რიჩარდ ბახის მოთხრობა "თოლია ჯონათან ლივინგსტონი" იმ ლიტერატურის ნაწილია, რომელმაც მეოცე საუკუნეში გადატრიალება მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში. ამ წიგნმა ადამიანებს დაანახა, რომ მიზანსწრაფვით, ნებისყოფით, თავისუფლების წყურვილით და მისთვის ბრძოლით შესაძლებელია განვითარება და სრულყოფილებამდე მიღწევაც კი. დაანახა, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება თავისუფლებაა და ღირს ბრძოლა მის მოსაპოვებლად.
ჯონათან ლივინგსტონი თოლიაა, ერთი ჩვეულებრივი თოლია, არაჩვეულებრივი აზროვნებით, მას თავისუფლება, სრულყოფილება სწყურია.
ჩემი აზრით, ნაწარმოები მეტისმეტად იდეალისტურია, ძალიან შორსაა რეალობისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ნაწარმოებია: სასიამოვნო წასაკითხი, საინტერესო და დამაფიქრებელი. უტოპიურია თავისუფლების იმ სიმაღლემდე მიღწევა, რაც ჯონათანმა შეძლო, ანუ აბსოლუტური თავისუფლება, უსაზღვრო, სრულყოფილი არსებობა. თუმცა ჯონათანის სიტყვები: "ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ" სრული ჭეშმარიტებაა. შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ადამიანმა აბსოლუტურ თავისუფლებას ვერ მიაღწიოს, მაგრამ თავისუფლების გზაზე წინ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.
ეს შესანიშნავი მოთხრობა ადამიანს თავისუფლების მნიშვნელობაზე, მის უზენაესობაზე დააფიქრებს და ბევრი პრობლემის დაძლევაშიც დაეხმარება. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის თავს მარტოსულად, საზოგადოებისგან გარიყულად და დაუფასებლად გრძნობს. ეს წიგნი მას საკუთარი ადგილის პოვნაშიც დაეხმარება და საკუთარი თავის დაფასებაშიც.
ერთხელ მაინც გაგჩენიათ სურვილი შეგეცვალათ ის გარემო, სადაც ცხოვრობთ, გაგეხადათ ის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო, ერთხელ მაინც გდომებიათ ყოფილიყავით თავისუფალი. წიგნის წაკითხვის შედეგ დარწმუნდებით, რომ თუ მიზანდასახული ხარ და არც შრომა გეზარება, ყველაფერი გამოვა. აკი თოლიაც ბოლოსიმარჯვებს და ყველას დაარწმუნებს, რმ "ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ" მწერლის ენა სადა, მარტივი და დახვეწილია, ნაწარმოები კი ისეთი, დიდხანს რომ დაგაფიქრებს.
(ეს ის თოლიაა, ჯონათანი რომელზეც მღეროდა ალუდა და ასე ძალიან უყვარდა...)
იხილეთ სრული ვერსია:
ტეგები: Qwelly, ალუდა, განხილვა, ლიტერატურა, რიჩარდ_ბახი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 13, 2025.
საათი: 10:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•