ლეო ქიაჩელის საწყისი შემოქმედება წარმოგვიდგება როგორც ბრძოლა მწერლის რეალისტურ ბუნებასა და მოდერნისტულ განწყობილებებს შორის. მის ნაწარმოებებში ვხედავთ რეალისტურ ასახვას, თუმცა მის შემოქმედებაში აისახება დეკადენტური განწყობილება, რომელიც იმ პერიოდისათვის ხელოვნებაში შემოიჭრა. მწერალმა ეჭვის ქვეშ დააყენა ბედნიერების მიღწევის შესაძლებლობა და იგი ნიჰილიზმამდეც კი მიდის. მას თითქოს სჯერა, რომ სიყვარულის მეშვეობით ბედნიერების მიღწევაც შეიძლება, თუმცა იგი ბოლოს მიდის დასკვნადმდე, რომლის მიხედვითაც ბედნიერების მაძიებელი ბედნიერების ძიებაშივე დაიღუპება. ეს თემატიკა აისახა მის ერთ-ერთ ნოველაში „ზღაპარი ბედნიერებაზე“. ამგვარი ნიჰილისტური დამიკიდებულება ბედნიერებასა და სიყვარულზე დიდხანს შემორჩა ლეო ქიაჩელის მსოფლმხედველობას.
ევროპული მოდერნისტული ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი სკეპტიციზმი მკვეთრად იჩენს ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში. მას აინტერესებს სამყარო ობიექტური სინამდვილეა თუ შეგრძნებათა კომპლექსი.
შემოქმედების პირველ პერიოდშივე ლეოს ნაწარმოები გარკვეულწილად ატარებენ სიმბოლისტური ლიტერატურის კვალსაც. ტიპიური სიმბოლისტური ფანტასტიკაა მოცემული ნოველაში „მე და ჩემი ორეული“. როგორც სათაურიდანაც ჩანს, მოქმედება იშლება ავტორს და მისი ორეულის დამოკიდებულების ფონზე. მიმდინარეობს რეალური და ფანტასტიკური „მეების“ ერთმანეთთან ჭიდილი. დასმულია ყოფნა-არყოფნის საჭიროების საკითხი.
ძალიან მნიშვნელოვანია ლეო ქიაჩელის ნოველა „თავადის ქალი მაია“. მაიას ჩამოართვეს ქონება, ხოლო დროთა განმავლობაში დაკარგა ახალგაზრდობა და სიყვარულის იმედი. მისთვის სიყვარული ცხოვრების აზრის მიმცემია. ერთადერთი რაც ხანში შესულ მაიას ცხოვრებასთან აკავშირებს არის ახალგაზრდა თავადი, ბონდო. ესაა მისი უკანასკნელი სიყვარული. ბონდო მაიასათვის მთელი სამყაროა, რადგან იგი მარტოსული ადამიანია და უკანასკნელი აზრი ცხოვრებისა. მისი დაკარგვა კი ცხოვრების აზრის დაკარგვას ნიშნავს. მაია იმისთვისაც კი მზად არის, რომ ბონდოს შესანარჩუნებლად მას ხელში მისი ახალგაზრდა მოსამსახურე ჩაუგდოს, მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც არ დგავს. ეს იმიტომ, რომ იგი არ არის იმგვარი ადამიანი, რომელიც სატრფოს სიყვარულს სხვასთან გაიყოფს. ამ ეპიზოდში ვლინდება ქიაჩელის რეალისტურობა. როდესაც მაიამ საყვარელი მოაკვლევინა ამით გაწყვიტა ცხოვრებასთან დასაკავშირებელი ერთადერთი ძაფი და მისთვის ერთადერთი გზა სიკვდილიღაა. ნოველის უკანასკნელი ეპიზოდი წარმოგვიდგენს მაიას წარსულს, მის მოყირჭებულ ფუფუნებას, პატივმოყვარეობას, აღვირახსნილ ვნებას.
ქიაჩელის შემოქმედებაში უდიდესი ადგლი უკავია ნოველას „ჰაკი აძბა“. ნოველაში ერთმანეთს უპირისპირდება ჰაკი აძბას მრწამსი იმის შესახებ, რომ მან თავიც კი უნდა გასწიროს მასთან შეზრილ ძუძუმტისათვის და კუზმა კილგასი, რომლისთვისაც მთავარი რევოლუციური იდეოლოოგიაა. ჰაკისათვის უჯუშისათვის თავგანწირვა ვალია, რომელიც განმტკიცებულია საუკუნოვანი ტრადიციით. ეს არ ესმის კუზმა კილგას. მართალია, თავიდან გააკირვა ჰაკის საქციელმა, მაგრამ სიმპათიითაც განიმსჭვალა და შეეცადა თავისი იდეოლოგია ჩაესახა მისთვის. თუმცა ჰაკი ბოლომდე უჯუშის ერთგული დარჩა. კუზმა კილგას მიაჩნია, რომ ამგვარ ადამიანს პიროვენება არ გააჩნია და მისი გარდაქმნა შუძლებელია. ჰაკი მართლა ვეღარ შეიცვლებოდა, რადგან მას ჩამოყალიბებული აქვს მრწამსი.

ტეგები: Qwellyland, განხილვა, ლიტერატურა, ქიაჩელი

ნახვა: 2927

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters