ღირსი იოანე კოლოვი (ბერძნ. ტანმორჩილი), მოღვაწეობდა სკიტის უდაბნოში მდებარე პიმენ დიდის ლავრაში. სწორეთ აქედან დაექვა სახელწოდება "სკიტები" მონასტრიდან მოშორებულ სავანეებს, სადაც ბერები მოღვაწეობდნენ. ღიესი იოანე მოღვაწეობდა ძმასთან დანიელთან ერთათ. ერთხელ ღირსმა იოანემ, თითქოსდა ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვით, გადაწყვიტა, სამოსელზე და საზრდელზე აღარ ეზრუნა, ტანსაცმელი განიძარცვა და სენაკიდან გავიდა. ღამით, როცა ძალიან აცივდა, მან სუსხს ვეღარ გაუძლო, დაბრუნდა და დანიელს კარებზე მიუკაკუნა. ძმა რამდენიმე ხანს კარებს არ უღებდა ნეტარს. უთხრა, ანგელოზები სხეულზე არ ზრუნავენო. წმიდანი მიხვდა, რომ საკუთარ თავს ზედმეტად მიენდო. ამ შეგონების შემდეგ იოანემ მტკიცე და ურყევი ნების მქონე მოძღვარს - ღირს პიმენს მიაშურა, სულიერი ხელმძღვანელობა სთხოვა და აღუთქვა, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდა.
ახალგაზრდა ბერის გამოსაწრთობათ წმინდა პიმენმა უცნაური მორჩილება დაუწესა: ნეტარს სამი წელი უნდა ეზიდა წყალი გამხმარი ხისათვის რომელმაც ბოლოს მწვანე ფოთლები გამოიღო და ნაყოფით დაიხუნძლა. სასწაულებრივად განედლებულ ამ ხეს "მორჩილების ხე" უწოდეს. შემდგომში უფლის რჩეული თავად წინამძღვრობდა ცხონების გულწრფელად მაძიებელ მოღვაწეებს. მისი სულიერი შვილები იყვნენ: ღირსი არსენი დიდი (ხს. 8 მაისს), ნეტარი ტაისია (ხს. 10 მაისს) და ბევრი სხვა ცნობილი მოღვაწე.
წმიდა მამა საოცარი სიყვარულით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი რამდენიმე ძმასთან ერთად სკიტიდან გავიდა. გზად შემოაღამდათ. სიბნელეში გამყოლს გზა დაებნა. "მამაო, როგორ მოვიქცეთ? ამგვარმა ხეტიალმა, შესაძლოა, დაგვღუპოს კიდეც", - შესჩივლეს ბერებმა ღირს იოანეს. წმიდანმა მიუგო: "გამყოლს ნურაფერს ეტყვით: საბრალოს შერცხვება, დამწუხრდება, განაწყენდება და, იქნებ, დრტვინვაც დაიწყოს. უმჯობესია, ასე მოვიქცეთ: მე თავს ისე მოვიჩვენებ, თითქოს ავად ვარ, ვიტყვი, რომ გზის გაგრძელება არ შემიძლია და გათენებამდე აქ დავრჩეთ". იოანე ასეც მოიქცა, სხვებმა კი განაცხადეს, ჩვენც მასთან დავრჩებითო: ყველანი შეჩერდნენ, იმ ადგილას გაათიეს ღამე და მოყვასს გული არ ატკინეს.
ჩვენამდე მოღწეულია წმინდა მამის მრავალი ბრძნული გამონათქვამი და შეგონება.წმინდანი ერთ-ერთ მათგანში ამბობს: ერთ ქალაქში ცხოვრობდა მომხიბლავი, მაგრამ გარყვნილი ქალი. ქალაქის თავს უყვარდა იგი, სურდა, გაებედნიერებინა და ხელი სთხოვა იმ პირობით, რომ ამიერიდან წმიდად და უბიწოდ იცხოვრებდა. ქალმა აღთქმა დადო და ქალაქის თავი დაქორწინდა მასზე. ეს რომ ქალის ძველმა საყვარლებმა შეიტყვეს, ერთმანეთს უთხრეს: "ოლქის მმართველმა სატრფო მოგვტაცა, როგორ გამოვიტყუოთ იგი? სახლში რომ მივადგეთ, მმართველი გვიცნობს და სასტიკად დაგვსჯის. უმჯობესია, ჩვენი მეგობრის სახლის ახლოს ჩავიაროთ, სტვენით ნიშანი მივცეთ და გამოვიხმოთ. ისიც ხმაზე გვიცნობს და თვითონ გამოვა ჩვენთან". ასეც მოიქცნენ. მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ: როცა ქალს სტვენა შემოესმა, ყურები დაიცო, თავისი ქმრის საიდუმლო ოთახში გაიქცა და შიგ ჩაიკეტა.
ამ იგავის განმარტება ასეთია: გარყვნილი ქალი - სულია, მისი საყვარლები - ვნებები, ქალაქის მფლობელი - ქრისტე; ცოლ-ქმრობა - სინანული; სტვენა - ამსოფლიური საცთურნი; შიდა ოთახი კი - უფლის მცნებებით ცხოვრება.
წმიდა იოანეს ეკუთვნის ღირსი პაისი დიდის (იხსენიება 2 ივლისს) ცხოვრებაც.
უფლის რჩეული მამა V საუკუნის I ნახევარში 422, ან, 430 წელს გარდაიცვალა.
ტეგები: 22 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•