არ შეიძლება მარტვილში ვიყოთ და არ გავოცდეთ... ის ტურისტული ბილიკები რომლებადაც მარტვილის მდინარის ხეობები, მღვიმეები მოინათლა, შეუძლებელია საოცრებებად არ აღვიქვათ...ძირითადად აი რა ხდება :
გაჭედილის კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის. მდ. აბაშა კვეთს ანტიკლინურ სერს და წარმოქმნის გაჭედილის კანიონს, რომლის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. რამდენიმე ადგილას კანიონი საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის. კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცურვა არის შესაძლებელი.
გაჭედილის კანიონიდან 3.5 კმ დაშორებით სოფ. პირველ ბალდაში მდებარეობსმოთენას მღვიმე. სოფლამდე ავტოტრანსპორტის სავალი გზაა. აღმოსავლეთით არსებულ ტაბაკელას ქედზე მდებარეობს მოთენას მღვიმე, რომლისკენაც სოფლიდან მიემართება 0.5 კმ სიგრძის ბილიკი
მოთენას მღვიმე (ზ.დ. 570 მ) გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. მღვიმე ჰორიზონტალურია და აღმავალი. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. მოთენას მღვიმე შედგება ორი დიდი დარბაზისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო ხვრელით. პირველი დარბაზის სიგრძეა 30 მ, სიმაღლე – 24-25 მ. მღვიმის ჯამური სიგრძეა 75 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები და ფარდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები; გაედინება მცირე მდინარე. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვ. აქვეა ისტორიული დროის ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ. მღვიმე ადვილი გასავლელია. მღვიმის მონახულების შემდეგ ვბრუნდებით სოფ. პირველ ბალდაში, ავტომობილით გზას ვაგრძელებთ სოფლის ბოლოს მდებარე კანიონისკენ, რისი დათვალიერებაც შესაძლებელია კანიონზე გადებული ხიდიდან. ამის შემდეგ საფეხმავლო ბილიკით გზას ვაგრძელებთ ტობას ჩანჩქერებისკენ და 5 კმ დაშორებით ვბანაკდებით ადგილ ჯვარიშთან, სადაც შესაძლებელია კარვების გაშლა, მოიპოვება სასმელი წყალი და შეშა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•