"ჩემმა სიტყვებმა არ შეგაშინოს: მკვდარს არაფერი სჭირდება- არც სიყვარული, არც სიბრალული, არც დამშვიდება. მხოლოდ ერთსა გთხოვ – დაიჯერე ყოველივე, რასაც შენდამი ლტოლვით გახელებული გული ჩემი გაუწყებს. დაიჯერე ყოველივე, მხოლოდ ამას გემუდარები."
"ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ, გამოუცნობ სიყვარულს! ეს სიყვარული ისეთი უიმედო და უანგარო, ისეთი მორჩილი, გაფაციცებული და მგზნებარეა, როგორიც არ შეიძლება იყოს მოზრდილი ქალის საწადელს აყოლილი, მაგრამ ამასთანავე თუნდაც არაცნობიერად, მაგრამ მაინც მისი გრძნობის გაზიარების მომთხოვნი სიყვარული. მხოლოდ მარტოსულ ბავშვს შეუძლია მთლიანად ჩაიმარხოს გულში ვნება. სხვები ფლანგავენ მას, როცა ცდილობენ თავიანთი განცდები სხვას გაუზიარონ, ყბედობით იჩლუნგებენ გრძნობას. მათ ხომ ბევრი სმენიათ და წაუკითავთ სიყვარულზე, კარგად იციან, რომ სიყვარული ყველას ხვედრია; ისინი თამაშობენ ამ სიყვარულით, საკვეხნად გაუხდიათ, როგორც ბიჭებს პირველი სიგარეტი."
"ყველაფერი, რაც ჩემში იზრდებოდა და იფურჩქნებოდა, გცნობდა მხოლოდ შენ, სწამდა მოლოდ შენზე ოცნება."
ვიცი, რასაც ვამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა, ბავშვური სისულელეა. კლდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არ მრცხვენია. ჩემი სიყვარული შენდამი არასოდეს ყოფილა ასე წმინდა და მხურვალე, როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში."
"-ერთ ცალს ხომ არ მაჩუქებდი ამ თეთრი ვარდებიდანი
- დიდი სიამოვნებით.
- შეიძლება ეს ვარდები ქალმა გისახსოვრა, რომელსაც უყვარხარი
- შეიძლება. მე არ ვიცი. ვიღაცამ გამომიგზავნა, მაგრამ ვინ წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ მიყვარს ისინი,
- შეიძლება ეს ვარდები იმ ქალისგანაა რომელიც დაივიწყე. - გაკვირვებული მომაშტერდი. შენს მზერას გავუძელი. "მიცანი, ახლა მაინც მიცანი".
"იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც."
"სიკვილი აღარ მიმძიმს, რადგან შენ ამას შორიდან გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი რომ მოეყენებინა, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი. "
"ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარ! მაგრამ ეს სიყვარულიტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებ – და ეს მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენსლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ . ეს, მხოლოდ ეს მამშვიდებს, ჩემო საყვარელო!"
"მწერალი შეკრთა: მოეჩვენა, თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვასამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაბერა. მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა და უკვდავი სუნთქვასიყვარულისა. მის სულში რაღაცამ გაანათა. მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება დაიმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო, როგორც შორეულმა მუსიკამ."
შტეფან ცვაიგი
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, თეთრი_ვარდები, სიყვარული, ცვაიგი, წერილი
ეს ჩემი უსაყვარლესი მწერლის საყვარელი ნოველააა
მე ეს : ''იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც.”
მარიამ კვარაცხელია_მ თქვა:
,,მწერალი შეკრთა: მოეჩვენა, თითქოს უეცრად კარი ფართოდ გაიღო და მის წყნარ ოთახში სხვასამყაროდან სუსხიანმა ქარმა დაბერა. მან იგრძნო სუნთქვა სიკვდილისა"
ნათი მართლაც ძალიან კარგია... :))
ნათი მორბედაძე_მ თქვა:
ეს ჩემი უსაყვარლესი მწერლის საყვარელი ნოველააა
როგორ მახსოვს პირველად წაკითხვისას რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე :) :)
მოგეეწოონა ქეეთევაან?? :)
qeti_მ თქვა:
როგორ მახსოვს პირველად წაკითხვისას რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე :) :)
არ მაქვს მე ეგ წაკიითხუულიი ((
ლალიკო_მ თქვა:
''უცნობი ქალის წერილი'',მისი განცდები უცხო არ იყო მაინც:))მაგრამ ცვაიგის ''ტყუპი დები"მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და დამაფიქრებელია...
ნუუ ტიირიი მარიიამ ))))
მარი_მ თქვა:
ჩემი პირველი წიგნი იყო რომლმაც მატირა :დ :დ :d
მე ვიცნობ ცვაიგს.. ის არის მამაკაცი მწერალი, რომელიც უნაკლოდ ჩასწვდა ქალის ფსიქოლოგიას. :*
ჰოო ასეაა... ჩაწვდა ჩაწვდა.... მაგრამ მაინც,,,, ნერვები მეშლება ამ ნაწარმოებზე .. რა წესია ასეთი სიიყვარუული და ასეე ,,,, -_- არმგოონია როომელიმე ქალი ასე მოქცეუულიყოო... ნწ...
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ცოტა შევცბი :) და სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ამბავს : ) ცვაიგთან რა მოსატანია, მაგრამ ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის რომანში "მე ის ვარ", ასევე ქალის ცალმხრივი სიყვარულია აღწერილი და ისიც ცოტა მაოცებს : )) პ.ს. თუ არ გაქვთ წაკითხული გირჩევთ ...
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2026.
საათი: 10:51am
0 კომენტარი
0 მოწონება
0.3 Divine Orbs = Million-Gold Fun? POE2's New Meta Exposed
【Summary】
Still stressing over a lack of Divine Orbs? Still getting one-shot by mysterious invisible monsters? The vibe in the POE2 community is a bit mixed today…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2026.
საათი: 10:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for the best value-for-money melee gear in OSRS? This guide breaks down the Bandos Chestplate stats, use cases, and value retention, helping you avoid pitfalls when upgrading your gear. Visit RSorder to …
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•