31 მაისს (ძვ. სტ. 18 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდოტეს და მის თანა წამებულ შვიდ ქალწულს!

წმინდა თეოდორიტე და შვიდი ქალწული, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     ქრისტეს შობიდან IV ს-ის დასაწყისში ქალაქ ანაკვირიაში მოღვაწობდნენ და მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია.

     იმპერატორმა დიოკლეტიანემ ანკვირიაში ქრისტიანთა დასასჯელად დანიშნა სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი, რომელმაც ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ აცდებოდათ. მრავალმა ქრისტიანმა დატოვა სახლი და ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილებს წარმართები გვემდნენ და ძარცვავდნენ.

     მთელ ქვეყანაში შიმშილობა გამეფდა, თუმცა ამ მძიმე დღეებში კი წმიდა თეოდოტე თავის ოჯახში კვებავდა ქრისტეს აღმსარებლებს. გაძარცულ ეკლესიებს სწირავდა საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმიდანი ასევე უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და განამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ. ყველანაირად ცდილობდა მეომრებისაგან გამოესყიდა ქრისტიანთა გვამები და პატივით დაეკრძალა ისინი. მოგვიანებით, როდესაც ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, უფლის ნებით საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტეს სახლში სრულდებოდა.

     ქრისტიანთა სასტიკი დევნა გრძელდებოდა. იმ დროს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმიდანებმა თეოტეკნის სამსჯავროზე თამამად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც მათ ქვები გამოაბეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს. მეორე ღამეს წმიდა ტეკუსი ძილში გამოეცხადა წმიდა თეოდორეს და შეევედრა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაემარხა. წმიდანმა წაიყვანა მეგობარი პოლიხრონიოსი, სხვა ქრისტიანები და ცხედრების ტბიდან ამოყვანა მოახერხეს, რის შემდეგაც მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა გაიგო წმიდანთა ცხედრების ამბავი, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმიდანს სასამართლოზე დიდძალი სიმდიდრე შესთავაზეს ქრისტიანობის სანაცვლოდ, თუმცა წმინდა თეოდიტემ ისევ უფალი ადიდა. გამძვინვარებულმა წარმართებმა საშინლად აწამეს წმინდანი, თუმცა ღმერთის მფარველობით ცოცხალი გადარჩა. წმიდა მოწამე ამჯერად დილეგში ჩააგდეს და მეორე დღეს კვლავ განაგრძეს მისი წამება, ბოლოს კი თავი მოკვეთეს. მაგრამ უცებ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმიდანის ცხერის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, წმიდა ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოტეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა იგი. წმინდანი დაახლოებით 304 წელს აღესრულა. მოგვიანებით მის საფლავზე ეკლესია აშენდა.

     წმიდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული და აგრეთვე წმიდა ქალწულთა ვნებანი აღწერა ნილოსმა, რომელიც გახლდათ წმიდა თეოდოტეს თანამედროვე და რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირაში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 31 მაისი, Qwellyland, თვენი, მაისი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 684

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters