უილიამ შექსპირი მსოფლიო დრამატურგიის ერტ–ერტი ყველაზე დიდებული წარმომადგენელია. მისი პიესები და პოემები მსოფლიო პოეზიის საგანძურშია შესული. ყოველ დროში მის ღირებულებებს ახლებურად აღიქვამენ და ყველა ტაობისატვის შექსპირის ნაწარმოებები უკვდავია.
შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა, დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბედ პირველის (1558–1603), ხოლო შემდეგ–ჯეიმზ პირველის(1603–25)ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37პიესა. უილიამ შექსპირი მონათლეს უორკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ–ონ–ეივონის ეკლესიაში 1564 წელის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი სამი დღით ადრე დაიბადა. მისი მამა, ჯონ შექსპირი, წარმატებული მეხელთათმანე იყო, რომელიმცუილიამის დაბაბებიდან მცირე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს უფროსი შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიწიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას მიღებული ქონდა საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდიდ სტენფორდში. 1582 წელს 18 წლის ასაკში, შქსპირი დაქორწინდა რვა წლით უფროს ქალ ენ ჰეთუეიიზე, რომელი უკვე ამ დროს ორსულად იყო. უილიამს და მის ცოლს ჰყავდა სამი შვილი: ორი ქალიშვილი სუზანა და ჯუდითი და ერთი ვაჟიშვილი ჰამნეტი, რომელიც 11წლის ასაკში გარდაიცვალა. 1592 წლიდან სექსპირი მოღვაცეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ჰენრი ჩეტილის მიერ გამოიცემულ კრებულში იგი თავს დაესხა უილიამს, ჩეტლის შემდგომ ბოდიშის მოხდა მოუწია მომხდარში უნებლიე თანმონაწილეობის გამო. 1593–94 წლებში ეპიდემიის გამო ლონდონის თეატრი დაიხურა. შექსპირმა ყურადღების კონცენტრირემა გააკეთა თავის პოეზიაზე. ამ დრს მას პატრონაჟს უწევდა მისი მეგობარი, საუტჰრმპტონის გრაფი. როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, შექსპირი შეუერთდა „ლორდ კამერჰერის მსახურების“ თეატრელურ დასს, სადაც იგი მსახიობიც იყო და დრამატურგიც. მომდევნი წლებში უილიამი ქმნის, უმეტეს წილად, კომედიებსა და ისტორიული ჟსნრის ნაწარმოებებს. 1595 წელს სექსპირმა შექმნა ყველასათვის ცნობილი ტრაგედია „რომე და ჯულიეტა“. ეს ადრინდელი შედევრები, განსაკუტრებით კი, „ამაო გარჯა სიყვარულისთვის“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“ გალექსილია ნათელ, ახალგაზრფულ სტილიში და წარმოადგენს რითმული პოეზიის უდაო ნიმუშს. რაც შეეხება „ვენეციელ ვაჭარს“, იგი უპრო გვიან პერიოდშია შექმნილი და მეთად სევდიან კომედიას წარმოადგენს (არ არის აუცილებელი კომედია იყოს სასაცილო. მთავარი ისაა, დასასრული იყოს ბედნიერი და არა ტრაგიკული). ამ პერიოდშივე შექსპირი ქმნის „ჰენრი მეოთხის“ ორ პიესას, რომელიც ფოლსტაფის სევდანარევი, მაგრამ მაინც გულღია, სისხლსავსე რენესანსული იუმორითა და თვითირონიიტ არის აღსავსე. ამ პიესებმა ისე გააოცეს დედოფალი ელიზაბედ პირველი, რომ მან შექსპირს შეუკვეტა კიდევ ერთი ფოლსტაფური პიესა, შემდგომში ცნობილი, როგორც „უინძორელი მხიარული ქალები“. 1599 წელს, როდესაც „ლორდ კამერჰერის მსახურების“ თეატრალური დასი გადავიდა „გლობუსის“ ცნობილ თეატრში, შექსპირი ტეატრის მეათედი აქციების მფლპბელი გახდა. აქციონერობა მისთვის ფინანსურად მეტად წარმათებული აღმჩდა, ვიდრე პიესების წერა. მას ხომ მხოლოდ 6 ფუნტს უხდიდნენ თითო პიესაში. 1603 წელს დედოფალი ელიზაბედი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ჟეიმზ პირცელი. შექსპირის კომპანია გარდაიქმნა სამეფო დასად და ხშირად მართავდა სპეკტაკლებს სამფო კარზე. ამ დროისათვის უილიამი გამთქმული და წარმატებული დრამატურგი ხდება და მშობლიურ ქალაქში უძრავი ქონების სეძენას იწყებს. ამ პერიოდს უკავშირდება მისი ყველაზე ცნობილი ტრაგედიების შექმნა, ესენია: „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“, „ანტონიუსი და კლეოპატრა“. ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა. თავის უკვდავ ტრაგედიებში შექსპირმა მიაღწია ე. წ. „თეთრი ლექსის“ სტილის განუმეორებელ პოეტურ წარმატებას, ამასტანავე ნაწარმოებები სავსე იყო თავისუფლებით. შემდგომ პერიოდის შედევრებს „ზამთრის სიზმარი“ და „ქარიშხალი“ – აშკარად აჩნიათ გვიანი რენაესანსის კრიზისის ნისნები. მწვავე კინფლიკტების კომპრომისული მოგვარების გზები ცნდება. ამგვარ შემრიგებლურ ნოტაზე დაასრულა უილიამ შექსპირმა თავისი ბრწყინვალე კარიერა. დაახლოებით, 1610 წლიდან შექაპირი მშობლიურ სტენფორდს უბრუნდება, თუმცა მომდევნო ორი–სამი წლის განმავლობაში კონტაქტობს ლონდონის თეატრთან. 1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ 52 წლის ასაკში, შექსპირი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის პირველი სრული კრებული, ე. წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც „ევონის მშვენიერი გედი“.
შექაპირის ზუსტი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ბევრი რამ დღესაც საიდუმლოებას წარმოადგენს. ეჭვს იწვევს მის პორტრეტების აუთენტურობაც, ნამდვილად კი სექსპირია გამოხატული ამ ფოტოებზე?
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ლიტერატურა, შექსპირი
✎ ზუსტად არავინ იცის შეპსქირის დაბადების თარიღი, თუმცა მიჩნეულია , რომ იგი 23 აპრილს დაიბადა.
✎ ენისა და შექსპირის ქორწინება ენის ორსულობით იყო გამოწვეული. მაშინ შექსპირი სულ რაღაც 18 წლის იყო, ხოლო ენი მასზე 8 წლით უფროსი
✎ 26 წლის შექსპირზე ძალიან ბევრი რამ არის უცნობი - ამა პერიოდს შექსპირის დაკარგულ წლებს უწოდებენ. მათ შორის არავინ იცის, თუ როგორ გამოიყურებოდა შექსპირი!
✎ შექსპირს არასდროს გამოუქვეყნებია საკუთარი პიესები.
✎ მან და მისმა კომპანიამ 2 თეატრი დაარსეს.
✎ ძალიან ბევრ ავტორსა და პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ ეს პიესები შექსპირის დაწერილია.
✎ შექსპირის ოჯახის არც ერთმა წევრმა არ იცოდა წერა-კითხვა!
✎ შექსპირის ყველა შვილიშვილი დაიღუპა. მას შთამომავლები არ ჰყოლია.
✎ შექსპირმა ინგლისური ენა 1700 სიტყვით გაამდიდრა.
✎ შექსპირის ცნობილი პიესის "მეფე ლირის" ფინალი იმდენად სევდიანად ითვლებოდა, რომ მთელი 150 წლის განმავლობაში იგი ორიგინალში არ დადგმულა.
✎ არსებობს ჭორები, რომ შექსპირს ჰყავდა არაკანონიერი შვილი - William Davenant
✎ შექსპირის ნაწარმომებების უმეტესობა მისი გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.
dzalian kargia:)
Welcome to
Qwelly
ნოემბერი 4, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•