მეცამეტე საუკუნის მესამე მეოთხედის მიწურულს, მას შემდეგ რაც უკვე მომხდარი იყო დიდი სქიზმა ქრისტიანებს შორის, 1274 წელს, ლიონის ადგილობრივ კრებაზე იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგმა გადაწყვიტა, დაქცევის პირას მდგარი თავისი სახელმწიფო კათოლიკურ რომთან სარწმუნოებრივი კავშირით განემტკიცებინა. ამ ნაბიჯმა ბიზანტიაში საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. სარწმუნოების სიწმინდის დასაცავად აღდგნენ ათონის წმიდა მთის ბერებიც. მათ იმპერატორს გაუგზავნეს ეპისტოლე, რომელშიც დასაბუთებულად იყო აღწერილი, რომ ეკლესიის თავად პაპის მიჩნევა, კვეთაში უფუარი სეფისკვერის გამოყენება, მართლმადიდებლური მრწამსის შეცვლა არ შეიძლება და იმპერატორს მოუწოდეს, გონს მოსულიყო. „ჩვენ ცხადად ვხედავთ, - წერდნენ ისინი, რომ შენ ერეტიკოსი ხარ, მაგრამ გევედრებით: დაუტევე ეს ყოველივე და იმ სწავლებას დაუბრუნდი, რომელიც მიიღე“.
ამ წერილის შემდეგ, მიხეილ პალეოლოგმა რომის პაპისგან სამხედრო დახმარება გამოითხოვა. ქვეყანაში შესული ჯვაროსნები ათონის ნახევარკუნძულზე შეიჭრნენ, დაარბიეს და მოაოხრეს იქაურობა.
მომხდურებმა ივერთა ლავრის ბერებს მათთან სარწმუნოებრივი ერთობა და თანაზიარობა შესთავაზეს, ნეტარმა მამებმა მტკიცე უარი განაცხადეს, ამხილეს და ანათემას გადასცეს უსჯულოები. ამან ქრისტეს მტრები გაამძვინვარა. მათ სავანიდან გამოყარეს ბერები. ორასი მათგანი - უხუცესები - მონასტრისავე გემზე დასხეს და გემთან ერთად ჩაძირეს, სხვები კი, უფრო ახალგაზრდები, დაატყვევეს, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს, საბერო სამოსი შემოაძარცვეს და იუდეველთ მიჰყიდეს.
უღმერთოებმა ვათოპედის მონასტერში გადაინაცვლეს. მათ მიერ იქ დატრიალებული უმოწყალო ხოცვა-ჟლეტის უტყვი მოწმეა ფურკოვუნის, ანუ სახრჩობელას მთა, სადაც პაპისტებმა სჯულის ერთგული მამები ჩამოახრჩვეს.
მოახლოებული უბედურების შესახებ ზოგრაფის ბულგარელთა მონასტერში წინასწარ შეიტყვეს. ამ სავანის ვენახში, მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით, ნახევარი საათის სავალზე, ერთი ბერი ცხოვრობდა. მას სენაკში ესვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც იგი ყოველდღიურად უკმევდა და დაუჯდომელს უკითხავდა. ერთხელ, ლოცვის დროს მას ჩაესმა ხატიდან გამომავალი ხმა, რომელმაც ჯვაროსნების მოახლოება ამცნო და უბრძანა, სასწრაფოდ გაეფრთხილებინა ძმები. ბერს ეძნელებოდა ხატის დატოვება, მაგრამ ზეციურმა დედოფალმა უთხრა: „ნუ ზრუნავ ჩემთვის, სასწრაფოდ წადი“. როცა მამა სავანეს მიუახლოვდა, გაოცდა - ხატს, საკვირველი განგებულებით, ადგილი ეცვალა, დაესწრო მისთვის და მონასტრის კარიბჭეზე დაბრძანებულიყო. ამ სასწაულის შესახებ რომ ესმათ, ძმებმა ერთობით ადიდეს უფალი. ამის შემდეგ იღუმენმა თომამ აუწყა მათ, თუ რა უბედურება უახლოვდებოდათ და უთხრა: „ვისაც არ ეშინია და მზად არის მოწამეობისათვის, ჩემთან ერთად მონასტერში დარჩეს, სხვებმა კი აიღეთ საეკლესიო ჭურჭლეულობა და მწვალებელთა რისხვის განქარვებამდე განერიდეთ აქაურობას, რომ თქვენს სარწმუნოებას არ განუდგეთ და გმობით არ სცოდოთ“. ამგვარად, ვისაც წამებისა ეშინოდა, ხევებში, გამოქვაბულებში და მთათა ხეობებში გაიხიზნა, წმიდა იღუმენი კი დანარჩენ ბერებთან ერთად კოშკში ჩაიკეტა - არა შიშის გამო, არამედ მწვალებლობის სამხილებლად.
ჯვაროსნები გარს შემოერტყნენ მონასტერს და კარების გაღება მოითხოვეს. ღირსმა თომამ მიუგო: „განგვეშორენით მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ ვითარცა მოციქული იტყვის: გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,8), შემდეგ კი წმიდა წერილისა და მსოფლიო კრებების დადგენილებების მოხმობით პაპისტების ყველა ცდომილება ამხილა. გამძვინვარებულმა კათოლიკებმა დაარბიეს და ცეცხლს მისცეს სავანე. ალმოდებულ კოშკზე მდგარი ღირსი მამები ლოცულობდნენ, მაცხოვარს ევედრებოდნენ მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და მწვალებლობის დამხობას. ლოცვის დასრულების შემდეგ ზეცით მოისმა: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა“. ამ ხმის გაგონებაზე მტარვალები შეძრწუნდნენ, მაგრამ მომხდარი ვერ გულისხმაყვეს.
პროტატში (კარიესი), იბერთა და ვათოპედის მონასტრებში დაცული ბერძნული ხელნაწერების თანახმად წმიდა მარტვილებმა 1280 წლის 10 ოქტომბერს შეჰვედრეს სული უფალს. ისინი სულ ოცდაექვსნი იყვნენ: ოცდაორი ბერი და ოთხი ერისკაცი. ერისკაცთა ვინაობა ჩვენთვის უცნობი დარჩა, მონაზონთა სახელები კი შემოგვრჩა: თომა, ბარსანუფი, კირილე, მიქეა, სვიმონი, ილარიონი, იაკობი, იობი, კვიპრიანე, საბა, იაკობი, მარტინიანე, კოზმა, სერგი, მინა, იოსებ, იოანიკე, პავლე, ანტონი, ექვთიმე, დომენტიანე და პართენი. მათგან უკანასკნელი - პართენ-ეკლესიარქი ცეცხლში გახვეული კოშკიდან გადმოვარდა. ოცდაათი დღე იცოცხლა და თავშესაფრებიდან გამოსულ ძმებს მოუთხრო მომხდარის შესახებ.
ჯვაროსნები ამით არ დაკმაყოფილებულან: ზოგრაფის დაქცევის შემდეგ მთელ წმიდა მთას მოედვნენ და მის ყოველ კუთხეს დაატყვეს ავბედითი კვალი. ამ დროს ვნებულ ღირსმოწამეთა ხსენება ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულ ყველა წმიდანთან ერთად იდღესასწაულება სულთმოფენობიდან მეორე კვირას.
ტეგები: 23 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, მოწამე, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•