ის აქ იყო! ჩრდილოეთ განედის 9 გრადუსსა და 22 მინუტზე. შეუძლებელია, შეცდომა იყოს.ლოთმა შავი თითი დააკაკუნა გეოგრაფიული რუკის ცხიმიანი ლაქებით მოსვრილ ნაგლეჯზე. მეთევზეებსა და დოკერებში, ჩვენს მაგიდას გარს რომ ერტყნენ, მისი ყოველი მგზნებარე მტკიცება სიცილს იწვევდა. მას ყველა იცნობდა და განსაკუთრებულადაც ექცეოდნენ. ის ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფის წევრი იყო. ჩვენ მას სტუმრად ვიწვევდით, ერთად რომ დაგველია და მოგვესმინა მისი ხრინწიანი ხმით მონაყოლი თავგადასავალი - დაუჯერებელიც და სევდიანიც. ორმოცი წლის წინ სხვებთან ერთად იგი ზღვაში გაუჩინარდა. მისი სახელი და გვარი მთელი ეკიპაჟის წევრებთან ერთად ეკლესიის ინტერიერზე მიაწერეს. შემდეგ კი დაივიწყეს. 22 წლის შემდეგ, როცა კვლავ გამოჩნდა, გაწეწილი და აღტკინებული, ვიღაც ზანგთან ერთად, მისი შეცნობა შეუძლებელი იყო. ამბავი, რომელსაც ის ყველას უყვებოდა, განსაცვიფრებელი გახლდათ. გემი დაიღუპა და ის მარტო აღმოჩნდა თხებითა და თუთიყუშებით დასახლებულ კუნძულზე. ის ზანგიც კი არ ეყოლებოდა, კანიბალების ბრბოსგან რომ არ გადაერჩინა. ბოლოს ინგლისურმა ნავმა ისინი გადაარჩინა და შინ ისე დაბრუნდა, რომ მცირეოდენი ქონების დაგროვებაც კი ვერ მოახერხა, რაც კარიბის ზღვაში, გაცხოველებული ვაჭრობის წყალობით, იმ დროს ძალიან ადვილი იყო. ყველა პატივს სცემდა. ის დაქორწინდა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ქალიშვილად შეეფერებოდა. როგორც ჩანს, ყოველდღიურმა ცხოვრებამ ფარდა ჩამოაფარა იმ დაუჯერებელ შემთხვევითობას, რომელიც სიმწვანითა და ჩიტების ჭიკჭიკით იყო სავსე და წარსულის ბედის ჭირვეულობის საჩუქარს წარმოადგენდა. წლების განმავლობაში რაღაც ფარული მიზეზი სტანჯავდა რობინზონს. პარასკევა კი, მისი ზანგი მსახური, პირველი დანებდა ცხოვრებას. რამდენიმე თვის განმავლობაში უნაკლო ცხოვრების შემდეგ, მან სმას მიჰყო ხელი, ჯერ თავშეკავებით, შემდეგ კი უფრო და უფრო ხშირად. ამას დაერთო ორი ახალგაზრდა დედის თავგადასავალი, რომელიც სენ-ესპრის თავშესაფარმა მიიღო. მათ თითქმის ერთდროულად გააჩინეს ბავშვები, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ შერეული სისხლი. ნუთუ ორმაგ დანაშაულს სჩადიოდა? რობინზონმა პარასკევა მისთვის უჩვეულო სიმკაცრით გააფრთხილა. რატომ არ გააგდო? რა საიდუმლო აკავშირებდა მას ზანგთან? ბოლოს ვიღაცამ მნიშვნელოვანი თანხა მოჰპარა მეზობელს და სანამ ვინმეზე მიიტანდნენ ეჭვს, პარასკევა გაუჩინარდა.

- სულელი! - თქვა რობინზონმა, - თუ ფული სჭირდებოდა გასამგზავრებლად, რატომ მე არ მთხოვა.

და დაუფიქრებლად დაამატა:

- სხვათა შორის, კარგად ვიცი, სადაც წავიდოდა!

დაზარალებული ამ სიტყვებს ჩაეჭიდა და რობინზონს მოსთხოვა დანაკარგის ანაზღაურება. ცოტა წინააღმდეგობის შემდეგ, რობინზონმა ფული გადაიხადა.

ამ დღიდან მოყოლებული, რობინზონს უფრო მოწყენილს ხედავდნენ. იგი სანაპიროსა და პორტის სამიკიტნოებში დადიოდა და სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა:

- ის იქ დაბრუნდა, ამაში დარწმუნებული ვარ! ახლა იქ არის ის არამზადა!

       პარასკევასთან მას რაღაც საიდუმლო აკავშირებდა და ეს საიდუმლო იყო ერთი პატარა მწვანე ლაქა, რომელიც მან, დღიდან ჩამოსვლისა, კარიბის ზღვის სილურჯეში ჩახატა პორტის კარტოგრაფის დახმარებით. ეს იყო კუნძული მისი ახალგაზრდობის, მისი ლამაზი თავგადასავლის სიმბოლო - მშვენიერი და მარტოსული ბაღი! რას ელოდა იგი ამ წვიმიანი ცის ქვეშ, ამ წებოვან ქალაქში, ვაჭრებსა და პენსიონრებს შორის? მისი ახალგაზრდა ცოლი, რომელიც საღი გონებით გამოირჩეოდა, პირველი მიხვდა მის უცნაურ და დამღუპველ დარდს.

- ვხედავ, რომ მოწყენილი ხარ, მითხარი რაზე დარდობ?

- მე? ხომ არ გაგიჟდი? ვისზე ან რაზე უნდა ვდარდობდე?

- რა თქმა უნდა, შენს უკაცრიელ კუნძულზე! კარგად ვიცი, ხვალვე გაემგზავრებოდი ერთი ვიღაც რომ არ გაკავებდეს!.. და ეს ერთი ვიღაც მე ვარ!..

ის ხმამაღლა უარობდა და რაც უფრო მეტად ყვიროდა, ცოლი უფრო და უფრო რწმუნდებოდა თავის სიმართლეში.

მას ქმარი ძალიან უყვარდა. მისთვის არასოდეს არაფერზე უთქვამს უარი. როდესაც ცოლი გარდაეცვალა, რობინზონმა მაშინვე გაყიდა სახლ-კარი და აფრიანი გემი დაიქირავა კარიბის ზღვაში გასამგზავრებლად.

***

       გავიდა წლები. ის კვლავ დაივიწყეს. მაგრამ როცა ისევ დაბრუნდა, უფრო მეტად შეცვლილი ჩანდა, ვიდრე პირველი მოგზაურობის შემდეგ. ეს იყო დაბერებული, მოქანცული, ალკოჰოლში ჩამხრჩვალი კაცი, რომელიც მზარეულის თანაშემწესავით გადმომდგარიყო სატვირთო გემის ბორტზე...მისმა ნათქვამმა სიცილი გამოიწვია. ვერ იპოვა! თვეების განმავლობაში თავდაუზოგავი ძიების მიუხედავად, მან კუნძული ვერ იპოვა! ამ ამაო ექსპედიციაში ძალ-ღონე გამოელია, დახარჯა აუარება ფული, კვლავ რომ ეპოვა ბედნიერებისა და თავისუფლების მიწა, მიწა, რომელიც სამუდამოდ გამქრალიყო.

- და მაინც, ის იქ იყო! - უკვე მერამდენედ იმეორებდა რობინზონი იმ საღამოს და თითს რუკას ურტყამდა.

მოხუცმა მესაჭემ მხარზე ხელი დაარტყა:

- მისმინე, რას გეტყვი იცი, რობინზონ! შენი უდაბური კუნძული, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქ არის. მე გარწმუნებ, რომ შენ ის ისეთივე ლამაზი და კარგი ნახე, როგორიც უწინ იყო!

- ვნახე? - რობინზონი გაბრაზდა, - მე გეუბნები...

- შენ ის ნახე! შენ ალბათ მის წინ ათჯერ მაინც გაიარე, მაგრამ შენ ის ვერ იცანი.

- ვერ ვიცანი?

- ხო, იმიტომ, რომ ისიც შენსავითაა, ისიც დაბერდა - შენი კუნძული! დიახ, ხომ ხედავ, ყვავილები ხეხილად იქცა, ხეხილი ტყედ, ერთ დროს მწვანე ტყე კი მკვდარ ტყედ გადაიქცა. ტროპიკებში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება! ჩაიხედე სარკეში, იდიოტო! მითხარი, როცა მის წინ ჩაიარე, შენ თუ გიცნობდა შენი კუნძული? რობინზონს სარკეში არ ჩაუხედავს. განაჩენი მეტისმეტად მკაცრი იყო. მან ისეთი სევდიანი და დაბნეული სახით შეხედა ირგვლივ მყოფთ, რომ სიცილის ტალღა უცებ შეწყდა და მოთამაშეთა ბუნაგში სიჩუმე ჩამოვარდა.

ნახვა: 403

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters