ეს არის წიგნი რომელიც მწერლმა დაწერა 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნის დროს და ეხება დაკარგული თაობის პრობლემატიკას. ეს არის წიგნი ადამიანზე, ურთიერთობაზე, პრობლემაზე, მიზანზე, და რაღა თქმა უნდა მეგობრობასა და სიყვრულზე.

სამი მეგობარი, ლიტერატურა, ამონარიდები, შეფასება, შეჯამება, ქველი, მოთხრობა, Qwelly, remarki, erix maria remarki, sami megobari, literature

      ჩემს წინ ახლა ერთი მოძველებული წიგნი დევს, ალბათ ჩემამდე მინიმუმ შვიდ ადამიანს ექნება წაკითხული და აქედან სულ მცირე ერთი თუ იტირებდა ჩემნაირად, როცა უკანასკნელ ფურცლებს მიადგებოდა. ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი" ნამდვილი ემოციების მთელი ჯაჭვია, რომელიც უნდა განიცადო. ნამდვილი მაგალითია ცხოვრებისა. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. თავიდან ვერც კი მივხვდი რასთან მქონია საქმე, და სწორედ მარტივმა სიუჟეტმა ჩამახედა ძალიან ღრმად ადამიანების ფიქრებში. მე ვიყავი თითოეული ადამიანი ვინც ამ დროს თამაშობდა და მის როლს განვასახიერებდი, მათთან ერთან ვგრძნობდი და ვკვდებოდი. გავიგე როგორ შეიძლება ცხოვრობდე ტაქსისტი და მეძავი. ჩავიხედე სიღარიბეში, გავიცანი ძნელი ყოფა, თავის მე კი ვიჯექი ჩუმათ და ყურადღებით ვკითხულობდი ახალ–ახალ თავებს. სადაც ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა რომ ცხოვრება მეტად მწარეა, უსამართლოა და ბედნიერი ვერ იქნები. ზოგჯერ კი ამისთვის ისიც საკმარისია რომ გყავს კარგი მეგობარი. მე ალბათ ყველაზე ბედნიერი სიყვარულის განცდის გარდა, უთუოდ ვიქნებოდი მაშინ როცა გაჭირვებაში მყოფს ჩემი საუკეთესო მეგობარი დამეხმარებოდა. როცა ვიტყოდი რომ ის მოვა, ის ყველაფერს გააკეთებს და ისიც გააკეთებდა. უბრალოდ ხელს გამომიწვდიდა და მაგრძნობინებდა რომ ჩემთანაა, ჩემთან ერთად გადაიტანს ტკივილს და ამის მერე კი მართლა უნდა დავაფასოთ ის რასაც მეგობრობა ქვია. მარადიული არაფერია და ჩვენ ეს ჯერ კიდევ ადრე ვიცოდით. იქნებ ჯობდეს ვიყოთ ბედნიერები ყოველგვარი დიადი მიზნების გარეშე, მაშინ როცა ჩვენს გევრდით ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან ?!ჩამოხრჩობა, სიმთვრალე და ბედნიერების შეგრძნებები.

რომანის გმირები - რობერტ (რობი) ლოკამპი, გოტფრიდ ლენცი და ოტო კესტერი - ცხოვრობენ პრინციპით: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, მაგრამ „ყველა"-ეს მხოლოდ მათი სამეულია.

სკოლის სამი მეგობარი, ომში კი ფრონტის მეგობრები, სახლში დაბრუნების შემდეგ ავტო-სარემონტო სახელოსნოშიც ერთად მუშაობენ. მკითხველი არაერთხელ ხდება მათი ტკივილისა და სიხარულის მოზიარე.

სამი მეგობარი, ლიტერატურა, ამონარიდები, შეფასება, შეჯამება, ქველი, მოთხრობა, Qwelly, remarki, erix maria remarki, sami megobari, literature

      "რამდენადაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მეტია მათ შორის გაუგებრობა და უთანხმოება. და რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთურთს, მით უფრო უცხონი ხდებიან.

      მარტოოდენ უბედურთ იციან, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერი ადამიანი კი ისევე შეიგრძნობს ბედნიერებას, როგორც მანეკენი; ის მხოლოდ სხვას ანიჭებს ამ სიხარულს, თვითონ კი იგი არ გააჩნია. სინათლე არ ანათებს, როცა ნათელია, სინათლე მხოლოდ სიბნელეში ანათებს, გაუმარჯოს სიბნელეს! ვისაც ერთხელ მაინც უნახავს წყვდიადი, მას იმის ახსნა არ სჭირდება, თუ რა არის ელექტრონი! წყეულიმც იყოს წყვდიადი! სიცოცხლის იმ ციცქნა ნაკუწს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია!და იმდენად, რამდენადაც იგი ჩვენ გვიყვარს, მას ვერასოდეს საპროცენტოდ ვერ დავაგირავებთ! იცხოვრეთ თავზეხელაღებულის ცხოვრებით ! დალიეთ ბიჭებო! არის ისეთი ვარსკვლავები, რომელნიც ათი ათასეული წლის წინათ დაიმსხვრნენ, დაქუცმაცდნენ, მაგრამ დღესაც სინათლეს აფრქვევენ! დალიეთ, სანამ დრო გაქვთ!"

სამი მეგობარი, ლიტერატურა, ამონარიდები, შეფასება, შეჯამება, ქველი, მოთხრობა, Qwelly, remarki, erix maria remarki, sami megobari, literature

     

ფრაზები წიგნიდან

      დიდი სირცხვილი კია-დედამიწას ტკეპნიდე და მის შესახებ არაფერი იცოდე, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით რისთვის ვტკეპნით დედამიწას.

სამი მეგობარი, ლიტერატურა, ამონარიდები, შეფასება, შეჯამება, ქველი, მოთხრობა, Qwelly, remarki, erix maria remarki, sami megobari, literature

      ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის… სიყვარული მშვენიერი არის, მაგრამ ორთაგან ერთ-ერთი ყოველთვის მოიწყენს ხოლმე. მეორეს კი აღარაფერი დარჩენია. გაშეშდება და რაღაცას ელოდება… ელოდება გაოგნებული. "არაფერი არ მეორდება, ვმეორდებით ჩვენ" "ძალაუფლება - ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე" "ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხდება, იაფია"

სამი მეგობარი, ლიტერატურა, ამონარიდები, შეფასება, შეჯამება, ქველი, მოთხრობა, Qwelly, remarki, erix maria remarki, sami megobari, literature

      როცა ამ წიგნს ვკითხულობდი თითოეულ გვერდ ფრტხილად ვშლიდი რომ კითხვა მალე არ დასმესრულებინა ისე ღრმად გამიტაცა ამ ნაწარმოების კითხვამ რომ ვცდილობდი დრო გამეწელა საოცარი შეგძნება მეუფლებოდა როცცა თითოეულ პერსონაჟს ვეცნობოდი, თითქოს მეც მათთან ერთად განვიცდიდი და მიხაროდა.. რაც მთავარია მე უბრალოდ კი არ მომწონს ეს წიგნი არამედ მიყვარს.... მიყვრს თავისი პერსონაჟებიანად... რომლებამაც ბოლო ფურცლამდე მატირა... ვფიქრობ სწორედ ესაა კლასიკა ესაა შედვრი როცა წიგნის კითხვა ისე გიტაცებს რო ცრემლებამდე მიყავხარ...

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ლიტერატურა, მეგობარი, რემარკი

ნახვა: 9702

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters