მიგელ დე უნამუნო - ინდივიდი და სახელმწიფო

      როგორც კი ყოველდღიურ გაზეთში წავიკითხე ჩემი მეგობრის, არაკისტაინის წერილი „სინდიკალისტების კავშირის“ თაობაზე, მაშინვე ავიღე კალამი, მაგრამ არა იმისათვის, რომ მასთან კამათი გამემართა, არამედ, უბრალოდ, მინდოდა ავტორის ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებებიც გამეზიარებინა, და აი, კერძოდ, რა: „ესპანური ინდივიდუალიზმის საკითხი, ანდა ესპანური ანტისახელმწიფოებრიობა, ზოგადად, ყოველთვის სისულელედ მეჩვენებოდა. ისეთი მტკიცე სახელმწიფოებრივი წყობა, როგორიც დამკვიდრებული იყო ესპანეთში მრავალი საუკუნის მანძილზე, სხვანაირად ვერ აიხსნება, თუ არა უმრავლესობის სულიერი თანადგომით“.

      ჯერჯერობით განზე გადავდოთ ციტატის მეორე ნაწილი, სადაც ნათქვამია, ესპანეთის წყობა მტკიცე სახელმწიფოებრივი იყოო, რაც მე, პირიქით, ისტორიულ შეცდომად მიმაჩნია, რადგან ის, რასაც ჩვენ სახელმწიფოს ვუწოდებთ, ანდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რაც სულაც არ არის ცენტრალური, ესპანეთში სუსტად იყო გამოხატული. ესეც განზე გადავდოთ და განვიხილოთ „ესპანური ინდივიდუალიზმი, ანდა ესპანური ანტისახელმწიფოებრიობა“. განა ეს ურთიერთმონაცვლე ცნებებია? განა ინდივიდუალისტი უთუოდ ანტისახელმწიფოებრივიც უნდა იყოს? განა ის, ვინც სამოქალაქო წყობაში უპირატესობას ანიჭებს ინდივიდის ეგრეთ წოდებულ უფლებებს, ვთქვათ, თუნდაც საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც იყო ლიბერალური, წმინდა წყლის ლიბერალური, ამიტომ სახელმწიფოს უპირისპირდება?! მაშინ მივუბრუნდეთ სპენსერიანულ თეზისს - ინდივიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ?! მე უფრო პირიქით მგონია, მით უმეტეს მაშინ, თუ სახელმწიფო გულისხმობს ფართო, ვრცელ, უნივერსალურ ძალაუფლებას. განვიხილოთ ესპანური ინდივიდუალობა, ესპანეთის სახელმწიფო, ესპანეთის სახალხო ხელისუფლება. მე ვიტყოდი, რომ ინდივიდი თავისი ინდივიდუალური უფლებების გარანტიას ეძებს რაც შეიძლება დიდ სახელმწიფოში, ზოგჯერ კი საერთაშორისო მთავრობებშიც. ეს კარგად უწყოდა პი ი მარგალმა, რომელიც გახლდათ პრუდონიანელი.

      ესპანური ინდივიდუალიზმის, ესპანური ლიბერალიზმის გამოა, გარდამავალი ხელისუფლების წინააღმდეგ რომ გამოვდივარ, მუნიციპალიტეტების, რეგიონალურობის, თუ რაიონულობისა და სხვა ამგვარი ადმინისტრაციული დაყოფებისა და დანაწილების წინააღმდეგ რომ ვქადაგებ, რამაც შეიძლება შეზღუდოს ესპანელი ინდივიდის უნივერსალობა, მისი უნივერსალური ესპანელობა. ვიცი, რომ ჩემი მშობლიური ბასკეთის მიწაზე, მაგალითად, ისევე, როგორც კატალუნიაში, გალისიაში, ანდალუსიასა, ანდა ესპანეთის სხვა, ნებისმიერ რეგიონში, უნდა იყოს ესპანური ერის სახალხო ხელისუფლება, თუ გნებავთ, ვუწოდოთ ამას ესპანეთის სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ესპანეთის მოქალაქის თავისუფლება, სულ ერთია, არის თუ არა იგი იმ რეგიონის მკვიდრი, სადაც სახლობს, ან აქვს თუ არა იქ ფესვები გადგმული, - პარტიკულარისტული სულის მქონე მოძალადეებისა ან „აფეთქებებისგან“, იმათგან, ვინც განაგებს იმ რეგიონს. როგორც გამოცდილებამ მასწავლა, კასიკებად წოდებული მსხვილი მიწათმფლობელები, სახელმწიფოს ეს დიდი კასიკები, თუ ზოგჯერ მაინც იყენებენ დასაყრდენად ადგილობრივ კასიკებს, ანუ რეგიონის ადგილობრივ მოხელეებს, ხშირად უპოვარსა და უქონელ მოქალაქეებსაც იცავენ ხოლმე ამ კასიკთა შევიწროებისაგან.

      არის ერთი ასეთი ცნობილი ლოგიკური თეორია, რომლის თანახმად, რაიმე აზრის გაცნობიერება გონებაში მისი განვრცობის საპირისპიროა და, რაც მეტ პუნქტებს განსაზღვრავენ, მით უფრო ნაკლებ ინდივიდებს მიესადაგება; და რომ ხოჭო-მწერი-ცხოველი და რიგი სხვა არსებებისა, სივრცეში იზრდებიან და აღქმაში მცირდებიან. ჩემი საკუთარი ინდივიდუალობა უფრო აღქმითი მგონია, ვიდრე სივრცითი, არსებობის, ანდა ყოფიერების იდეა კი უფრო განვრცობითი, ვიდრე აღქმითი. თუმცა არის ღმერთი, ანუ ის, ვისაც ჰეგელმა უნივერსალური კონკრეტულობა უწოდა, და არის სამყარო, რომელიც მისი სიზმრისეული აღქმაა; და არის ინდივიდუალიზებული და პერსონიზებული ერთიანობა, მაგრამ არის კიდევ პოლიტიკურ სფეროში ღმერთის ქალაქი.

      ასე და ამგვარად, ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის გამოა, როცა ამბობენ „თავისუფალი ბასკეთი“ („Vasconia Libre, Euscadi „askatuta“ - ეუსკერას ენაზე), ანდა „თავისუფალი კატალუნია“ („Catalunya Libre“), ანდა „თავისუფალი ანდალუსია“ („Andalucia Libre“), - საკუთარ თავს ვეკითხები, „თავისუფალი ვისგან? თავისუფალი რისთვის?“ თავისუფალი იმისთვის, რომ ქედი მოიხაროს ესპანელი ინდივიდის წინაშე, რაკი მის გვერდით ცხოვრობს და უნდა იცხოვროს, იქნება ის ბასკი, კატალუნელი, თუ ანდალუსიელი, ან სხვა, მის ყაიდაზე მოექცეს, რაკი იქ ცხოვრობს და უარი თქვას საკუთარი ცნობიერების მთლიანობაზე? არა, ასე არა! ვიცი, რომ ესპანელი ინდივიდი, იმ რეგიონის მკვიდრი, სადაც ცხოვრობს, სადაც დასახლდა, თავის გარანტიას უნდა ეძებდეს იქ, რასაც ვუწოდებთ ესპანეთის სახელმწიფოს; ვიცი, რომ გულუბრყვილო ესპანელებს, რომლებიც ხმას მისცემენ პლებისციტში რეგიონულ სტატუსს, მერე სანანებელი გაუხდებათ, - თუკი ინდივიდუალობის თვითშემეცნება გააჩნიათ, - როცა ხმას აძლევენ ამ რეგიონს, რომელიც მას თრგუნავს, არადა, უნდა მიმართავდეს ესპანეთს, გაერთიანებულ ესპანეთს, განუყოფელს, რომელმაც უნდა დაიცვას მისი ინდივიდუალობა. ისიც ვიცი, რომ ბასკეთში, მაგალითად, არ გააჩნიათ იმის პირობები, რომ იგრძნონ თავიანთი ბასკური უნივერსალობა, განიცადონ ბასკური უნივერსალობის წმინდა თავისუფლება და არ უნდათ თავიანთი სიყმაწვილე ჩაკლან საბუთების ქექვაში, არ უნდათ ოიდიპოსის ბედი ეწიოთ.

ნახვა: 377

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters