5 ოქტომბერს (ძვ. სტ. 22 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მართალ პეტრეს.

წმინდა პეტრე მართალი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი აფრიკაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით შეაწუხა. ღამით პეტრეს დაესიზმრა, თითქოს მიიცვალა და ზეციური ძალები მის საქმეებს მართლმსაჯულების სასწორზე წონიდნენ. კეთილი საქმეების პინაზე არაფერი იყო დასადები გლახაკისთვის სიბრაზისგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა, მაგრამ ამანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების პინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრე მიხვდა სიზმრისეული ჩვენების მნიშვნელობას, მოინანია და სრულიად შეცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვად ეხმარებოდა ღარიბებს. ერთხელ წმინდანს ძილში იესო ქრისტე გამოეცხადა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ ისიც მონად გაეყიდა, აღებული ფული კი მოწყალებად გაეცა. მრავალი წლის მანძილზე წმიდანი გულმოდგინედ ემსახურებოდა თავის ბატონს, მაგრამ ერთხელ ნეტარი ნახეს ნაცნობმა ვაჭრებმა და ბატონს მონის ვინაობა შეატყობინეს. პეტრემ მაშინვე დატოვა ქალაქი. წასვლის წინ მან სასწაული აღასრულა, ყრუ-მუნჯმა მეკარე მონამ შეასრულა პეტრეს მიერ ქრისტეს სახელით გაცემული ბრძანება, გააღო კარები და სმენა და მეტყველების უნარიც მიემადლა. წმიდანი გაუჩინარდა და გარდაცვალებამდე მის შესახებ არავის არაფერი სმენია. ნეტარი პეტრეს ცხოვრება შემოგვინახა მღვდელმთავარმა იოანე მოწყალემ, ალექსანდრიელმა პატრიარქმა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 5 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, მართალი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 651

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters