მეშინია, რომ ზოგიერთ გულუბრყვილოს თავისი სიმარტივისა და უმეცრების გამო აცთუნებენ ვერაგი და მზაკვარი ადამიანები და ისინი სხვა წიგნებთან ერთდ კითხულობენ აპოკრიფულ წიგნებს, მოტყუებულნი იმით, რომ მათაც იგივე სახელი ჰქვიათ, რაც ჭეშმარიტ წიგნებს, თითქოს შეესატყვისებიან მათ. გთხოვთ, მიჰყვეთ იმ წიგნებს, რომელთა შესახებ იცით, რომ ჭეშმარიტნი არიან. მათ შესახებ მეც გავიხსენებ და დავწერ ეკლესიის საჭიროებისათვის და გამოსაყენებლად. მსურს მათი მოხსენიება და ჩემი გამბედაობის განსამტკიცებლად გამოვიყენებ ლუკა მახარებლის სიტყვათა მაგალითს და მეც ვიტყვი, რომ ზოგიერთებმა ხელი მიჰყვეს აპოკრიფულად სახელდებული წიგნების წერას და მათ აღრევას ღმრთივსულიერ წიგნებში. ეს უკანასკნელნი, დარწმუნებული ვართ ჩვენ, ასე გადმოგვეცა ჩვენი მამებისაგან, რომლებიც დასაწყისიდან თვითმხილველნი იყვნენ და ემსახურებოდნენ სიტყვას. საჭიროდ მიმაჩნია მეც, საკუთარი ძმების ბრძანებით დასაწყისიდანვე ვიცოდე და შემდეგ თანამიმდევრობით აღვწერო, თუ რომელია კანონით მიღებული და საღმრთოდ სარწმუნო წიგნები, რათა თითოეულმა შემცდარმა უარყოს თავისი შემცდენელნი, ხოლო შეუცთომელთ უხაროდეს და უფრო განმტკიცდნენ მათი გახსენებით.
ძველი აღთქმის წიგნი სულ არის ოცდაორი, რადგან ამდენივეა, როგორც ვიცი, ებრაულ ანბანში ასო.
ხოლო რიგი სახელწოდება თითოეულისა შემდეგია: პირველი - დაბადება, შემდეგ - გამოსვლათა, მერმე - ლევიტელთა, ამის შემდეგ - რიცხვთა და მეორე სჯულისა. ამათ მოსდევს - ისუ ნავესი, მსაჯულთა, შემდეგ - რუთი, შემდეგ - მეფეთა ოთხი წიგნი, ამათგან პირველი და მეორე წიგნი ერთ წიგნად არიან აღრიცხულნი და მესამე და მეოთხე - ასევე ერთად. ამათ შემდეგ - ნეშტთა პირველი და მეორე, ასევე ერთ წიგნადაა აღრიცხული ესენიც. შემდეგ ეზრა პირველი და მეორე - ერთი წიგნია ისიც. ამათ შემდეგ ფსალმუნთა წიგნი, შემდეგ - იგავნი. შემდეგ ეკლესიასტე და ქება-ქებათა. ამათთან ერთად არის იობი, შემდეგ თორმეტი წინასწარმეტყველი, ერთ წიგნად აღრიცხული. შემდეგ - ესაია, იერემია და ამთთან ერთად ბარუქი, გოდება და ეპისტოლე. ამათ შემდეგ ეზეკიელ და დანიელ. აქამდე მხოლოდ ძველი აღთქმისანი არიან.
ახალი აღთქმის მოხსენიებასაც ნუ დავიზარებთ. ესენი არიან - ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისი, ლუკასი და იოანესი. მათ შემდეგ - საქმე მოციქულთა და კათოლიკედ წოდებული მოციქულთა შვიდი ეპისტოლე: იაკობისა - ერთი, პეტრესი - ორი, იოანესი - სამი და იუდასი - ერთი. ამათ მოსდევს პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, რომელთა რიგი ასეთია: პირველი - რომაელთა მიმართ, მეორე - კორინთელთა მიმართ (ორი), შემდეგ გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამის შემდეგ - ფილიპელთა და კოლასელთა მიმართ, შემდეგ - თესალონიკელთა მიმართ (ორი) და ებრაელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ (ერთი) და, დასასრულ, ფილიმონის მიმართ (ერთი) და ბოლოს - იოანეს გამოცხადება.
ეს არის ხსნის წყარო. გამაგრილებელია ამ წიგნებში მოცემული სიტყვები. მხოლოდ გვეხარება კეთილმსახურების მოძღვრება. ამათ ნურც რაიმე დაემატება და ნურც გამოაკლდება. ამის გამო უფალი იესუ ქრისტეს სადუკეველებს ამხილებდა და ეუბნებოდა: ”სცდებით, რადგან არ იცით წიგნები” (მათე 22,29). ხოლო ურიებს ასწავლიდა: ”გამოიძიეთ წიგნები, რამეთუ იგინი არიან, რომლენიც მოწმობენ ჩემ შესახებ” (იოან. 5,39).
უმეტესი შეუცთომლობისათვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ არიან სხვა წიგნებიც ამათ გარდა, არადაკანონებული, მაგრამ მამათა მიერ დაწერილი იმათთვის საკითხვად, რომლებიც მომავალში მოვლენ და მოინდომებენ, რომ კეთილმსახურების სიტყვას დაემოწაფონ: სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, ესთერი, ივდითი, ტობისა, მოციქულთა სწავლებად წოდებული წიგნი, და წიგნი, რომელსაც პიმენი (ბერძნ. ”მწყემსი”) ჰქვია. საყვარელნო, არც ზემოჩამოთვლილ კანონიკურ და არც არაკანონიკურ საკითხავთა შორის არ მოიპოვება აპოკრიფულად სახელდებულ წიგნთა სახსენებელი, ისინი მწვალებელთაგან არიან შექმნილნი, რომლებიც წერენ მათ, როცა უნდათ და გვაწვდიან და უმატებენ ხანს, რამდენიც უნდათ, და როგორც ვითომდა ძველს, სარწმუნოდ ხდიან მათ და ამით აცთუნებენ გულუბრყვილოებს.
"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ
ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ
თბილისი, 2009
ტეგები: Patrology, Qwelly, ათანასე, ალექსანდრიელი, არსენი, ეპისკოპოსი, ეპისტოლე, თარგმანი, იყალთო, პატროლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი მახსოვს, მერამდენედ გამომეპარა ოსკარის დაჯილდოება. 98-ე ცერემონიალმა უკვე ჩაიარა და მე ისევ გვიან დავეწიე მოვლენებს. კალენდარზე თარიღი ისე გამომეპარა, დღეს გაკვირვებულმაც კი ვიკითხე - უკვე შუა მარტიათქო. ასე რომ ბოდიში და ამჯერადაც დაგვიანებულ პოსტს…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
© 2026 George.
•