წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიის ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე - თეოდორე) ქალაქ ნეოკესარიაში, (მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი ძმასთან, ათინოდორესთან ერთად ბირითში გაემგზავრა, რომ იქაურ სამართლისმცოდნეობის ცნობილ სკოლაში დაესრულებინა სწავლა. გზად ჭაბუკებმა კესარიაში გაიარეს, სადაც იმჟამად ალექსანდრიის სასწავლებლის დიდი მოძღვარი, ხუცესი ორიგენე ასწავლიდა ფილოსოფიას. ორიგენეს გაცნობის შემდეგ თეოდორემ და ათინოდორემ გადაწყვიტეს, გზა აღარ განეგრძოთ და მას დამოწაფებოდნენ. მისი ხელმძღვანელობით შეიმეცნეს ყმაწვილებმა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უფალი, გულისხმაყვეს, რომ სიბრძნე და ჭეშმარიტება მხოლოდ სახარების მაცხოვნებელ სწავლებაშია, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას თეოდორეს გრიგოლი ეწოდა.
გრიგოლის მოსაგრე ცხოვრება, კეთილგონიერება, სიწმინდე და უანგარობა შურით ავსებდა მის წარმართ თანატოლებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ ნეტარის სახელი. ერთხელ, როცა გრიგოლი მოედანზე მოძღვრებს ესაუბრებოდა, მას ქალაქში ცნობილი მეძავი მიუახლოვდა და საზღაური მოსთხოვა თითქოს მასთან ჩადენილი ცოდვისთვის. თავდაპირველად წმიდანმა ქალს მშვიდად უპასუხა, ცდები, სხვაში გეშლებიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლმა მეგობარს მეძავისთვის ფულის მიცემა სთხოვა. როგორც კი დედაკაცმა არამი საზღაური მიითვალა, ეშმაკი ეკვეთა მას და მიწას დაანარცხა. ბოლოს ბოროტისგან გვემული ცილისმწამებელი ტყუილში გამოტყდა, წმიდა გრიგოლმა კი ილოცა მისთვის და ეშმაკისგან დაიხსნა.
ნეოკესარიაში დაბრუნებულმა გრიგოლმა უარი თქვა საერო მოღვაწეობაზე და უდაბნოში გავიდა. წმიდა მამა შეეთვისა მეუდაბნოე ცხოვრებას და სურდა, სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით ეღვაწა, მაგრამ უფალი სხვაგვარად სჯიდა.
როცა კაბადოკიის ქალაქ ამასიის ეპისკოპოსმა, ფედიმმა შეიტყო გრიგოლის მოსაგრეობის შესახებ, გადაწყვიტა, იგი ნეოკესარიის ეპისკოპოსად დაედგინა. უფლის რჩეულმა სულით განჭვრიტა მეუფის სურვილი და მის საძებრად გაგზავნილ შუაკაცებს დაემალა. მაშინ ფედიმმა წმიდანი დაუსწრებლად დაადგინა ნეოკესარიის მღვდელმთავრად. ნეტარმა გრიგოლმა ეს განსაკუთრებული მოვლენა ღვთის ნების გამოვლენად ჩათვალა და ურჩობა ვერ გაბედა. ეს ეპიზოდი ღირსი მამის ცხოვრებიდან წმიდა გრიგოლ ნოსელის (ხს. 10 იანვარს) გადმოცემამ შემოგვინახა. მანვე გვამცნო, რომ სამღვდელმთავრო ხარისხი წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა ეპისკოპოს რედიმოს ამასიელის მიერ მიიღო.
ქიროტონიის წინ, რომლის დროსაც სარწმუნოების სიმბოლო უნდა წარმოეთქვა, ნეტარი გრიგოლი მხურვალედ ლოცულობდა უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ და ევედრებოდა, ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტი თაყვანისცემის წესი გაეცხადებინათ მისთვის.
ლოცვის დროს წმიდანს მზესავით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით მოციქულმა იოანემ ასწავლა ნეტარს, თუ როგორ უნდა ვაღიარებდეთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოს. სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც გრიგოლ ნეოკესარიელის მიერ გადმოგვეცა, უდიდესი საღვთო განცხადებაა ეკლესიის ისტორიაში. მას ეყრდნობა სწავლება წმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. მოგვიანებით იგი შეავსეს ეკლესიის წმიდა მამებმა: ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა. წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელის სიმბოლო განიხილეს და მოიწონეს I მსოფლიო კრებაზე (325 წ.).
ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი ნეოკესარიისკენ გაემართა. გზად, ამასიაში მან წარმართული ტაძრიდან ეშმაკები გაასხა, რის შემდეგაც საკერპოს ქურუმი ქრისტიანობაზე მოექცა. წმიდა გრიგოლის ქადაგებებს ქრისტეს სახელით აღსრულებული სასწაულები მატებდა ძალას: მემკვიდრეობის გაყოფისას ორ ძმას შორის უთანხმოება წარმოიშვა გარდაცვლილი მამის მამულში მდებარე ტბის გამო. ორივენი თავის ირგვლივ მეგობრებსა და მომხრეებს იკრებდნენ და საქმეს ცუდი პირი უჩანდა. მღვდელმთავარმა გრიგოლმა შეაგონა მათ, საქმის განხილვა მომდევნო დღისთვის გადაედოთ, თვითონ კი მთელი ღამე განხეთქილების მიზეზად გამხდარი ტბის ნაპირთან ლოცვაში გაატარა. როცა ინათა, ყველამ იხილა, რომ შფოთის მიზეზი არ არსებობდა - ტბა მიწის ქვეშ დანთქმულიყო. ერთხელ, წყალდიდობისას, წმიდანმა ილოცა, ჯებირებიდან გადმოსულ მდინარეს კვერთხით საზღვარი მიუჩინა და წყლის ნაკადი შეაჩერა. ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევაც: ნეტარმა გრიგოლმა ეკლესიის აშენება გადაწყვიტა და მთას ქრისტეს სახელით უბრძანა, ჩაწეულიყო, რომ საძირკვლისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. გორაც მორჩილად დაჰყვა წმიდანის ბრძანებას.
როცა იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მხედრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენჯერმე ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკანვე გაბრუნდნენ.
დევნის შეწყვეტის შემდეგ წმიდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა. მისი კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრულებულ მოწამეთა მოსახსენებლად. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა ერეტიკოს პავლე სამოსატელის ერესი (სამოსატი - ქალაქი სირიაში). რომელიც თავისი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით მრავალ ქრისტიანს უბინდავდა გონებას. პავლე სამოსატელის ერესი დაგმეს ანტიოქიის პირველ კრებაზე 264 წელს, რომელსაც გრიგოლ ნეოკესარიელი ხელმძღვანელობდა.
წმიდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთამაგონებელი ქადაგებებით, სასწაულებითა და სამწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვს. ნეტარის მიცვალების დროისთვის (+დაახლ. 266-270) ნეოკესარიაში ჩვიდმეტი წარმართიღა დარჩა მაშინ, როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ ჩვიდმეტი ქრისტიანი იყო.
ტეგები: 30 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•