27 ოქტომბერს (ძვ. სტ. 14 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ნაზარის და მის მოწამე ოჯახს

ნაზარი, გერვასი, პროტასი, კელსი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      უკვე პირველსავე საუკუნეში, მაშინ როდესაც ქრისტიანობა სულ ახალი რელიგია იყო, ჯერ კიდევ ნერონის ზეობისას მრავალი ქრისტიანი ოჯახი ეწამა და შეემატა პირველწამებულთა ზეციურ ეკლესიას. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი იყო მოწამე ნაზარის ოჯახი, რომელსაც თავი მოჰკვეთეს. მოწამენი ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი ეწამნენ ქალაქ მედიოლანში. წმიდა ნაზარი, ქრისტიანი პერპეტუასა და იუდეველი აფრიკანის ძე, რომში დაიბადა და ეპისკოპოს ლინოსის ხელით ნათელიღო. უფლის რჩეულმა სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისა და დევნილ ქრისტიანთა დახმარებისთვის გადაედო თავი. ამ მიზნით მან დატოვა რომი და მილანში ჩავიდა. საპყრობილეში ქრისტიანთა მონახულების დროს ნაზარი გაეცნო ტყუპ ძმებს - პროტასისა და გერვასის.

      ტყუპი ძმები მედიოლანში (მილანში) დაიბადნენ, მდიდარი რომაელების - ვიტალისა და ვალერიას ოჯახში. მშობლების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ძმებმა მთელი ქონება გლახაკებს განუყვეს, მონები გაათავისუფლეს და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს შეუდგნენ. წარმართებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებლები და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. წმიდა ნაზარის ძალიან შეუყვარდა ისინი და შეძლებისდაგვარად უმსუბუქებდა ტანჯვას. ამის გამო უსჯულოებმა ნეტარი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს.

      წმიდა ნაზარი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას და მრავალი კერპთმსახური მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ კიმელაში მან მონათლა ერთი ქრისტიანი ქალის ძე, სახელად კელსი და მისი სახით ერთგული მოწაფე და თანამოსაგრე შეიძინა. წარმართთა შორის ქრისტეს ქადაგებისთვის ისინი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მარტვილებს პირი არ დააკარეს. შემდეგ უსჯულოებმა სცადეს, ზღვაში დაეხრჩოთ წმიდანები, მაგრამ ისინი ისე მიმოდიოდნენ ტალღებზე, როგორც ხმელზე. მეომრები, რომელთაც უფლის რჩეულთა სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დავალებული, ისე განცვიფრდნენ, რომ თავადაც ირწმუნეს ქრისტე და წმიდა მოწამეები გაათავისუფლეს.

      სასწაულებრივად გადარჩენილი ნაზარი და კელსი მედიოლანში ჩავიდნენ და გერვასი და პროტასი მოინახულეს. როცა ამის შესახებ იმპერატორ ნერონს მოახსენეს, მან ბრძანა, ნაზარისა და კელსისთვის თავები მოეკვეთათ. მალე გერვასი და პროტასიც სიკვდილით დასაჯეს.

      მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მეფის, თეოდოსის (408-450) ზეობისას ამბროსი მედიოლანელმა საღვთო გამოცხადებით მიაკვლია მარტვილთა სამარხებს, აღმოიყვანა მათი უხრწნელი ნაწილები და საზეიმოდ გადააბრძანა მედიოლანის ტაძარში (სხვა ცნობით, წმიდათა ნაწილების აღმოყვანება მოხდა 395 ან 396 წელს).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 27 ოქტომბერი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 362

ბლოგ პოსტები

U4GM CFB 27 Week 8 Recruiting Priorities

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 28, 2026.
საათი: 9:34am 0 კომენტარი

Week 8 rankings can inspire a new Dynasty save, but they should start the conversation rather than settle it. For players browsing College Football 27 Coins alongside team ideas, the…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters