12 მაისს (ძვ. სტ. 29 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პირველწოდებულ მოციქულ ანდრიას!

ანდრია პირველწოდებული, მოციქული, პირველწოდებული მოციქული, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     წმინდა მოციქულ ანდრიას უფალმა პირველს მოუწოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული. თავდაპირველად იგი იოანე ნათლისმცემლის მოწაფე გახდა, ხოლო შემდგომ ძმასთან, პეტრესთან ერთად იესოს დაემოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. მოგვიანებით უფლის მოწოდებით ძმები თან გაჰყვენიან მას და ამის შემდგომ თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

     მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც მოწაფეებმა წილი ჰყარეს, თუ ვინ რომელ ქვეყანაში წავიდოდა საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, სწორედ ამიტომ ეწოდება საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მაგრამ, რადგანაც წმინდა მარიამის მიძინების ჟამი მოახლოებული იყო, უფლის ნებით იგი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გამოგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით, რომელზეც ყოვლადწმიდა ქალწული ყრმა იესოთია გამოსახული. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

     დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

     მრავალი განსაცდელის მიუხედავად, წმინდა ანდრია დაუღალავად ქადაგებდა ქრისტეს შესახებ. ახდენდა უფლისმიერ სასწაულებს და ბევრი ურწმუნოც მოაქცია ჭეშმარიტებისაკენ, ხოლო იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ მოციქული სოფელ აწყურში მივიდა, რომელსაც იმ დროს ქვრივი სამძივარი განაგებდა. მას ერთადერთი ვაჯიშვილი მოჰკვდომოდა და გაიგო რა წმინდა ანდიას შესახებ, რომელიც მათთვის უცნობ ღმერთზე ლოცულობდა, გულში იმედი ჩაესახა რომ იგი შესძლებდა დახმარებოდა მას. მართლაც წმინდა ანდრიამ გულმხურვალე ლოცვით შესძლო მკვდრეთით აღედგინა ქვრივის ვაჯიშვილი. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. მართლაც აუარება ხალხმა მოიყარა თავი, მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც და ხალხი ორად გაიყო. ზოგმა ირწმუნა მომხდარი სასწაული, ზოგი კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. მათ შორის გამართული შუღლის ჩასაცხრობად, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეაბრძანეს, შემდეგ კი კარი დაეხშეს. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი მზესავით გაბრწყინებული, ხოლო კერპები განადგურებულნი. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

     იერუსალიმში ჩასული ანდრია, სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მათ ქართლში განამტკიცეს ქრისტიანობა, ასევე იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. მოგვიანებით სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ. წმინდა ანდიამ სვინომ კანანელი აფხაზეთშივე დატოვა, თვითონ კი ჯიქედს მიაშურა, სადაც მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მოციქული რომ ვერაფერს გახდა მათთან მიატოვა ისინი და ჯერ დღვანდელი რუსეთის, შემდგომ კი უკრაინის ტერიტორიაზეც ყოფილა.

     ბოლო ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა იყო პატრა, რომელიც მდებარეობს საბერძნეთში. ქალაქს ურწმუნო ეგაეტი მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მან მაინც ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღის განმავლობაში შეუჩერებლივ ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილ ხალხათა წინაშე, რომლებმაც მისი ჯვრიდან ჩამოხსნა მოინდომეს, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა იგი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ კი კონსტანტინე დიდის ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

     შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

"წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატესწოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!"

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 12 მაისი, Qwellyland, თვენი, მაისი, მოციქული, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2463

გამოხმაურებები!

გილოცავთ, შეგეწიოთ და გფარავდეთ :))

RSS

ბლოგ პოსტები

Nieuwe inzichten in Domeinnaam Registreren: nooit eerder onthuld

გამოაქვეყნა Rynadqua_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Stel je voor dat je steeds vaker merkt dat belangrijke mailtjes verdwijnen of klanten aangeven jouw berichten niet te vertrouwen.​ Het kan…
გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters