20 ნოემბერს (ძვ. 7 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ლაზარე გალისიელს

ლაზარე გალისიელი, lazare galisieli წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      ქალაქ მაგნეზიაში, აზიაში დაიბადა ღირსი ლაზარე გალისიელი. სიყრმიდანვე სიყვარულით გამოირჩეოდა გლახაკთა მიმართ. წმინდანმა სრულყოფილი განათლება მიიღო და მოსალოცათ გაემგზავრა პალესტინაში სადაც საბა განმწმენდელის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.

      ის იერუსალიმის პარტიარქმა მღვდლად აკურთხა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა და გალიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: "აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი". ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.

      წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ თხუთმეტი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე.

      ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 20 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1397

ბლოგ პოსტები

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters