საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიხსნა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

            2013 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 80 და აღსაყდრების 35-ე წლისთავს.

      სკოლა-პანსიონმა რამდენიმე წლის წინ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო სტატუსის ფარგლებში პროფესიული საგანამნათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება. სწორედ ორიოდე წელია წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული პროგრამების საგანმანათლებლო ცენტრში ტიხრული მინანქრის, ხეზე მხატვრული ჭრის, ტანსაცმლის მოდელირების, თექის წარმოების შესწავლა (დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში, კახაბერ ვარდუკაძე, პედაგოგები: გიორგი ალუღიშვილი - ხის მხატვრული დამუშავება, იოსებ ზანგალაძე - ტიხრული მინანქარი, ანა მაისურაძე - თექა, გაიოზ ზანდარაშვილი - ფერწერა).

      სწორედ ამ ადამიანების და მათი მოსწავლეების დაუღალავი შრომით და სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები იქნა გალერეაში წარმოდგენილი.

      საგამოფენი დარბაზი დამთვალიერებელს ვერ იტევდა. აქ მობრძანდნენ სასულიერო პირები, სტუმრები საქართველოს საპატრიარქოდან, ჟურნალისტები, პროფესიონალები ამ მიმართულებით, ხელოვნებათმცოდნეები, მხატვრები, კულტურისა და განათლების მუშაკები, სტუდენტები, მოსწავლეები.

      საღამო გახსნა და მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს და კმაყოფილება გამოთქვა იმისათვის, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მასპინძლობს მოსწავლეთა და სტუდენტთა მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ ნამუშევრებს. დიდი პატივისცემა გამოიწვია გამოფენაზე მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტის, მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მობრძანებამ, რომელმაც დალოცა საზოგადოება და განსაკუთრებით სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები (აღსანიშნავია, რომ მეუფე ანანია რამდენიმე თვის წინ სტუმრობდა ჩვენს სკოლა-პანსიონს, სადაც გულდასმით გაეცნო ჩვენი მუშაობის სპეციფიკას.. ჩვენი მოსწავლეებიც სტუმრობდნენ მეუფეს მანგლისში). მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა მამა მირიანს იმ ღვაწლისათვის, რასაც ის ეწევა.

      მობრძანებული სტუმრები დალოცა სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მოძღვარმა ისაუბრა სკოლა-პანსიონის მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ მართლაც მშვენიერი გამოფენის მოწყობაში.

      გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილე პროფესიული განათლების დარგში კახაბერ ვარდუკაძე, ფილკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის ხელმძღვანელი ცისანა მარინდაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სკოლა-პანსიონში კეთდება ეროვნული საქმე, მომავალი თაობა ეუფლება ძველი ქართული, ხალხური რეწვის ტრადიციებს, რასაც ისინი გადასცემენ შემდგომ თაობებს. მან საზოგადოებას გააცნო ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, სკოლა-პანსიონთან მემორანდუმის გაფორმების შესახებ. ყოველწლიურად ფოლკლორის ცენტრი უმასპინძლებს მსგავს გამოფენებს და მზად არის ხელი შეუწყოს სკოლის ხელმძღვანელობას პროფესიული მასტერ-კლასების ჩატარებაში.

      შეკრებილთ მიესალმნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იზოლდა მელიქიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, სამხატვრო აკადემიის პროფესორი იოსებ ასათიანი.

      საღამო გაალამაზა სკოლა-პანსიონის ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებული გუნდის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა „სისატურა“ „აჭარული“ (ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი - თამილა ფოლადიშვილი, პედაგოგები: დავით შანიძე, დალი დაბრუნდაშვილი).

      მოსწავლეთა ნამუშევრების დასათვალიერებლად მობრძანდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი), მეუფემ გულდასმით დაათვალიერა თითოეული ნამუშევარი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა და აღნიშნა, რომ სასიხარულოა, როცა მომავალ თაობას საშუალება ეძლევა ღირსეულად წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და უნარი, მადლობა მამა მირიანს და მის კოლექტივს რომ ამ ყველაფერს ისინი დიდი სიყვარულით ქმნიან. მეუფემ დალოცა სკოლა-პანსიონის პედაგოგები, მოსწავლეები და საჩუქრად გადასცა თავისი წიგნები. მოსწავლეებმა იგალობეს.

      საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენა 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

      მობრძანდით, დაათვალიერეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილების მიერ შექმნილი ნამუშევრები.

      გამოფენის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციებს პერიოდულად მოგაწვდით.

ტეგები: Qwelly, გამოფენა, პანსიონი, საქართველო, ფოლკლორი

ნახვა: 312

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters