6 ნოემბერს (ძვ. სტ. 24 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა სვინკლიტიკიას და მის ასულნს

სვინკლიტიკია, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      წმიდა მოწამენი სვინკლიტიკია და მისი ორი ასული არაბთა მეფემ დუნაანმა აწამა VI საუკუნეში. სვინკლიტიკია (რაც სენატორის მეუღლეს ნიშნავს) დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. დაქვრივდა სრულიად ახალგაზრდა, რის გამოც კეთილგონივრულად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა და ასულებსაც მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. უსჯულო დუნაანის მიერ ნეგრანელ მართლმორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტის დროს, სხვა აღმსარებლებს შორის მის წინაშე სვინკლიტიკიაც წარადგინეს თავისი ქალიშვილებით. მათი მშვენიერებით გაოცებულმა მტარვალმა კეთილმსახურ დედას მიმართა: "ყოველთვის მესმოდა შენი გონიერების შესახებ. ახლა ამ ხმების ჭეშმარიტებაზე შენი გარეგნობაც მეტყველებს. ასე რომ, როგორც მეფე და მეგობარი, გირჩევ: შენი ღირსების შესაფერისად მოიქეცი. დაუტევე შენგან თაყვანისცემული ნაზარეველი, მაშინ შენ ჩემი მეუღლის, დედოფლის მეგობარი შეიქნები, შენი ასულები კი მეფისწულებივით აღიზრდებიან. ყველაფერი ხელს გიწყობს დაწინაურებაში, მხოლოდ ქრისტიანული ცრურწმენა - საზიზღარი და უგნური ბრბოს სენი ეღობება წინ თქვენს კეთილდღეობას".

      წმიდა სვინკლიტიკია ყოველი ბორიტი და ღვთისმგმობელის სიტყვის წარმოთქმის დროს რომელსაც უსჯულოები ამბობდა ის ხელაპყრობით უპალს ადიდებდა და ახოვნათ ახოვნად მიუგო ქრისტესმოძულეს: "მეფეო! პატივის მიგება გმართებს მისთვის, ვინც ხელმწიფება, პორფირი და დიადემა გიბოძა, არსებობა და სიცოცხლე მოგმადლა, ყოველთა უწინარეს შენ უნდა სცემდე თაყვანს იესო ქრისტეს, ძე ღვთისას. შენ კი, მადლის უმადურო ჭურო, ასე უტიფრად გმობ შენს კეთილისმყოფელს. გეშინოდეს, მიწამ არ გშთანთქას დათან და აბირონივით. თავად იღუპები რა, სხვების დაღუპვაც გსურს, და მით უფრო იახლოებ იესოს შურისგებას. ამსოფლიურ პატივს აღმითქვამ, მაგრამ ამაოდ შვრები! მეფეო, ისიც კი არ მსურს, რომ შენი ენა მაქებდეს: ამაზრზენია ღვთისმგმობელის ქება. ჯერ იესო ქრისტეს სახელი განადიდე და ამის შემდეგ შენი მცირეოდენი ქებაც ჩემთვის ჭეშმარიტად მეფური წყალობა იქნება".

      დუნაანი ამ სიტყვებმა განარისხა და ბრძანა რომ, დედა თავისი შვილებითუღთ ქალაქში ეტარებინათ როგორც დამნაშავეები.წმიდანის შეურაცხყოფას რომ ხედავდნენ, ქალები ტიროდნენ, სვინკლიტიკია კი ამშვიდებდა მათ - ეს შეურაცხყოფა ჩემთვის ყოველგვარ მიწიერ პატივზე უფრო ძვირფასიაო.

      როცა მოწამენი მიიყვანეს დინაისთან მან მიუგო და უთხრა მას "თუ გსურს ცოცხალი დარჩე, უარყავი ქრისტე!" რაზეც ნეტარმა მიუგო: "თუ მას უარვყოფ, ვინ მიხსნის საუკუნო სიკვდილისაგან?!" მაშინ გააფთრებული ხელისუფლის ბრძანებით ჯერ სვინკლიტიკიას ასულები მოკლეს და მათი სისხლი ძალით ჩაასხეს პირში დედას, შემდეგ კი თავად მასაც თავი მოჰკვეთეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 6 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 859

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters