4 ოქტომბერს (ძვ. სტ. 21 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს - იპატის და ანდრიას

იპატი და ანდრია, მოწამე, მოწამეობა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      მერვე საუკუნეში, ხატმებრძოლი იმპერატორიეს, ლეონის (ისავრიელი) ზეობისას, მრავალ მოწამეს შორის იყო ეფესოს ეპისკოპოსი იპატი და ხუცესი ანდრია. სიყმაწვილეში წმინდანები ერთად სწავლობდნენ მონასტერში. შემდეგ იპატი ბერად აღიკვეცა, ანდრია კი ხუცესად იკურთხა და გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს ქრისტიანულ სარწმუნოებაში. როცა ლეონ ისავრიელის დროს ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყეს, წმიდა იპატი და ანდრია მტკიცედ აღდგნენ ხატთაყვანისცემის დასაცავად. იმპერატორმა, რომელსაც სურდა, გადაებირებინა წმიდანები, ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტი მოაწყო. იპატიმ და ანდრიამ შეძლეს, დამაჯერებლად დაეცვათ ხატების მართლმადიდებლური თაყვანისცემა. მარტვილები შეიპყრეს და დიდხანს საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული - იმედოვნებდნენ, რომ ასე მაინც შეაცვლევინებდნენ აზრს, მაგრამ უფლის რჩეულები არ მოტყდნენ. მაშინ უღმრთო თვითმპყრობელმა წმიდანთა წამება ბრძანა. ბოლოს მარტვილები მეფის ბრძანებით ქალაქში ათრიეს ყველას დასაცინად, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს (+დაახლ. 730-735). წმიდა იპატისა და ანდრიას ცხედრები უღმრთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მორწმუნეებმა პატივით წააბრძანეს ისინი და მიწას მიაბარეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 4 ოქტომბერი, ეპისკოპოსი, თვენი, მღვდელმოწამე, წმინდათა_ცხოვრება, ხუცესი

ნახვა: 11062

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters