მიუხედავად იმისა, რომ იუსტინე სხვადასხვა წყაროების მიხედვით უეჭველად ნაყოფიერი საეკლესიო ავტორი იყო, ჩვენამდე სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი შრომა იმ შრომათაგან, რომლებსაც ევსები კესარიელი იცნობდა და შესაბამისად გვისახელებს ჩვენ თავისი საეკლესიო ისტორიის IV წიგნის მე-18 პარაგრაფში. სამივე ეს შრომა შემონახული იყო ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც 1364 წელს არის გადაწერილი და ეს სამი შრომა ამგვარი სათაურისაა, ვახსენეთ, რომ ორი მათგანი საკუთრივ აპოლოგიებად არიან წოდებულნი და ეს აპოლოგიები წარმართთა წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო მესამე ეს გახლავთ “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი” და მიმართულია საკუთრივ იუდაიზმის წინააღმდეგ. კარგა ხანია შენიშნულია, რომ წმ. იუსტინე მარტვილის სტილი ნაკლებ დამაკმაყოფილებელია, რაც არაა გასაკვირი, რადგანაც მარტვილური განწყობით გამსჭვალული მოღვაწე ნაკლებად შესძლებს გეგმაზომიერ-სისტემურ წერილობით მოღვაწეობას, ისევე როგორც წმ. ეგნატი ანტიოქიელთან დაკავშირებით ავღნიშნავდით და მრავალი ნიმუშის საფუძველზე ვცადეთ, რომ ეს წარმოგვეჩინა, ამიტომ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მთელი მისი შრომები შთაგონებითია, ნაკლებად შეიმჩნევა იქ ერთი განსაზღვრული გეგმა, მრავალია გადახვევები, მაგრამ ეს ყოველივე არანაირად არ აკნინებს აღნიშნულ შრომებს არც ისტორიული ასპექტით და არც, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო-სულიერი თვალსაზრისით. არის ცალკეული ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს იუსტინეს და მისი სტილისთვის დამახასიათებელია, ამიტომ ადვილი ხდება გამიჯვნა ნადმვილად იუსტინესეული და ფსევდო იუსტინესეული შრომებისა, იმ შრომებისა, რომლებიც მას მიეწერება, და უეჭველი დადგენა იმისა, რომ ხსენებული სამი თხზულება ნამდვილად იუსტინე მარტვილისაა.
თუ დავიწყებთ განხილვას მისი შრომებისას აპოლოგიებით, ალბათ ეს გამართლებული იქნება, რამდენადაც მიიჩნევა, რომ იუსტინეს შრომებიდან აღნიშნული ორი აპოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთრივ იუსტინეს წერილობითი მოღვაწეობის და კონკრეტულად ამ აპოლოგიების შესახებაც ევსები, ჩვენს მიერ ხსენებულ ძეგლში (საეკლესიო ისტორია) შემდეგს გვაუწყებს: “იუსტინემ ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი რაოდენობის ძეგლები, რომლებიც ამჟღავნებს განვითარებულ სულს (განვითარებული სული გულისხმობს ლიტერატურული, მწიგნობრული თვალსაზრისით დახვეწილ რაფინირებულ სამწერლობო ენას) და აგრეთვე გულმოდგინებას საღვთო ჭეშმარიტების აღქმის საქმეში, რომლებიც დიდად სასარგებლონი არიან. პირველ რიგში უნდა მოვიხსენოთ მისი შრომა მიმართული ანტონინუსისადმი, რომელსაც აქვს ზედწოდება პიუსი (პიუსი ნიშნავს მოშიშს, კეთილმოშიშს), მისი შვილებისადმი და რომაული სენატისადმი, ჩვენი (ქრისტიანული) მოძღვრების დასაცავად (ევსები გულისხმობს პირველ აპოლოგიას). გარდა ამისა ის რაც მეორე აპოლოგია, ასევე ჩვენი რწმენის დასაცავად, გაგზავნილია ზემოხსენებული იმპერატორის მომდევნო იმპერატორთან, რომელიც მისი თანამოსახელეა, ანტონინუს ვერუსისადმი”. აი ეს ერთადერთი ბიბლიოგრაფიული ცნობა გვაქვს ჩვენ იუსტინე მარტვილის აპოლოგიებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ ეს აპოლოგიები, როგორც ავღნიშნეთ ჩვენამდე ტექსტობრივად მოღწეულია და, რა თქმა უნდა, სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ მათზე. ერთი მათგანი არის დიდი აპოლოგია, მეორე მცირე. დიდი აპოლოგია 68 თავს მოიცავს, ხოლო მოკლე აპოლოგია 15 თავისგან შედგება. ერთმთლიანობით შტრიხებს ორივე აპოლოგია ძალიან აშკარად ავლენს და ამიტომ გამოთქმული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე აპოლოგია სხვა არაფერი უნდა იყოს თუ არა დასკვნა პირველისა, ეს ვფიქრობთ სავსებით დასაბუთებულია. თუმცა ის, რომ ევსები მაინც ორი აპოლოგიის შესახებ საუბრობს, ალბათ დამადასტურებელია იმისა, რომ ეს ორი ძეგლი ცალ-ცალკე დაიწერა, ანდა ევსების დროს (IV ს-ის I ნახევარი) უკვე ურთიერგამიჯნული იყო და ცალ-ცალკე არსებობდა. ამ აპოლოგიებს ჩვენ სამწუხაროდ აბსოლუტური ტექსტობრივი დაწვრილებით, რა თქმა უნდა, ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე მომენტზე გვსურს ხაზი გავუსვათ, განსაკუთრებით კი პირველ აპოლოგიასთან დაკავშირებით, ე.ი. შინაარსობრივი თვალსაზრისით და განსაკუთრებით დოგმატურ-ეთიკური ასპექტით პირველი აპოლოგიის მნიშვნელობა ვფიქრობთ ცალკეა გამოსაყოფი, რასაც ალბათ შემდგომ საუბრებში განვახორციელებთ კიდეც.
ტეგები: Iustine, patrology, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•