ბეატრიჩე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, რომელზეც დანტე შეყვარებული იყო, მას მიაღებინებს ახალ გამოცდილებას. Vita nuova-ში ბეატრიჩე ანგელოზისმაგვარი ქალია, რადგან მისი ცხოვრება ქრისტესთანაა დაკავშირებული, მაგრამ კომედიაში კიდევ უფრო ნათელი და გასაგები ხდება, რომ ქალი, რომელზეც პოეტია შეყვარებული, სინამდვილეში ქრისტეს სახეა (ქრისტე ტაძარში). დანტეს წარმოდგენაში ბეატრიჩეს ღიმილი, რომელიც სამოთხეში დომინირებს, არის სიწმინდის გამოხატულება, გრძნობა გადარჩენისა. ეს საბოლოოდ განფატავს ეჭვს იმის შესახებ,რომ დანტეს ბეატრიჩე უყვარს როგორ ქალი. ღვთაებრივი კომედიის მთავარი საზრისი ის არის, რომ ღმერთი, როგორ კონკრეტული ცოცხალი არსება, ანუ ბეატრიჩე, თავად მიდის ადამიანთან შესახვედრად და ცვლის მისი ცხოვრების გზას. ეს არის ასევე ქრისტიანული კულტურის ხედვა და მეთოდი. ადამიანი ღმერთამდე აღწევს კონკრეტული მომენტის, ადგილის ან თუნდაც ქალის მეშვეობით, რომელიც უყვარს. აღმაშფოთებელია ის ფაქტი,რომ თანამედროვე რაციონალისტების მენტალიტეტისთვის ეს ყოველივე გაუგებარია. დღესდღეისობით ძნელია ეს ყოველივე სერიოზულად იქნეს აღქმული. ეს არ არის მხოლოდ სენტიმენტალურობის გამოვლინება, არამედ უფრო ღრმა და ფასეულია. ეს არის ღრმა რაციონალური დამოკიდებილება კონკრეტული ადამიანის მიმართ რომელიც გვაძლევს სტიმულს ვიცოცხლოთ და რეალობას გავუსწოროთ თვალი.
ჩვენი, სტუდენტების გადმოსახედიდან ამგვარი სიყვარული ჩვენს დროშიც შესაძლებელია. დღესდღეისობითაც ბევრი ხელოვანია რომელსაც ჰყავს თავისი მუზა. ჩვენ ვეთანხმებით ავტორს, ეს ყველაფერი უფრო ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
განსაწმენდელი თავზე მდგარი დანტე მოელის პატიებას საკუთარი ცოდვებისთვის, მისი უდიდესი ცოდვა კი ბეატრიჩეს (ღმერთის) დავიწყებაა. ღმერთთან სულიერი კავშირის გაწყვეტის შემდეგ დანტემ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა. ამ პერიოდში დაწერილ ნაშრომებში ის ხშირად ლაპარაკობს ღმერთზე, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ღმერთის სახე აბსტრაქტული და შორეული ხდება მისთვის. ზეცისა (ბეატრიჩე) და მიწის (დანტე) განცალკევებამ დანტეს რეალობა უაზრო და ბუნდოვანი გახადა, ამიტომ უეცრად აღქმული რეალობა მისთვის უსიერ ტყედ იქცა. დანტეში მიმალული იყო ინტელექტი რეალობის ობიექტული აღქმის უნარი და გულიც კი. მას დახმარება სჭირდებოდა რათა თვალი გაესწორებინა რეალობისათვის და ეპოვა მიზეზი თუ რატომ დაკარგა ღმერთი. სწორედ მაშინ გზავნის ზეცა მასთან ვირგილიუსს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ის?
დიდი პოეტის, ვირგილიუსის შემოქმედებამ ქრისტიანობამდე მიაღწია თავბრუდამხვევ მისტიურ აღმოჩენებს. შუა საუკუნეებში წარმოადგენდა ჰუმანური პრინციპებისა და რაციონალიზმის მწვერვალს. ამის გარდა ენეიდის გადაკითხვამ დანტეს ძილი შეაურყია. ვირგილიუსმა ამ ნაწარმოებით დანტეს აჩვენა გმირი, რომელიც უფრო რელიგიური და ჰუმანურია. ასე რომ, შეგვიძლია ვირგილიუსი ადამიანურობისა და რაციონალიზმის ოსტატად ჩავთვალოთ. მაგრამ მაინც რატომ ჩნდება ვირგილიუსი ბეატრიჩეზე ადრე? რატომ გზავნის თავად ბეატრიჩე მას "მოღალატესთან" (დანტესთან)? აქ უკვე ვეხებით ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კვანძს, რომელიც საბოლოო ჯამში "ღვთაებრივი კომედიის" ძირითად არსს წარმოადგენს.
"გზააბნეულ" დანტეს შინაგანი მოთხოვნილება აქვს გაერკვეს საკუთარ თავში. მას რმერთი აძლევს პასუხს, თუმცა დანტე ამას ვერ აღიქვამს ბოლომდე და კვლავ გაურკვევლობაშია. როგორც დიდი ამერიკელი სწავლული, რ.ნიბური ამბობს: "არაფერია იმაზე დაუჯერებელი ვიდრე არდასმულ შეკითხვაზე პასუხის მიღება." პოეტის გულგრილობა ქრისტიანობისადმი ხდება მიზეზი იმისა, რომ ბეატრიჩეს პირდაპირ არ შეუძლია მასთან მისვლა. მხოლოდ მაშინ შეეგებება როცა დანტე ვირგილიუსის დახმარებით დაიბრუნებს რწმენას და დადგება ჭეშმარიტების გზაზე.
ვირგილიუსი დანტეს ჯოჯოხეთსა და განსაწმენდელში მიუძღვება, რათა განათლდნენ და ჭეშმარიტების საიდუმლოს ეზიარონ. ის, რომ არსებობს კავშირი ჩვენს სამყაროსა და "მიუწვდენელ ჰორიზონტს" შორის არის საკმარისი მიზეზი იმის გასაგებად, რომ ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას, საკმარისი მიზეზი ვირგილიუსისთვის, ასევე ათეისტისა და აგნოსტიკისათვის, როგორებიც იყვნენ ლეოპარდი და მონტალე. სწორედ ეს არის მტკიცება იმისა, რომ რაზიონალიზმი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების წესს.
ტეგები: Literature, Qwelly, alighieri, beatrice, commedia, dante, divina, ალიგიერი, ბეატრიჩე, განხილვა, მეტი...დანტე, კომედია, ქართული, ღვთაებრივი, ცნობილი_ავტორი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•