6 ნოემბერს (ძვ. სტ. 24 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ათანასე კონსტანტინოპოლელს

ათანასე კონსტანტინოპოლელი, atanase konstantinopoleli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      წმიდა ათანასე I ერისკაცობაში ალექსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო როდესაც სახლი დატოვა ქრისტიანობაში განსწავლულმა,თესალონიკში წავიდა და აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა.აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა.

      აკაკი ყოველთვის განერიდებოდა ადამინთა ქებას ამიტომ დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, და პარიას მთაზე განმარტოვდა. ამ მთიდან ავქსენტის მთაზე წავიდა,გადავიდა, შემდგომ კი გალანტის მთის მონასტერში,სადაც დიდი სქიმა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლადა აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმიდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.

      10 წლის შემდეგ ათანასე, კვლავ ათონზე აბრუნდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების და გამო ისევ გალანტის მთაზე დაბრუნდა. ვერც აქ იპოვა ნერტარმა სასურველი სიმშვიდერადგან, უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმიდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.

      ათანასე დიდი მონდომებით შეუდგა ახალი საქმის შესრულებას მთელი გულით იბრძვოდა რათა მწვალებლური სწავლება ამოეძირკვა სამწყსოდან,ის დაუნდობლათ ამხელდა სასახლის კარის და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს.ამ ყოველივემ სასულიერო გავლენიენი პირების უკმაყოფილება გამოიწვია რის გამოც 1293 წელს წმიდანმა იძულებით კათედრა დატოვა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა. სიცოცხლის დასასრულს ათანასე კიდევ ერთხელ შეიქნა ღირსი იესო ქრისტეს გამოცხადებისა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. წმიდანმა ცრემლებით შეინანა თავისი სულმოკლეობა, რისთვისაც ცოდვათა შენდობა და საკვირველთქმედების ნიჭი მიემადლა. მღვდელმთავარი ათანასე ასი წლის ასაკში მიიცვალა XIV საუკუნის დასაწყისში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 6 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, პატრიარქი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 547

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters