25 მაისს (ძვ. სტ. 12 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეპიფანეს!

წმინდა ეპიფანე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     წმინიდა ეპიფანე გახლდათ წარმოშობით ებრაელი, რომელიც ცხოვრობდა ფინიკიაში და მოგვიანებით ეპისკოპოსის ხარისხიც მიიღო. მას ქრისტეს სჯულის გაცნობა მოუნდება მას შემდეგ, რაც ერთხელ ნახავს, თუ როგორ მისცემს მონაზონი ლუკიანე თავის ტანისამოსს მათხოვარს და სთხოვს ქრისტიანობა გააცნოს მას. შემდეგ იგი მონათლება და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავა სამოღვაწეოდ. აქ ის გამოცდილი ბერი, ილარიონი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ეოიფანეს მორჩილებად ბერძნული წიგნების გადაწერა დაავალა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა და კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, სპარიდრიონის უდაბნოში განმარტოვდა. უდაბნოში იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. თუმცა ტყვეობაში მყოფმაც შესძლო ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია და როცა ეპიფანე გაანთავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმიდა ეპიფანემ ყაჩაგი მონასტერში მოიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. ეპიფანეს წმინდად ცხოვრების ამბავმა სწრაფად იწყო ხალხში გავრცელება და ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმიდანს, ზოგი იქვე რჩებოდა. ასე დაარსდა ახალი სავანე.

     მოგვიანებით წმიდა ეპიფანე და იოანე იერუსალიმში წავლენ, წმინდა ადგილების მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებნი მოინდომებენ ეპიფანეს ეპისკოპოსად დასმას. გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა წმიდა ადგილთა მოსალოცად. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა და პათიის უდაბნოში წავიდა წმიდა ილარიონთან, ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმიდანები ორი თვის განმავლობაში გულმხურვალედ ლოცულობდნენ, რის შემდეგაც ილარიონმა ეპიფანე სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. იქ მყოფთაგან უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე. წმიდანი მოძებნეს. წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანემ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია მამებს და იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმიდა ეპიფანემ 367 წელს.

     უფლის წინაშე გულმხურვალე მსახურების გამო წმიდა ეპიფანემ მიიღო ლიტურღიის შესრულებისას წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმიდა საიდუმლოს შესრულებისას წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მაშინ მან ერთ-ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: „გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას“.

     მაშინ, როდესაც წმინდანის მიახლება უფალთან ახლოვდებოდა, დედოფალი ევდოქსია და ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე მას იხმობენ კონსტანტინეპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი. წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინეპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების თარიღად ითვლება 403 წლის 12 მაისი.წმინდა ეპისკოპოსი პატივით დამარხეს მის მიერვე აშენებულ ეკლესიაში.

     მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მოწვეულმა მამებმა წმიდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 მაისი, Qwellyland, may, თვენი, მაისი, ქველი

ნახვა: 1145

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters