ედგარ ალან პო - ოვალური სურათი
მე, ასე შეჭირვებული კაცი ღამეს ცისქვეშ ხომ არ გავათენებდი, და ჩემმა მსახურმა სრა-სასახლის კარის შემტვრევა გაბედა; სევდა და დიდებულება ერთად დასტყობოდა აქაურობას. ისევე, როგორც ქალბატონ რადკლიფის წარმოსახვაში, აპენინებშიც ხშირად შეხვდებოდით კაეშნისმომგვრელ ასეთ ნაგებობებს. კარგად ჩანს, რომ ამ ცოტა ხნის წინ ორიოდე დღით დაეტოვებინათ იგი. ყველაზე უფრო პატარა და ნაკლებად გაწყობილ ერთ ოთახში დავბინავდით. ამ შენობის შორეულ კოშკში მდებარეობდა ეს დარბაზი. მთლად დაძველებულიყო მისი წინადროინდელი მოწყობილობა. კედლებიდან ჩამოშლილ გობელენებზე ეკიდა აურაცხელი და ნაირ-ნაირი ნაალაფევი იარაღი, მოოქრულ არაბესკებით დაფარულ ჩარჩოებში ჩაესვათ შთაგონებით შექმნილი ბევრი თანამედროვე ფერწერული ტილო. საკვირველი არქიტექტურისა იყო ეს შენობა და ამიტომაც მრავალ კუთხე-კუნჭულს ნახავდით, სურათები აქაც დაეკიდათ. ციებ-ცხელებამ შემომიტია და შესაძლოა მიზეზი ეს იყო, რომ მთელი ჩემი გულისყური მიიპყრო ამ სურათებმა. მოსაღამოვებული იყო; პედროს ვუბრძანე, მიხურე ეგ მძიმე დარაბები, ჩემს თავთან მდგომი მაღალი კანდლის ყველა სანთელი აანთე და ამ საწოლის ფოჩებიანი შავი ფარდა რაც შეიძლება ფართოდ გადახსენი-მეთქი. იმიტომ მოვინდომე ასე, რომ თუ ძილი არ წამართმევდა თავს, კარგად დავინახავდი ამ სურათებს და ამ პატარა წიგნსაც ყურადღებით წავიკითხავდი, რომელიც ბალიშზე ვიპოვე და სურათების გარჩევასა და მათ აღწერილობას გვამცნობდა.
დიდხანს, დიდხანს ვკითხულობდი, სურათებს კი გამოწვლილვით ვათვალიერებდი. მალე გაილია ეს დიდებული საათები, შუაღამე გადასულიყო უკვე. მოუხერხებლად იდგა კანდელი და არ მომწონდა, მაგრამ რაკი მსახურის შეწუხება არ მინდოდა, ძლივძლივობით მივწვდი და ისე დავდგი, მის შუქს კარგად გამოეჩინა წიგნის ფურცლები. მაგრამ ყოვლად მოულოდნელი ამბავი კი მოხდა. სანთლების შუქმა (აუარება რომ იყო აქ) ოთახის ერთი ნიში გამოაჩინა, მანამდე იგი სარეცლის ერთ ტოტთაგანს დაეფარა სრულიად. მოციმციმე ნათელზე შევნიშნე მხოლოდ ეს სურათი: ქალობისათვის ახალმომწიფებული ნორჩი გოგონას სურათი იყო. შევხედე თუ არა ამ ნახატს, იმავე წამს თვალი დავხუჭე, რად გავაკეთე ასე, ამას მაშინ ვერ მივხვდი. ჩემდა უნებურად მომივიდა ეს, როგორც ჩანს, დრო ხომ უნდა მქონოდა ფიქრისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, თვალმა არ მომატყუა-მეთქი, დამშვიდებული, ფანტაზიადაოკებული უფრო საღი გონებითა და უფრო თავაზიანად დავკვირვებოდი. კიდევ ორიოდე წამიც და კვლავ მივაპყარი მზერა სურათს.
საღი მხედველობა მქონდა ახლა და ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდა, კანდლის პირველი სხივი მომხვდა თუ არა ტილოს, თითქოსდა დამეხსნა გრძნობისწამღები ძილქუშის ხვანჯები და იმწუთას დამიბრუნდა სიფხიზლე. ქალიშვილის სურათი იყო, როგორც უკვე გითხარით. თავი და მხრებიღა მოჩანდა მისი, დაეხატათ ვინიეტური მანერით, ასე უწოდებენ ამას; სალის უყვარდა ასე თავების გამოსახვა. მკლავები, მკერდი და ოქროსფერი თმაც კი შერთვოდა ფონს - სიღრმეში დანთქმულ ბუნდ ჩრდილს, ჩარჩო ოვალური, მავრიტანული ჩუქურთმებითურთ, მდიდრულად მოოქრულიყო. ხელოვნების ნაწარმოებთაგან ყველაზე უფრო აღმაფრთოვანებელი ეს სურათი გახლდათ. მაგრამ არც შესრულებამ, არც მარადიულ მშვენიერებასთან წილნაყარმა სახემ შემძრა უეცრად სულით ხორცამდე. ძილ-ღვიძილში მყოფს არც ცოცხალი მყოფს არც ცოცხალი არსების თავი მგონებია, სულაც არა. მივხვდი იმწუთას, რაკი ვნახე ნახატის თავისებურება, მისი ვინიეტური მანერა, ჩარჩო, მაშინვე უნდა უარმეყო ეს იდეა, გულშიაც კი ვერ გავივლებდი ამას. საათი იქნებოდა, რაც სანახევროდ წამომჯდარი ფიქრში ვიყავი წასული, თვალი ვერ მომეცილებინა სურათისთვის. დაბოლოს ჩავხვდი მისი ეფექტის საიდუმლოებას, ისევე გავსწორდი ლოგინზე. მთლად ცოცხალივით ჩანდა სურათზე ის არსება, ჯერ მომაჯადოვა, მერე შევჩქვიფდი კიდევაც, საბოლოოდ კი თავზარი დამეცა, გული გადამიტრიალდა. დიდი მოწიწებითა და სასოებით ისევ თავის ადგილას დავდგი კანდელი. ჩემი მღელვარების საგანს რაკი ვეღარ ვხედავდი, მოუთმენლად მივწვდი იმ წიგნს, სადაც სურათების აღწერილობა და მათი შექმნის ისტორია იყო მოყვანილი. მოვძებნე ის ნომერი, რომლითაც ოვალური სურათი აღენიშნათ, და შემდეგი ბუნდი და გასაოცარი სიტყვები ამოვიკითხე: „შეუდარებელი სილამაზის ასული იყო იგი, მშვენიერება მისი მის სიმხიარულეს შეედრებოდა. საბედისწერო ჟამმა დაჰკრა, როდესაც მან მხატვარი ნახა, შეუყვარდა და მისთხოვდა. ეს ზეშთაგონებული, გულმოდგინე, პირქუში კაცი უკვე ხელოვნების ტრფიალი გახლდათ; შეუდარებელი სილამაზის ასული იყო იგი, მშვენიერება მისი მის სიმხიარულეს შეედრებოდა - ნათელი გადასდიოდა სულ მუდამ მომღიმარეს, შველივით ცელქს, მოსიყვარულეს, მზრუნველს, და მხოლოდ თავისი მეტოქე - ხელოვნება შესძაგებოდა; შიშატანილი უმზერდა პალიტრას, ფუნჯებსა და სხვა ბედით იარაღებს, რის გამოც მიჯნურის სახეს ვეღარ ხედავდა. და როცა მხატვარმა თავისი ახალგაზრდა ცოლის სურათის შექმნა მოისურვა, თავზარი დაეცა. მაგრამ სათნო, დამყოლი, მოკრძალებული ქალი იყო და მრავალი კვირა იჯდა ბნელსა და მაღალ კოშკში, მქრქალი ნათელი ეფინებოდა ზემოდან უფერო ტილოს. მაგრამ შემოქმედების ცეცხლი მოსდებოდა მხატვარს და ასე მისდევდა საათი საათს, დღე დღეს. ზეშთაგონებული, მგზნებარე, გაუცინარი კაცი ოცნებას მისცემოდა და ვერ ხედავდა, მიყრუებული კოშკის შემზარავს შუქზე როგორ ილეოდა მისი მეუღლის სული და ხორცი, ეს ამბავი მის გარდა ყველას შეენიშნა უკვე. ღიმილი არ მოშორებია ქალის სახეს, ერთიც არ დაუჩივლია, იგი ხედავდა, რომ მხატვარს (დიდად სახელგანთქმულს) დღე და ღამე ჰქონდა გასწორებული, რათა ხორცი შეესხა იმისათვის, ვისაც უყვარდა იგი და ვინც დღითიდღე, სულ უფრო და უფრო უძლური და ნაღვლიანი ხდებოდა. და მართლაც სურათის მნახველი ყველა ჩურჩულით აღნიშნავდა მსგავსებას - უდიდესი საოცრებაა. ეს მოწმობს მხატვრის ნიჭსა და უსაზომო სიყვარულს მისადმი, ვინც ასე სრულყოფილად წარმოაჩინაო. დაბოლოს, სურათის დამთავრების ხანს, აღარავის უშვებდნენ კოშკში, რაკიღა შემოქმედების ცეცხლმა მოიცვა მხატვარი, თვალი მხოლოდ წამით მოაცილა ტილოს, რათა თავისი ცოლისთვის შეეხედა; და არ ისურვა დაენახა, რომ ტილოზე დაფენილი ფერები მის გვერდით მჯდომის ლოყებიდან წარეტაცნა მას. ასე გავიდა მრავალი კვირა, ცოტა დარჩა გასაკეთებელი, ფუნჯის ერთი მოსმაღა სჭირდებოდა ბაგე-პირსა და თვალს, და ვითარცა ლამპარმა, ისე მოიღო ბდღვრიალი ქალის სულმა. დასრულდა, მზად იყო სურათი, და მცირე ხნით გაირინდა თავისი ქმნილების წინაშე მდგომი მხატვარი, კიდევ ერთი წამიც და მიწისფერი დაედო, თავით ფეხებამდე კანკალი მოეკიდა და შესძახა ზარგანხდილმა: „მართლაცდა სიცოცხლეა ეს თავად!“ მერმე უეცრად თავის სატრფოს მიუბრუნდა - ის კი მკვდარი იყო!“
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•