მცირე აზიის ქალაქ ტარსში მცხოვრებთაგან იასონ მოციქული პირველი შეუდგა ქრისტეს,ხოლო მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. 63 წელს ისინი სარწმუნოების საქადაგებლად გაემგზავრნენ დასავლეთში და მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
ისინი აქ ააგებენ წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარს და ბევრ წარმართს მონათლავენ. როდესაც კუნძულის მმართველი ამის შესახებ შეიტყობს, დაატყვებებს მათ საკანში, სადაც 7 ავაზაკი იჯდა: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია და მამია.მოციქულებმა მაღ ქრისტეს შჯული უქადაგეს და მოაქციეს, რომელნიც საბოლოოდ მოწამეობრივად აღესრულნენ- ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს.
იხილა რა ციხის დარაჯმა მათი წამება, თავი მაცხოვრის მიმდევრად აღიარა, რისთვისაც მას ჯერ მარჯვენა ხელი, შემდეგ ორივე ფეხი და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. რაც შეეხება მოციქულებს,მმართველის ბრძანებით ისინი კვლავ ცემეს და საკანში ჩაკეტეს.
როდესაც მმართველის ასულმა, კერკირამ შეიტყო მოწამეთა ტანჯვის შესახებ, მოუხედავად მამის უსაზგვრო განრისხებისა, მანაც ქრისტიანად გამოაცხადა თავი და მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა დაურიგა. გაცოფებული მმართველი შეეცადა ქალიშვილის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ. გაბოროტებულმა მამამ საშინელი სასჯელი მოიფიქრა შვილისთვის: მისი ბრძანებით წმიდა კერკირა საკანში ჩააგდეს და მასთან შეუშვეს ავაზაკი მურინი. ავაზაკი საკანის კარს მიუახლოვდა თუ არა მას დათვი დაესხა თავს. წმიდა კერკირამ ხმაური გაიგონა და მხეცი ქრისტეს სახელით განდევნა,გულკეთილმა ქალწულმა ლოცვით განკურნა მურინის ჭრილობები, რის შემდეგაც წმიდანმა ქრისტეს სჯული აუხსნა ავაზაკს და მოაქცია იგი. საბოლოოდ წმიდა მურინიც მოწამეობრივად აღესრულა.
ეშმაკეული ბოროტებისგან გონებადაბნელებულმა მამამ ცეცხლს მისცა მთელი ციხე, რათა ასე მაინც მოეკვდინებინა ქალწული, მაგრამ იგი მაინც ცოცხალი გადარჩა. შემდეგ მამისვე ბრძანებით ხეზე დაკიდეს წმიდა კერკირა, გაგუდეს და ისრებით დაასახიჩრეს ქალწულმოწამის ნატანჯი სხეული.
ქალწულის სიკვდილის შემდეგ მმართველს გაუორმაგდა ზიზღი ქრისტიანთა მიმაეთ და გადაწყვიტა, წმიდა იასონისა და სისოპატრეს მოქცეული მოწამეები: ზენონი, ევსევი, ნეონი და ვიტალი კოცონზე დაწვა
ის ქრისტიანები, რომლებიც კუნძულ კერკირაზე ცხოვრობდნენ კუნძულზე გაიქცნენ. მმართველი მეომრებთან ერთად გამოუდგა მათ, მაგრამ ზღვაში დაიხრჩო. მომდევნო მმართველმა ბრძანა, მოციქულები ადუღებულ ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ როცა იხილა სასწაული, თუ როგორ გადარჩნენ წმინდანები უვნებლად, ცრემლებით შეჰღაღადა უფალს: „ღმერთო იასონისა და სოსიპატრესო, შემიწყალე“.
მმართველმა მოციქულები გათავისუფლა, რის შემდეგაც მათი ხელით მოინათლა კიდეც და ეწოდა სებასტიანე. მისი დახმარებით წმიდა იასონმა და სოსიპატრემ კუნძულზე რამდენიმე ეკლესია ააშენეს და მხურვალე ქადაგებით გაამრავლეს ქრისტეს სამწყსო.
ტეგები: 11 მაისი, Qwellyland, may, თვენი, იანუარი, კერკირა, მაისი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•