კლეოპატრა დაიბადა თაბირის პალესტინაში თაბორის მთაზე ერთ ერთ სოფელში.ნეტარი კლეოპატრა უარის თანამედროვე გახლდათ და ის მის წამებას შეესწრო.როცა სასტიკი წამების შემდგომა უარი გარდაიცვალა ის ჯალათებმა ძაღლებს მიგდეს დასაგლეჯათ,კლეოპატრამ კი ის სახლში წაასვენა. მალე კეთილმსახურმა ქვრივმა მოწამის წმიდა ნაწილები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი თავისი მეუღლის ნეშტად გაასაღა, მთავრობის ნებართვით თავის სამშობლოში გადაასვენა, საგვარეულო სასაფლაოზე წმიდა უარის სახელობის ტაძარი ააგო და მღვდელმსახურთა დასისა და ურიცხვი ერის თანდასწრებით სიწმიდე შიგ დააბრძანა.
კლეოპარტა ოცნებობდა შვილის სამეფო კარსე ემსახურა, მაგრამ მოხდა უბედურება და იანე ავად გახდა და აგრდაიცვალა მოულოდნელათ.დედამ კი სასოწარკვეთილების ჟამს მიაშურა წმინდა უარის ტაძარს,სადაც მისი ლუსკუმის წინ დაემხო და ლოცულოდა გულმხურვალეთ: "უფლის სათნომყოფელო! დამიბრუნე ჩემი შვილი, თუ არა ის, ვინ დამიხუჭავს თვალებს, ვინ მომაყრის მიწას?! უმჯობესია, თავად მოვკვდე, ვიდრე ჩემს ძეს ვხედავდე მიცვალებულს. ან მოწყალებით მომხედე, როგორც ელისემ მოხედა სომანელ ქვრივს, ან ჩემი სულიც შეივედრე. იოანეს გარეშე არ მსურს ცხოვრება". წმიდანის ნაწილებთან ასეთ მოთქმა-ტირილში კლეოპატრას ჩაეძინა. უეცრად მის წინაშე უარი წარდგა ხელში ყრმა იოანეთი. ორივენი სპეტაკი სამოსლებით იყვნენ მოსილნი. უარმა წმიდა დედას მიმართა: "მოწამეთა თაყვანისმცემელო! მე არ დამვიწყებია ის პატივი, რომელიც ჩემს ცხედარს მიაგე ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი აქ. შენი ლოცვა მუდამ მესმის და უფალს ვავედრებ შენს თავს. ჯერ ჩემს ირგვლივ დაკრძალული შენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობდი - მათთვის ცოდვათა შენდობა გამოვითხოვე, შემდეგ კი უფალს ვევედრე, რომ შენი ძე, იოანე შერთვოდა ანგელოზთა დასს და მარადიული მეუფის მსახური გამხდარიყო. ხედავ მის დიდებას?! - იგი დღეს ღვთის საყდრის წინაშე დგას. ასე მწარედ რამ დაგამწუხრა? ნუთუ არ გსურს, რომ იოანე ამ ნეტარებით ტკბებოდეს? თუ ასეა - დაიბრუნე!" ამ სიტყვებზე ყმაწვილი იოანე ყელზე შემოეჭდო უარს და თქვა: "ნუ მიმცემ დედას, თუმცა მთელი გულით მიყვარს იგი; ნუ დამაბრუნებ მშფოთვარე და გარყვნილ წუთისოფელში, სამუდამოდ შენთან დამტოვე"; შემდეგ კი კლეოპატრას მიმართა: "რა გატირებს, დედა? თუ გიყვარვარ, ჩემი ბედნიერებით გაიხარე: მე წმიდათა თანამკვიდრი და ზეციური მეუფის მხედარი ვარ!" კლეოპატრა შეევედრა წმინდანებს: "ნეტარო სულებო! სასუფევლის ახალნო მკვიდრნო! მეც თქვენთან წამიყვანეთ, მეც მაგემეთ ანგელოზებრივი ნეტარება!" მაგრამ წმიდა უარმა უპასუხა: "ჯერ მშვიდობით მიიქეცი შენი ღვთივსათნო საქმეებისკენ და უწინდებურად იცხოვრე. მოვა დრო, როცა უფალი შენც მოგიწოდებს. აქ შენთვის ასეთივე სავანეა განმზადებული". ამ სიტყვებზე წმიდანები გაუჩინარდნენ და კლეოპატრასაც გამოეღვიძა. გამოუთქმელი სიხარულით აღსავსემ ეპისკოპოსს ამცნო თავისი ხილვის შესახებ და იოანე პატივით დაკრძალა უარის გვერდით.
ნეტარმა ტავისი ქონება წმინდა სავანეებს და გლახაკებს განუყო.უარის ტაძრის მახლობლათ სენაკი მოიწყო და იქ ლოცულობდა და მარხულობდა.. ლოცვის დროს ხშირატ ეცხადებოდა უარი და მისი ყმაიოანე. შვიდი წლის შემდეგ კლეოპატრამ უფალს შეჰვედრა ლოცვითა და მარხვით განწმენდილი სული (+დაახლ. 327).
ტეგები: 1 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, პალესტინა, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•