პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre-Dame de Paris) – ვიქტორ ჰიუგოს რომანი. მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი. რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯ კვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა, მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როცა მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა. მთავარმა დიაკონმა მის მიერ ჩადენილი კვლელობის მცდელობა ქალს გადააბრალა და გულგრილად მიიღო მონაწილეობა ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ლამაზ, მაგრამ გულცივ, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მზრუნველ ეკლესიის მსახურს ჰიუგო უპირისპირებს მახინჯ, მაგრამ ლამაზი სულის მქონე კვაზიმოდოს. მას მთელი არსებით შეუყვარდა გულუბრყვილო და ნაზი ესმერალდა. როდესაც სიკვდილმისჯილი ესმერალდა სახრჩობელაზე აჯყავდათ, კვაზიმოდო თოკით დაეშვა ტაძრის სახურავიდან, აიტაცა ქალი და ელვის სისწრაფით ტაძარს შეაფარა თავი. ხოლო როდესაც ვერაგულად შეპყრობილი ესმერალდას მიმართ განაჩენი მაინც სისრულეში იქნა მოყვანილი, მან ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდო ესმერალდას სიკვდილის მთავარი დამნაშავე კლოდ ფროლო, შემდეგ კი უკვალოდ დაიკარგა. ორი წლის შემდეგ, როცა შემთხვევით გახსნეს ესმერალდას აკლდამა, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანის ჩონჩხი ნახეს. ეს იყო კვაზიმოდო, რომელიც შევიდა ესმერალდას აკლდამაში და იქ დალია სული.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი — ფრანგულ-კანადური მიუზიკლი ვიქტორ ჰიუგოს რომან პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიხედვით, რომლის დებიუტი შედგა 1998 წლის 16 სექტემბერს პარიზში.
„გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით არის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მიუზიკლი, რომელიც დებიუტიდან პირველსავე წელს ყველაზე ბევრჯერ დაიდგა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

       ცნობილია, რომ ვიდრე ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს’’ დაწერდა, ჰიუგომ კარგად შეისწავლა ფრანგული გოთიკის ბრწყინვალე ნიმუში და ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ძეგლი. რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. მწერალი ამ პრობლემების გათავისებაში რომ დაგვეხმაროს, რომანში სამი მთავარი გმირი შემოჰყავს: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს, რადგანაც ჰიუგოს მეტმა ჯერ ვერავინ შეძლო მშვენიერების ამხელა სიმაღლემდე აეყვანა სიმახინჯე და სიკეთის ზეიმი ამ გზით ეჩვენებინა. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

 

 

ტეგები: Literature, Qwelly, ვიქტორ, ლიტერატურა, ნოტერდამი, სადისკუსიოდ, ქართული, ცნობილი_ავტორი, ჰიუგო

ნახვა: 686

გამოხმაურებები!

<3

:)

Maiko_მ თქვა:

<3

RSS

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters