ახლახან წავიკითხე შტეფან ცვაიგის – “მოუთმენლობა გულისა ” სადაც ნაწარმოების მთავარი გმირი 25 წლის კავალერისტი ტონი ჰომფილერი. ავსტრიელი ღარიბი მოხელის ექვსშვილიან ოჯახში აღზრდილი ვაჯი სულ პატარა მიაბარეს სამხედრო სასწავლებელში,რადგან ოჯახს უჭირდა შვილების რჩენა. იგი მსახურობდა უნგრეთის საზღვართან მდებარე პატარა საგარნიზონო ქალაქში,სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა.ორიოდე თვის შემდეგ ნაცნობმა აფთიაქარმა რეკომენდაცია გაუწია და ჰომფმილერი მიიპატიჯეს მდიდარი მემამულის – კეკეშფალვას ოჯახში. ტონის ასეთი სიმდიდრე არასდროს ენახა. ცეკვების დაწყებისას მან მოვალედ ჩათვალა თავი გაეწვია საცეკვაოდ მემამულის ქალიშვილი ედიტი, რომელიც ოთახის კუთხეში მიმჯდარი იყო ხანდაზმულ ბანოვნებთან ერთად. ახალგაზრდა ოფიცრის მიპატიჯებაზე ქალიშვილს ისტერიული ქვითინი აუვარდა, რადგან ედიტი ინვალიდია..

ჩემი აზრით,შტეფან ცვაიგი არის ის მამაკაცი მწერალი,რომელიც უნაკლოდ ჩასწვდა ქალის ფსიქოლოგიას.ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რამდენად არაჩვეულებრივი ნაწარმოებები აქვს. ბევრს აღარ ვისაუბრებ დაა ☺

აი ჩემი ამონაწერები :

• ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი – სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე – ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი…

• ადამიანი მხოლოდ მტვრის ნამუსრევია და მის ნება-სურვილს ანგარიშს არავინ უწევს.

• ადამიანი მხოლოდ მაშინ ავლენს თავის შესაძლებლობებს , როდესაც თავს ლაღად გრძნობს .

• გაცლებით მნიშვნელოვანი და გონივრულია იყო მდიდარი , ვიდრე მდიდრად გთვლიდნენ.

• საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს .

• ადამიანებს,როგორც ცნობილია,თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე.ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან,რომ არარსებულად,არარეალურად აცხადებენ.

• ყოველთვის როდი შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ის,რაც გვსურს და რაც სინამდვილეში არსებობს.

• ვისაც ბევრი უამბნია,მას ბევრსაც მოუთხრობენ.

• ხშირად სიმამაცე სხვა არა არის რა,თუ არა სისუსტე უკუღმა პირიდან.

• თუ ერთხელაც მასხარად აგიგდეს ამხანაგებმა,სამუდამოდ მასხარად რჩები.არა და არ დაივიწყებენ შენს მარცხს,შენდობას ნუ ელი.

• ვერანაირ დანაშაულს ვერ დაივიწებ , სანამ მის გამო სინდისი გქენჯნის.

ტეგები: qwelly, ამონარიდები, ლიტერატურა, ფრაგმენტები, ცვაიგი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 3675

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters