← დასაწყისი

       ბეატრიჩე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, რომელზეც დანტე შეყვარებული იყო, მას მიაღებინებს ახალ გამოცდილებას. Vita nuova-ში ბეატრიჩე ანგელოზისმაგვარი ქალია, რადგან მისი ცხოვრება ქრისტესთანაა დაკავშირებული, მაგრამ კომედიაში კიდევ უფრო ნათელი და გასაგები ხდება, რომ ქალი, რომელზეც პოეტია შეყვარებული, სინამდვილეში ქრისტეს სახეა (ქრისტე ტაძარში). დანტეს წარმოდგენაში ბეატრიჩეს ღიმილი, რომელიც სამოთხეში დომინირებს, არის სიწმინდის გამოხატულება, გრძნობა  გადარჩენისა. ეს საბოლოოდ განფატავს ეჭვს იმის შესახებ,რომ დანტეს ბეატრიჩე უყვარს როგორ ქალი. ღვთაებრივი კომედიის მთავარი საზრისი ის არის, რომ ღმერთი, როგორ კონკრეტული ცოცხალი არსება, ანუ ბეატრიჩე, თავად მიდის ადამიანთან შესახვედრად და ცვლის მისი ცხოვრების გზას. ეს არის ასევე ქრისტიანული კულტურის ხედვა და მეთოდი. ადამიანი ღმერთამდე აღწევს კონკრეტული მომენტის, ადგილის ან თუნდაც ქალის მეშვეობით, რომელიც უყვარს. აღმაშფოთებელია ის ფაქტი,რომ თანამედროვე რაციონალისტების მენტალიტეტისთვის ეს ყოველივე გაუგებარია. დღესდღეისობით ძნელია ეს ყოველივე სერიოზულად იქნეს აღქმული. ეს არ არის მხოლოდ სენტიმენტალურობის გამოვლინება, არამედ უფრო ღრმა და ფასეულია. ეს არის ღრმა რაციონალური დამოკიდებილება კონკრეტული ადამიანის მიმართ რომელიც გვაძლევს სტიმულს ვიცოცხლოთ და რეალობას გავუსწოროთ თვალი.

       ჩვენი, სტუდენტების გადმოსახედიდან ამგვარი სიყვარული ჩვენს დროშიც შესაძლებელია. დღესდღეისობითაც ბევრი ხელოვანია რომელსაც ჰყავს თავისი მუზა. ჩვენ ვეთანხმებით ავტორს, ეს ყველაფერი უფრო ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

       განსაწმენდელი თავზე მდგარი დანტე მოელის პატიებას საკუთარი ცოდვებისთვის, მისი უდიდესი ცოდვა კი ბეატრიჩეს (ღმერთის) დავიწყებაა. ღმერთთან სულიერი კავშირის გაწყვეტის შემდეგ დანტემ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა. ამ პერიოდში დაწერილ ნაშრომებში ის  ხშირად ლაპარაკობს ღმერთზე, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ღმერთის სახე აბსტრაქტული და შორეული ხდება მისთვის. ზეცისა (ბეატრიჩე) და მიწის (დანტე) განცალკევებამ დანტეს  რეალობა უაზრო და ბუნდოვანი გახადა, ამიტომ უეცრად აღქმული რეალობა მისთვის უსიერ ტყედ იქცა. დანტეში  მიმალული იყო ინტელექტი რეალობის ობიექტული აღქმის უნარი და გულიც კი. მას დახმარება სჭირდებოდა  რათა თვალი გაესწორებინა რეალობისათვის და ეპოვა მიზეზი თუ რატომ დაკარგა ღმერთი. სწორედ მაშინ გზავნის ზეცა მასთან ვირგილიუსს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ის?

       დიდი პოეტის, ვირგილიუსის შემოქმედებამ ქრისტიანობამდე მიაღწია თავბრუდამხვევ მისტიურ აღმოჩენებს. შუა საუკუნეებში წარმოადგენდა ჰუმანური პრინციპებისა და რაციონალიზმის მწვერვალს. ამის გარდა ენეიდის გადაკითხვამ დანტეს ძილი შეაურყია. ვირგილიუსმა ამ ნაწარმოებით დანტეს  აჩვენა გმირი, რომელიც უფრო რელიგიური და ჰუმანურია. ასე რომ, შეგვიძლია ვირგილიუსი ადამიანურობისა და რაციონალიზმის ოსტატად ჩავთვალოთ. მაგრამ მაინც რატომ ჩნდება ვირგილიუსი ბეატრიჩეზე ადრე? რატომ გზავნის თავად ბეატრიჩე მას "მოღალატესთან" (დანტესთან)? აქ უკვე ვეხებით ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კვანძს, რომელიც საბოლოო ჯამში "ღვთაებრივი კომედიის" ძირითად არსს წარმოადგენს.

       "გზააბნეულ" დანტეს შინაგანი მოთხოვნილება აქვს გაერკვეს საკუთარ თავში. მას რმერთი აძლევს პასუხს, თუმცა დანტე ამას ვერ აღიქვამს ბოლომდე და კვლავ გაურკვევლობაშია. როგორც დიდი ამერიკელი სწავლული, რ.ნიბური ამბობს: "არაფერია იმაზე დაუჯერებელი ვიდრე არდასმულ შეკითხვაზე პასუხის მიღება." პოეტის  გულგრილობა ქრისტიანობისადმი ხდება მიზეზი იმისა, რომ ბეატრიჩეს პირდაპირ არ შეუძლია მასთან მისვლა. მხოლოდ მაშინ შეეგებება როცა დანტე  ვირგილიუსის დახმარებით დაიბრუნებს რწმენას და დადგება ჭეშმარიტების გზაზე.

       ვირგილიუსი დანტეს ჯოჯოხეთსა და განსაწმენდელში მიუძღვება, რათა განათლდნენ და ჭეშმარიტების საიდუმლოს ეზიარონ. ის, რომ არსებობს კავშირი ჩვენს სამყაროსა და "მიუწვდენელ ჰორიზონტს" შორის  არის საკმარისი მიზეზი იმის გასაგებად, რომ ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას, საკმარისი მიზეზი ვირგილიუსისთვის, ასევე ათეისტისა და აგნოსტიკისათვის, როგორებიც იყვნენ ლეოპარდი და მონტალე. სწორედ ეს არის მტკიცება იმისა, რომ რაზიონალიზმი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების წესს.

ტეგები: Literature, Qwelly, alighieri, beatrice, commedia, dante, divina, ალიგიერი, ბეატრიჩე, განხილვა, მეტი...დანტე, კომედია, ქართული, ღვთაებრივი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 2679

გამოხმაურებები!

აუფ წაიკითხავდა კაცი ეხლა "ღვთაებრივ კომედიას" 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters