Nodar Dumbadze, Qwelly, literature, ამონარიდები, დუმბაძე, ლიტერატურა, მარადისობის კანონი, ნოდარ დუმბაძე, ქართული, ქველი, ცნობილი ავტორი

- იცოდი თუ არა, რომ იუდა გაგყიდდა?
- იცოდა სატანამ. ღვთაება არ აცდუნებს კაცს, ღვთაება სცდის მას. სატანამ აცდუნა იუდა, როდესაც ოცდაათ ვერცხლად იყიდა იგი, ხოლო მე გამოვცადე იგი, როდესაც ბაწარი მივეცი ხელში.
- დაწყევლილი არის თუ არა იუდა შენგან?
- არა!
- რატომ?
- იუდამ იხსნა თერთმეტი კაცის სული წარწყმედისაგან.
- მაშ, რატომ არ ახსნი იუდას საუკუნოდ დასმულ დაღს?
- იმიტომ რომ იუდა იყო სატანისმიერი და არა ღვთისმიერი.
- მაშინ გამოდის, რომ სატანამ გძლია შენ.
- ასე იქნებოდა მაშინ, იუდას თავი რომ არ მოეკლა.
- გჯეროდა თუ არა, როდესაც გოლგოთაზე მიდიოდი, რომ ჯვარს გაცვამდნენ ადამიანები?
- არა!
- რისი იმედი გქონდა?
- ხალხის!
- განა ხალხმა არ გაგცვალა შენ ავაზაკში?
- ხალხმა!
- გამოდის რომ აქაც სატანამ გძლია შენ!
- არა, რადგან ეს არ იყო ცდუნება, ეს იყო გამოცდა.
- და ხალხმა ვერ გაუძლო ამ გამოცდას?
- ვერა!
- რატომ?
- ხალხი სასწაულს ელოდა ჩემგან და ამიტომ გამცვალა ავაზაკში, ავაზაკისაგან კი არაფერს ელოდა ხალხი. ეს იყო მეორე, ნაადრევი გამოცდა ადამის ძისა ჩემ მიერ და შეცდომა ჩემი.
- პირველი როდისღა იყო?
- როდესაც ადამიანს სამოთხეში მივეცი ბინა და აგარაკი. არა სხვისი ნებით, არამედ ოფლით თავისით, სისხლით თავისით და რწმენით თავისით უნდა მოვიდეს კაცი სამოთხეში.
- მაშ, როდისღა დაიჯერე, რომ ჯვარცმა შენი და აღსრულება გარდაუვალი იყო.
- როდესაც ჯვარცმულმა ჩემ წინაშე მდგომარენი ვიხილე, დედაი ჩემი და მოწაფე იგი, რომელი მიყვარდა და ვრქვი დედასა ჩემსა: - დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერე მოწაფესა მას ვრქვი: - აჰა, დედაი შენი! და იგი დარჩა დედაჩემთან,ვითარცა კაცი ჩემ მაგიერი, ხოლო დედა ჩემი მასთან, ვითარცა სული წმინდა, სული ღვთაებრივი!...

ნოდარ დუმბაძე
"მარადისობის კანონი"

ტეგები: Nodar_Dumbadze, Qwelly, literature, ამონარიდები, დუმბაძე, ლიტერატურა, მარადისობის კანონი, ნოდარ დუმბაძე, ქართული, ქველი, მეტი...ცნობილი_ავტორი

ნახვა: 1265

გამოხმაურებები!

საინტერესო ინტერპრეტაციაა, რა თქმა უნდა რეალობისგან შორს, მაგრამ მაინც საინტერესოა. 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters