16 ოქტომბერს (ძვ. სტ. 3 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ერთ-ერთ უდიდეს ღმრთისმეტყველს, წმინდა დიონისე არეოპაგელს და მასთან ერთად მოღვაწე რუსტიკე ხუცესს და ელეფთერ დიაკონს

დიონისე არეოპაგელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      ეკლესიის ისტორია, ქრისტეს შობიდან პირველსავე საუკუნეებში იცნობს გამორჩეულ ღმრთისმეტყველებს, რომელთაც ქრისტეს სიტყვა, უშუალოდ მაცხოვრისგან არ მოუსმენიათ. ერთ-ერთ ასეთი წმინდანია დიონისე არეოპაგელი, რომელიც პავლე მოციქულის მიერ მოექცა ქრისტოანობაზე და შემდეგ თეოლოგიის ერთ-ერთ ბურჯად მოგვევლინა. ის ათენში ცხოვრობდა, აქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”, - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე, არეოპაგის – ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს „უცნაური ღმერთის” განკაცება ახარა და მართლმადიდებლური სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი პავლემ ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. 57 წელს დიონისე ღვთისმშობლის დაკრძალვას ესწრებოდა. ჯერ კიდევ ყოვლადწმიდა ქალწულის სიცოცხლეში, ათენიდან იერუსალიმში საგანგებოდ მის სანახავად ჩასული დიონისე პავლე მოციქულს წერდა: „ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე.”

      სამღრთო სიყვარულით შეეტკბო რა თავის მასწავლებელს, გარდაცვალების შემდეგ, პავლეს სამოციქულო მისიის გაგრძელება დიონისესაც სურდა. ამიტომ დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურღია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და მხოლოდ იქ დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.

      სწავლისა და სიბრძნის მოყვარე წმინდანი, ელინური ფილოსოფიით თუ ეგვიპტური ასტრონომიით განსწავლული, უფრო მეტად ხედავდა თეოლოგიის უზენაესობს და ქადაგების დროსაც არ სამეცნიერო საქმიანობა. წმინდანს დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნის სახით: „საღმრთოთა სახელთათჳს”, „ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს”, „საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის” და “საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს”. ასევე შემონახულია მისი 10 ეპისტოლით. დიონისე არეოპაგელის თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე მთლიანად თარგმნა ეფრემ მცირემ.

      წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმიდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლ ღვთისმეტყველი.

      წმინდანის ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება (17 იანვარს და 16 ოქტომბერს)

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 16 ოქტომბერი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 883

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters