29 ოქტომბერს (ძვ. სტ. 16 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ლონგინოზს.
მათეს სახარება მოგვითხრობს მაცხოვრის ჯვარცმის დროს, ქრისტეს ღმრთაებრიობის მაღიარებელი ერთ-ერთი რომაელი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც მოგვიანებით პირველმოწამეთა შარავანდედს დაიმკვიდრებს. წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი იუდეაში მსახურობდა და პროკურატორ პონტოელი პილატეს ხელქვეითი იყო. მაცხოვრის ჯვარცმის დროს რაზმი, რომელსაც რომაელი მეომარი ლონგინოზი მეთაურობდა, გოლგოთის ირგვლივ, თვით ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა საგუშაგოზე. მან თავის მეომრებთან ერთად იხილა უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წამები და მიცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები. ამ მოვლენებმა შეძრა მეომრის სული. მან ირწმუნა ქრისტე და სახალხოდ აღიარა, რომ „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“ (მთ. 27,54) (საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზი ის მხედარი იყო, რომელმაც გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს და ჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიემადლა).
მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავისი რაზმით უფლის საფლავს იცავდა. აქ ისინი, ღვთის ნებით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოწმეები შეიქნენ. იუდეველებმა მცველები მოისყიდეს და აიძულეს ეთქვათ, რომ ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო, მაგრამ ლონგინოზი და მისი ორი თანამებრძოლი უღმრთოების ოქროს არ დახარბდნენ.
მეომრები მოციქულთა ხელით მოინათლნენ და სამხედრო სამსახური დატოვეს. ლონგინოზმა თავის სამშობლოს, კაბადოკიას მიაშურა სახარების ქადაგებით. უფლის რჩეული მხედრებიც მას თან გაჰყვნენ. იუდეაში მომხდარი დიდი მოვლენების უშუალო მოწმეების მხურვალე ქადაგებამ შეძრა კაბადოკიელები. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანობა საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა. ეს რომ შეიტყვეს, იუდეველმა უხუცესებმა პილატე დაარწმუნეს, ლონგინოზისა და მისი თანამოსაგრეების დასახოცად მეომართა რაზმი გაეგზავნა. ყოფილი ასისთავი თავად მიეგება მხედრებს და შინ მიიწვია. ტრაპეზის დროს სტუმრებმა, რომელთაც არ იცოდნენ, ვის სახლში იმყოფებოდნენ, ჩამოსვლის მიზანი გააცხადეს. ლონგინოზმა და მისმა თანამებრძოლებმაც არ დამალეს თავიანთი ვინაობა და გაოცებულ მეომრებს სთხოვეს, შეესრულებინათ დავალება. მხედრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდანები და გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულმა უფლის რჩეულებმა უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა მოწამეებს თავები მოჰკვეთეს.
მარტვილთა ცხედრები დაკრძალეს იქ, სადაც თავად ითხოვეს, მოჭრილი თავები კი პილატეს გაუგზავნეს. უსჯულო თვითმპყრობლის ბრძანებით ისინი ქალაქის გალავანს გარეთ, ნაგავსაყარში მოისროლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმში ერთი ბრმა ქალი ჩავიდა სიწმიდეთა თაყვანსაცემად. მას ძილში ლონგინოზ ასისთავი გამოეცხადა და უბრძანა, მისი თავი მოეძებნა და დაეკრძალა. უსინათლო ნაგავსაყრელთან მიიყვანეს. როცა იგი სიწმიდეს შეეხო, თვალები აეხილა. ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილმა კეთილმსახურმა დედაკაცმა პატიოსანი თავი კრძალვით წაასვენა კაბადოკიაში და მიწას მიაბარა.
ტეგები: 29 ოქტომბერი, Qwellyland, ასისთავი, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•