25 ნოემბერს (ძვ. 12 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ნილოს მირონმდინარეს

ნილოს მირონმდინარე, nilos mironmdinare წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      საბერძნეთის ერთ პატარა სოფელში დაიბადა ღირსი ნილოს მირონმდინარე. წმინდას მშობლები ადრე გარდაეცვალა, მისი აღრზდა კი მისმა ბიძამ მღვდელ-მონაზონმა მაკარმა იტვირთა. სრულწლოვანი როცა შეიქმნა ნილოსი ბერათ აღიკვეცა. შემდეგ კი მალევე ბერ დიაკვნად და შემდეგ მღვდელ-მონაზვნადაც აკურთხეს.ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ათონის წმიდა მთაზე წავიდნენ. იღუმენ ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს წმიდა ქვებს უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე ტაძრისა და სენაკების მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა. მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, მხეცებისთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი უფლის მირქმის სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც, ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი ლუსკუმის გახსნას კრძალავდა. მაგრამ უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი მირონი, რომელმაც ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა მართლმადიდებლები აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონის ცხებითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა.

      ნილოს მირონმდინარე კიდევ უფრო ცნობილი გახდა იმით,რომ მას რამდენჯერმე ეჩვენა სასუფევლის მამა და წინასწარმეტყველურათ განუცხადა მომავალი.ეს ყველა მისი ხილვა აღწერილია წიგნში "ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი". მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს ბოლო ჟამზე. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: "ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა". წმიდა ნილოსმა ათონის მთაზე ხსნის მსურველებს, რომლებიც ღვთისმშობლის საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ შეძრწუნებულიყვნენ, არ დაეკარგათ რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა; ყოფილიყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება - ეს მოხდება მაშინ, როცა ღვთისმშობელი თავის საფარველს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა მთას გასცილდება, ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის დატოვება.

      წმინდა მამა აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება ანტიქრისტეს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილებას, ადამიანთა დაკნინებას, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების მოქმედებას ადამიანის გულზე, ენუქისა და ილიას ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი უკვე ახდა, ბევრი კი ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვაბულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი - წმიდა ათანასეს ლავრაში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1127

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters