შტეფან ცვაიგი - პროცესი

   1850 წელი. კალიფორნია შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში. ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილ მხარეში სიმდიდრეს მოჰყვა სიწყნარე და წესრიგი. დაბოლოს, ანარქია შებოჭილია და კანონი ხელახლა შედის ძალაში.

   აქ კი იოჰან ავგუსტ ზუტერი გამოდის თავისი მოთხოვნებით. იგი აცხადებს, რომ მთელი მიწა, რაზედაც აგებულია ქალაქი სან-ფრანცისკო, მას ეკუთვნის. შტატის ხელისუფალნი ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ზარალი, რაც მიაყენეს მისი ქონების გამტაცებლებმა. თავის მიწაზე მოპოვებულ ოქროში ის ითხოვს წილს. დაიწყო პროცესი ისეთი მაშტაბისა, რომლის მსგავსი არ ახსოვს კაცობრიობას. ზუტერმა შეიტანა საჩივარი 17221 ფერმერზე, რომლებიც მის პლანტაციებში დასახლდნენ და მოითხოვა გაეთავისუფლებინათ უკანონოდ მიტაცებული ნაკვეთები. კალიფორნიის შტატის ხელისუფალთაგან მითვისებული გზების, ხიდების, არხების, ჯებირების, წისქვილების საზღაურად მოითხოვა ოცდახუთი მილიონი დოლარი. ზუტერი ითხოვს ფედერალური ხელისუფლებისაგან ოცდახუთ მილიონ დოლარს და ამას გარდა მოპოვებული ოქროს თავის წილსაც. უფროს შვილს ემილს აგზავნის ვაშინგტონში, რათა ისწავლოს სამართალი და საქმე თვითონ აწარმოოს: უზარმაზარი შემოსავალი, რასაც იძლევიან ახალი ფერმები, მიდის ამ დამღუპველ პროცესებში. ოთხი წელი მიმოდის საქმე ინსტანციიდან ინსტანციაში. 1855 წლის 15 მარტს, როგორც იყო, განაჩენი გამოიტანეს. მოუსყიდავმა მოსამართლემ ტომპსონმა, კალიფორნიის უმაღლესმა თანამდებობის პირმა, ზუტერის უფლება მიწაზე სცნო სავსებით დასაბუთებულად და უდავოდ. იმ დღეს იოაჰან ავგუსტ ზუტერმა მიზანს მიაღწია. ის უკვე უმდიდრესი ადამიანია ქვეყანაზე.

დასასრული

   უმდიდრესი? არა და არა. უღარიბესი, ყველაზე უბედური, ყველაზე მიუსაფარი ღატაკი, ქვეყნის გლახა. ბედმა ისევ არგუნა სასიკვდილო დარტყმა, რამაც მოცელა, დაამხო კაცი. როგორც კი განაჩენი ცნობილი გახდა, სან-ფრანცისკოსა და მთელ შტატში ქარიშხალი ავარდა. ათიათასობით ადამიანი ბრბოებად იყრებოდა - მიწათმფლობელნი, რომელთაც საფრთხე ელოდათ, ქუჩის ნაძირლები, ნაყარი ხალხი, რომელიც მუდამ მზადაა ვინმე გაძარცვოს. მათ იერიშით აიღეს და დასწვეს სასამართლოს შენობა, ეძებდნენ მოსამართლეს, რათა ლინჩის წესით გაესამართლებინათ. აღშფოთებულმა ხალხმა გადასწყვიტა ზუტერის მთელი შეძლების იავარყოფა. მისმა უფროსმა შვილმა თავი მოიკლა: ბანდიტებით ალყაშემორტყმულმა გულში ტყვია იკრა. მეორე მხეცურად მოკლეს, მესამე გაიქცა და გზაში დაიხრჩო. ცეცხლის ტალღამ გადაუარა მთელ ახალ ჰელევეციას: ზუტერის ფერმები გადასწვეს, ვენახები გადათელეს, კოლექციები და ფული დაიტაცეს, მთელი მისი უზრმაზარი სამფლობელოები ნაცარ-ტუტად აქციეს. თვითონ ზუტერი ძლივს გადარჩა. ამ დარტყმისაგან უკვე ის წელში ვეღარ გასწორდა. მისი ქონება განადგურებულია, ცოლ-შვილი დაეღუპა, გონებას თალხი გადაეკრა. მხოლოდ ერთი აზრი კი ჯერაც ციმციმებს მის ცნობიერებაში: კანონი, სამართალი, პროცესი.

   და მთელი ოცი წელი შერყეული, ჩამოძონძილი ბერიკაცი დალასლასებს სასამართლოს შენობის წინ ვაშინგტონში. აქ უკვე ყოველ კანცელარიაში იცნობენ გაქონილ სერთუკსა და გაცვეთილ ჩექმებში გამოწყობილ „გენერალს“, რომელიც თავის მილიარდებს ითხოვს. და ჯერ კიდევ მოიპოვებიან დამცველები, თაღლითები, გაიძვერები, უსინდისო და უნამუსო ადამიანები, რომლებიც უკანასკნელ გროშებს ართმევენ - მის უბადრუკ პენსიას - და აქეზებენ, განაგრძეო საჩივარი. მას თვითონ აღარ უნდა ფული, შეიძულა ოქრო, რომელმაც ის გააღატაკა, დაუღუპა ცოლ-შვილი, დაუმსხვრია მთელი ცხოვრება. მას უნდა მხოლოდ დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ცდილობს გაიყვანოს თავგანწირული მანიაკის ჯიუტობით.

ზუტერი სენატში აძლევს საჩივარს, კონგრესს უდგენს თავის პრეტენზიებს, ენდობა ყოველნაირ შარლატანებს, რომლებიც დიდი ხმაურით ანახლებენ საქმეს. გენერლის სამასხრო მუნდირში აწყობენ ზუტერს, დაათრევენ უბედურს, როგორც ფიტულას, დაწესებულებიდან დაწესებულებაში, კონგრესის ერთი წევრიდან მეორემდე. ასე გადის ოცი წელი, 1860 წლიდან მოყოლებული 1880 წლამდე, ოცი მწარე, სიღატაკის წელი. ზუტერი, ყველა მოხელის მიერ ყბად აღებული, ქუჩის ბიჭების გასართობი მასხარა, ყოველდღე ალყას არტყამს კაპიტოლიუმს; ეს დედამიწაზე უმდიდრესი მიწის მფლობელი, მიწისა, რომელზედაც დგას და არა დღეობით, არამედ საათობით იზრდება უზარმაზარი სახელმწიფოს მეორე დედაქალაქი.

მაგრამ აბეზარ მთხოვნელს აიძულებენ იცადოს. და აი იქ, კონგრესის მისასვლელთან, ნაშუადღევს, დაბოლოს, მას მხსნელად ევლინება სიკვდილი: უეცრად გული უსკდება. მსახურებს აჩქარებით მიაქვთ რომელიღაც გლახაკის გვამი, გლახაკისა, რომლის ჯიბეშიც დევს დოკუმენტი, რაც ადასტურებს, ყველა მიწიერი კანონის თანახმად, მისი და მისი მემკვიდრეების უფლებას ყველაზე დიდ ქონებაზე კაცობრიობის ისტორიაში.

დღემდე არავის მოუთხოვნია თავისი წილი ზუტერის მემკვიდრეობიდან, არც ერთ შთამომავალს არ განუცხადებია თავისი პრეტენზია.

დღემდე სხვის მიწაზე დგას სან-ფრანცისკო, მთელი უზარმაზარი მხარე, დღემდე ითელება აქ კანონი, და მხოლოდ ბლეზ სანდარის[66] კალამმა მისცა ყველასაგან დავიწყებულ იოჰან ავგუსტ ზუტერს დიდი ბედის ადამიანთა ერთადერთი უფლება - შთამომავალთა ხსოვნის უფლება.

ნახვა: 214

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters