წმიდა დიმიტრი როსტოველი (ერისკაცობაში - დანიელ ტუპტალო) 1651 წელს დაიბადა დაბა მაკაროვოში, კიევის მახლობლად, კეთილმსახური კაზაკის ოჯახში. 1662 წელს წმიდანი კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიაბარეს. პირველად სწორედ აქ გამოვლინდა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი: დანიელმა საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები და რიგი კლასიკური მეცნიერებებისა. 1668 წლის 9 ივლისს ნეტარი ბერად აღიკვეცა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს. 1675 წლის გაზაფხულამდე იგი კიევის წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. 1675 წლის 23 მაისს ჩერნიგოველმა მთავარეპისკოპოსმა ლაზარემ დიმიტრი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. რამდენიმე წლის მანძილზე ნეტარი მამა უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსიის სხვადასხვა ტაძრებსა და მონასტრებში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
კიევო-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა 1684 წ, არქიმანდრიტმა ბარლაამმა, რომელიც სალმაოდ კარგად იცნობმა ისი მოსწავლის მასწავლებელს,სამეცნიერო მუშაობისაკენ მიდრეკილებისა და ლიტერატურული ნიჭის შესახებ, მღვდელ-მონაზონ დიმიტრის დაავალა წმიდანთა ცხოვრების მთელი წლის საკითხავების შედგენა. ამ დროიდან მოყოლებული, წმიდა მამის მთელი ცხოვრება ამ გრანდიოზული მოცულობის სამუშაოს შესრულებას მიეძღვნა. მუშაობა ძალების საოცარ დაძაბვას ითხოვდა. საჭირო იყო მრავალი სხვადასხვა წყაროს შეკრება, შეჯერება და სათქმელის გადმოცემა ისეთი ენით, რომელიც გადმოსაცემი საგნის ღირსების შესაფერიც იქნებოდა და მორწმუნეთათვის მისაწვდომიც. ღვთის მადლი შეეწეოდა ნეტარს მუშაობის მთელი ოცი წლის მანძილზე. ამ ხანებში დიმიტრი მონაცვლეობით რამდენიმე მონასტრის წინამძღვარიც იყო.
მისმა ამბავმა პატრიარქ ადრიანამდე მიაგწია. 1701 წელს პეტრე I-ის ბრძანებით დიმიტრი მოსკოვში გამოიძახეს, სადაც 23 მარტს კრემლის მიძინების ტაძარში ციმბირის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი და ქალაქ ტობოლსკში გაგზავნეს. მცირე ხანში მისი სამეცნიერო ღვაწლის მნიშვნელობისა და ჯანის სისუსტის გამო წმიდა მღვდელმთავარი როსტოვ-იაროსლავის კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც 1702 წლის 1 მარტს ჩავიდა როსტოვის მიტროპოლიტის ხარისხით. აქ ნეტარი ფრიად დაშვრა საეკლესიო ღვთისმსახურების გასამართავად და სტაროობრიადული რასკოლის სამხილებლად, ზრუნავდა ღვთისმსახურთა განსანათლებლად, დააარსა სასწავლებელი მღვდელმსახურთა შვილებისათვის. წმიდა დიმიტრის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. იგი ბევრს ლოცულობდა და ყველას ურჩევდა, მუდამ ხსომებოდათ სიკვდილის დღე და საათის ყოველი ზარის ჩამოკვრაზე ლოცვები აღევლინათ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. მღვდელმთავარს ყველასთვის ღია ჰქონდა სახლის კარები, ყველას ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა. უსაზღვრო იყო მისი გულმოწყალება გლახაკების, ქვრივებისა და ობლების მიმართ: იგი მთხოვნელებს არასოდეს ისტუმრებდა უარით, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს. 1752 წლის 21 სექტემბერს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ტეგები: 10 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•