ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, მოღვაწეობდა 18-ე საუკუნეში. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, იძულებული შეიქნა ბატონის ბრძანებით ცოლი მოეყვანა. შემდგომ კი ვაჟიც ეყოლა. თუმცაღა მალევე დაეხოცა ქრისტესიას ცოლ-შვილი და ამჯერად მოძღვრის რჩევით, იგი სამოღვაწეოდ გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში დაეყუდა. წმიდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ იქმოდა.
მოხუცებულობაში ბერად აღკვეცილ მამა ქრისტესიას ქრისტეფორე უწოდეს. მისი ცხოვრების წესიც განსაკუთრებილი იყო: უდაბნოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მდგარ ჭურს, იგი ყოველდღე ავსებდა წყლით, რათა მოგზაურებს წყურვილი მოეკლათ. ბერს იქვე პატარა ბოსტანი ჰქონდა გაშენებული, ესეც მგზავრებისათვის.
წმიდა ქრისტესია უზომო გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. რასაც მისცემდნენ, იმასაც სხვას განუყოფდა. შემოწირული თაფლით და ხორბლით ყოველ შაბათს კოლიოს ამზადებდა სამი ჭურჭლით - ერთით - შემომწირველის მიცვალებულთათვის, მეორეთი - მონასტერში მდებარე შესვენებულ მამათათვის, მესამეთი - ყველა მართლმადიდებლისათვის. მოჩხუბერებს და ერთმანეთთან სიძულვილით დაკავშირებულ ადამიანებს, ტკბილი სიტყვით არიგებდა. მისი მადლმოსილი ქცევა და სიტყვები გულს უთბობდა მოჩხუბრებს და შერიგებას უადვილებდა.
ერთხელ მამა ქრისტესიას ასეთი რამ შეემთხვა: მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში მოინდომა წასვლა და რადგანაც ძალიან ცხელოდა, გადაწყვითა შეღამებულზე გასდგომოდა გზას, თუმცა უსაშველოდ ბნელი ღამის გამო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმიდანიც შეჩერდა და ილოცა მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. გაოგნებულმა ბერმა ისევ გულმხურვალე ლოცვა წარმოსთქვა, რათა უფალს განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიუძღოდა, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას.
წმინდა ბერის საცხოვრისი გახლდათ ვიწრო სენაკი. მის საწოლს წარმოადგენადა ფიცრისგან შეკრული ტახტი, ცხვრის ტყავის საგებლით, ხოლო სასთუმლად ედო ქვა. ტანზე ემოსა ცხვრის დაბებკილი ტყავის სამოსი, ფეხთ ქალამანი ეცვა. თუკი ვინმე ტანსაცმელს მოუკითხავდა, მაშინვე მას აძლევდა ვისაც ძალიან უჩირდა. .
წმინდა ქრისტესია ოთხმოც წელს გადაცილებული იყო, როდესაც არესრულა თავის კელიაში, ხოლო დასაფლავებულია ეკლესიის წინ, მამათა სასაფლაოზე.
ტეგები: 24 მაისი, Qwellyland, თვენი, მაისი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2026.
საათი: 12:44pm
0 კომენტარი
0 მოწონება
If you love playing games, Stop Grinding for Hours… Start Playing at Your Best! Visit RSorder today and use discount code “Lucky” to unlock your exclusive savings. Get the in-game currency, items, equipment, and resources you need to save time…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2026.
საათი: 10:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Beard Brush Manufacturer, also known as a facial cleansing brush or exfoliating facial scrub brush, is a delicate personal skincare tool designed to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•