იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც მეტად ზარმაცი და უქნარა შვილი ჰყავდა. სანამ ძალა მოსდევდა, არჩენდა შვილს, არაფერს აკლებდა, მაგრამ ბოლოს მოხუცდა და ოჯახის შენახვა გაუჭირდა. იფიქრა, ბიჭი თავისი უქნარობით დაიღუპებაო, დაუძახა ერთ დღეს და გამოსაცდელად უთხრა: - მე საცაა მოვკვდები და ჩემი ქონება სხვა უნდა დავუტოვო, რადგან შენ, სულ ერთია, ვერ მოიხმარ, უქნარობით გაანიავებ. მუშაობა გეზარება, სულ მცირეოდენი ფულის შოვნაც კი არ შეგიძლიაო.
- რატომ არ შემიძლიაო, - იწყინა ბიჭმა.
- თუ შეგიძლია, წადი, შენი ნაშოვნი ფული მოიტანე და ქონებასაც მაშინ დაგიტოვებო.
ბიჭი ხომ არაფრის გამკეთებელი იყო და გადაწყვიტა, ქონება ეშმაკობით ჩაეგდო ხელში. სახლში ჩუმად აიღო მამის ფული, წავიდა, ქუჩა-ქუჩა უქმად იხეტიალა, საღამოს დაბრუნდა შინ, მამას მისივე ფული მოუტანა და უთხრა:
- გადავყევი მაგის შოვნასო.
მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა და ბუხარში შეუძახა.
- ეს შენი ნაშოვნი არააო! - უთხრა შვილს. ბიჭმა გაიცინა და გაეცალა. მეორე დღეს ისევ ჩუმად აიღო მამის ფული. ქუჩა-ქუჩა უქმად იხეტიალა, საღამოს კი იმდენი ირბინა, გაოფლიანდა, შევარდა მამასთან და უთხრა:
- ხომ ხედავ, როგორი გაოფლილი მაქვს შუბლი, ძლივს ვიშოვე ეს ფულიო.
მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ბუხარში შეუძახა და უთხრა:
- მატყუებ, ეს შენი ნაშოვნი არააო!
ბიჭმა გაიცინა და გაეცალა. იგი მიხვდა, რომ საქმე წახდა, მამა ჭკვიანი კაცი იყო და ვერ მოატყუებდა. ამიტომ გადაწყვიტა, მართლა საკუთარი ოფლით და შრომით ეშოვა ფული. მთელი კვირა იმუშავა, ზოგს რა გადაუზიდა, ზოგს რა გაუკეთა, მოაგროვა ცოტაოდენი ფული და მიუტანა მამას. მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ბუხარში შეუძახა და უთხრა:
- არა, ეს შენი ნაშოვნი არააო!
ახლა კი გადაირია ბიჭი, ორივე ხელით ეცა ბუხარში შეგდებულ ფულს, გამოიტანა და იყვირა:
- რა ჰქენი, მამაჩემო, მაგის შოვნას მე ერთი კვირა გადავყევი და შენ ცეცხლში ყრიო!
მამამ უთხრა:
- ახლა კი მჯერა, შვილო, შენი. მაგ ფულზე ისე დაგეწვა გული, ნამდვილად შენი შრომითაა ნაშოვნიო.....
ტეგები: Qwelly, ზღაპარი, ლიტერატურა, სიზარმაცე, ტყუილი, ხალხური
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•