3 ნოემბერს (ძვ.სტ.21 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ფილოთეოზ ათონელს!

ფილოთეოზ ათონელი, filoteoz atoneli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      ელატიაშიმის, თუქრების თარეშისას, ერთ უფლისმოშიშ ოჯახში დაიბადა ფილოთეოზ ათონელი. მშობლებს ეშინოდათ კარზე მოსული მტრის, ამიტომ ისინი, სხვა ქალაქში - ქრისოპოლში გადასახლდნენ. გადასახლებიდან რამდენიმე ხანში მიიცვალა ფილოთეოზის მამა. მალევე თურქებმა ფილოთეოზი და მისი ძმა შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, საიდანაც თავად ღვთისმშობელმა გამოიხსნა. ყოვლადწმიდა ქალწული ბავშვებს დედის სახით გამოეცხადა და ქალაქ ნეაპოლის (მცირე აზია) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა. აქ ძმები ბერად აღიკვეცნენ.

      გავიდა რამოდენიმე წელიწადი. ფილოთეოზის დედას ევდიკიას ამ დროის მანძილზე მისი შვილების შესახებ არაფერი სმენია,ღვთის განგებით ის ჩავიდა ნეოპოლში და დედათა მონასტერში მონაზვნად შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სხვა თანამოსაგრე დედებთან ერთად იმ სავანეში მოხვდა ტაძრის დღესასწაულზე, სადაც მისი ძეები მოღვაწეობდნენ, მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი, გაკვირვებულმა და გახარებულმა დედამ შვილებს ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდითო. შვილებმა უპასუხეს: "ეს შენ უკეთ უწყი; განა თავად არ მოგვიყვანე აქ საპყრობილიდან გამოხსნის შემდეგ?!" ევდოკია დარწმუნდა, რომ ღვთისმშობელმა მისი მხურვალე ლოცვები უპასუხოდ არ დატოვა.

      დედის გარდაცვალების შემდეგ ფილოთეოზი ათონის მთაზე ბერად აღიკვეცება, სადაც დიონისეს მონასტრის ძმობაში შევიდარის შემდეგაც ის განმარტოვდა. გამუდმებული ლოცვითი ღვაწლით ღირსმა მამამ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და განჭვრეტის მადლი მოიგო. ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში უფლის რჩეულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ წმიდანმა თავის მოწაფეებს სთხოვა, მისი ცხედარი არ დაეკრძალათ და უპატიოდ დაეგდოთ ტყეში, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. ძმებმა შეასრულეს მოძღვრის კურთხევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა საკვირველი ნათებით განადიდა თავისი რჩეულის წმიდა ნეშტი, იგი პატივით გადააბრძანეს სავანეში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 3 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 701

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters