროსის პოემები, კერძოდ ”ილიადა” არის სინთეტური ხელოვნების შედევრი, რომელშიც არ შეიძლება უგულვებელყოფა პოეტურ-მხატვრულ აზროვნებასთან ერთად ფერწერულ-მხატვრული აზროვნებისა, მუსიკალურ-მხატვრული აზროვნებისა და თვით თეატრალური ხელოვნებისა. თუ საერთოდ ჭეშმარიტი პოეტური ქმნილების მოწყვეტა არ შეიძლება ხელოვნების სხვა დარგებიდან, თუ მეტნაკლებად ყველა პოეტურ შედევრში გარკვეული მნიშვნელობა აქვს მის ფერწერულ და მუსიკალურ მხარეს, ეს მით უფრო ითქმის ჰომეროსზე. მით უფრო ითქმის არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მხატვრულ ფენომენთან, რომელიც ნორმისა და მიუწვდომელი ნიმუშის მნიშვნელობას ინარჩუნებს, არამედ იმიტომაც, რომ ”ილიადა” და ”ოდისეა” თავის დროზე შეიქმნა არა მხოლოდ საკითხავად, არამედ შესასრულებლად და მოსასმენად. ისმენდნენ ბერძნები ათასობით ტაეპებს ტროის ომის შესახებ და სწორედ მათ მიერ მოსმენილი ნაწარმოები იყო ის ”ილიადა” და ”ოდისეა”, რაც ჩაიფიქრა ჰომეროსმა. მისი ქმნილება ამ შესრულებისა და მოსმენის პროცესსაც გულისხმობდა.
განწყობა რომელიც შექმნილია მეომრებში უკვე არ არის ისეთი როგორიც იყო ომის დასაწყისში, მათ რიგებში იჩინა სურვილმა სახლში დაბრუნების, ჰომეროსი ზედმიწევნით იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, რეალისტურა ასახავს მთელი მხედრობის განწყობილების ცვალებადობას. მან შესანიშნავად იცის, რომ ომი, რომელიც ბერძენთა გარკვეული წრის ინტერესებს ემსახურებოდა და გაჩაღებულიყო მენელაოსის ღირსების დასაცავად, არ შეიძლებოდა ყველა მებრძოლს გულთან ახლოს მიეტანა. ომს მოჰქონდა დიდება, სიმდიდრე, მაგრამ მასვე მოსდევდა წლობით გაგრძელება შრომა, სისხლისღვრა და სიკვდილი. ამიტომ საკმარისი იყო, გამოსაცდელად აგამენონს ლაშქრისთვის მოეწოდებინა, შევწყვიტოთ ბრძოლა და სამშობლოში გავეშუროთო, მთელს მხედრობას დაუარა დაუოკებელმა სურვილმა, სასწრაფოდ ჩაეშვათ ზღვაში ხომალდები. და სწორედ აქ იჩინა თავი პოეტის უტყუარმა რეალისტურმა ალღომ: მთელს ლაშქარს როდი ესმოდა მხედართმთავრის სიტყვა, მაგრამ წინა რიგებში შექმნილი განწყობილება ყველას გადაედო: მისმა ნათქვამმა შეძრა სული, ყველა მებრძოლი აფორიაქდა.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•