სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე მესამე წელია ქალაქ თბილისში მოქმედებს საქართელოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი.

      2009 წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობა-ნაგებობები საკუთრებაში (სიმბოლურ ფასად ერთ დოლარად) გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს და სრულიად საქართველოს კათილოკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი.

      პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სკოლა-პანსიონის ეზოში დაარსდა დიდი საეკლესიო და საერო მოღვაწის წმიდა ტბელ აბუსერისძის ეკლესია, რომელიც თამარის თანამედროვე გახლდათ. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი მირიან სამხარაძე. ამავდროულად მამა მირიანი დაინიშნა სკოლა-პანსიონის დირექტორად. პედაგოგიური კოლექტივი შეირჩა ორი კრიტერიუმით - ეს არის პროფესიონალიზმი და სარწმუნოება. ჩვენი ყველა პედაგოგი არის ეკლესიის წევრი, აღმსარებელი, მაზიარებელი, ამასთანავე პროფესიონალი. დღეისათვის სკოლა-პანსიონში 10 კლასში 360-მდე მოსწავლე სწავლობს, აქედან 76 ბავშვი საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან პანსიონში ცხოვრობს, მათ შორის უმეტესობა მაღალმთიანი აჭარიდან და ჰერეთიდან, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენთან პანსიონში და უზრუნველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით, აღმზრდელობითი მომსახურეობით, სწავლის, გართობისა და დასვენების კარგი პირობებით. ჩვენთან ხდება ორი რელიგიის მუსულმანი და ქრისტიანი ბავშვების თანაცხოვრება. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ ჩვენი უწმიდესი და საპატრიარქო როგორ ზრუნავს სხვადასხა აღმსარებლობის ქართველებზე.

      სასწავლო პროცესი დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. ზოგადად მუშაობა დამყარებულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სკოლის, ოჯახისა და ეკლესიის ურთიერთობების განმტკიცებას. შემოღებული გვაქვს დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამაც, საღვთო სჯული და ძველი ქართული ენა. მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში, შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში და მიუხედავად ჩვენი სკოლის არცთუ ისე დიდი ხნის ისტორიისა გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ. მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლაში 66-ე სასწავლო-შემოქმედებითმა კონფერენციამ, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი კვლევა-ძიებაძე შექმნილი თემები წარმოადგინეს, მათგან 24 საუკეთესო წარდგენილი იქნა რესპუბლიკურ კონფერენციაზე. სკოლა-პანსიონში ჩატარდა ეროვნული-სასწავლო ოლიმპიადის სასკოლო ტურები დებულებით გათვალისწინებულ ყველა საგანში და გამარჯვებული მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ეტაპზე.

      2011 წლის 11 აპრილს სკოლა-პანსიონმა გაიარა ავტორიზაცია და სკოლა-პანსიონს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტასუსი და სტატუსის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.

      გამომდინარე აქედან მიმდინარე სასწავლო წელს სკოლამ დაიწყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება (ხის მხატვრული დამუშავება, თექის დამუშავება, ჭრა-კერვა მოდელირება და მინანქარი) და დღეისათვის პროფესიულ სწავლებას ეუფლება 80-მდე სტუდნეტი, მათთვის ყველა პირობაა შექმნილი სათანადო პროფესიული განათლების მისაღებად.

      სკოლას აქვს მუსიკალური მიმართულება. სკოლაში მოსწავლის მიღების ერთ-ერთი პრიორიტეტია მათი მუსიკალური მონაცემები. ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე გაერთიანებულია სხვადასხვა სახის მუსიკალურ წრეებში (საფორტეპიანო ჯგუფები, ქართულ-ხალხური სიმღერების ვაჟთა და გოგონათა გუნდები, ქართულ-ხალხურ საკრავთა ჯგუფები). ჩვენი ყველა მოსწავლე ეუფლება გალობას.

      ამჟამად შეიქმნა ხატვის წრე, რომელშიც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები არიან ჩაბმულნი.

      სკოლა-პანსიონში დიდი ყურადღება ექცევა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მუშაობას. გახსნილი გვაქვს სხვადასხვა სპორტული წრეები და სექციები, მათ შორის მნიშვნელოვანია ქართული ორთაბრძოლის ხელოვნების წრე.

      დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესი იყო მოსწავლეთათვის ის დღეები, როდესაც სკოლა-პანსიონს სტუმრობდნენ სასულიერო პირები, უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მობრძანება სკოლაში და მისი შეხვედრა მოსწავლეებთან.

      დაუვიწყარია ბავშვებისათვის ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის, მეუფე იაკობის, მეუფე იოანეს, მეუფე სპირიდონის სტუმრობა.

ტეგები: Qwelly, პანსიონი, საპატრიარქოს_სკოლა, სკოლა, სკოლის_შესახებ, ქველი

ნახვა: 648

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters